ოვულაციის კალკულატორი: გამოთვალეთ ნაყოფიერი დღეები საიმედოდ

თუ გსურთ დაორსულება, დაგეხმარებათ თქვენი ოვულაციის ზუსტი თარიღის ცოდნა. განაყოფიერება თვის რამოდენიმე დღეს არის შესაძლებელი, ამიტომ ეს უნდა მოხდეს ოვულაციის პერიოდში. თუ ჯერ კიდევ არ დაორსულებულხართ, მნიშვნელოვანია დააკვირდეთ ციკლს და გაიგოთ, როდის გაქვთ ნაყოფიერი დღეები.

ჩვენი მოსახერხებელი ოვულაციის კალკულატორის წყალობით, თქვენ არ დაგჭირდებათ დიდხანს დათვლა. მისი მეშეობით მარტივად შეგეძლებათ მონიშნოთ თქვენი ოვულაციის პერიოდი.

Erster Tag der letzten Monatsblutung:

Tage (durchschnittlich 28 Tage, falls Sie nicht genau wissen, wie lang Ihr Zyklus ist)

🡇

ლეგენდა

= მენსტრუაციის პირველი დღე
= სავარაუდო ოვულაცია
= უფრო გოგო
= უფრო ბიჭი
= ფერტილური დღეები
= უაღრესად ფერტილური დღეები



როგორ მუშაობს HiPP-ის ოვულაციის კალკულატორი?

გამოიყენეთ ჩვენი პრაქტიკული ოვულაციის კალკულატორი იმისთვის, რომ გამოთვალოთ თქვენი ფერტილური დღეები. რამოდენიმე წამში ის გაჩვენებთ თუ რომელ დღეს არის კვერცხუჯრედის განაყოფიერება შესაძლებელი.

ქალის მენსტრუალური ციკლი იწყება მენსტრუაციის პირველ დღეს. მისი ხანგრძლივობა და მიმდინარეობა ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც თითოეული ქალბატონი. უმეტეს შემთხვევაში ციკლი გრძელდება 23 -35 დღე. ციკლის ხანგრძლივობა არა მხოლოდ ქალებში განსხვავდება, არამედ ერთი ქალბატონის ციკლიდან - ციკლამდეც. უბრალოდ შეიყვანეთ ოვულაციის კალკულატორში თქვენი ბოლო მენსტრუაციის დაწყების თარიღი. მონიშნეთ დღე, თვე და წელი. ასევე მიუთითეთ თქვენი ციკლის ხანგრძლივობა. შემდეგ დააჭირეთ „გამოთვალეთ ახლა“-ს. მოცემული კალენდარი ახლა აჩვენებს ოვულაციის პერიოდს.

მაგალითად:

ვთქვათ თქვენი ბოლო მენსტრუაცია დაიწყო 11 ივნისს 2020 წელს. თქვენი ციკლის ხანგრძლივობა არის 28 დღე.

თქვენ ნახავთ, რომ ფერტილური დღეები დაახლოებით გექნებათ 20 – 25 ივნისს 2020 წელს. ეს ნაჩვენებია ვარდისფერ უჯრებში. ჩვენს მაგალითში 23 და 24 ივნისი 2020 წელს არის განსაკუთრებით ფერტილური დღეები.. დაახლოებითი ოვულაციის თარიღი არის 2020 წლის 24 ივნისი. დაახლოებით 20 ივნისს განსაკუთრებით დიდია იმის შანსები, რომ გოგონა ჩაისახოს. ბიჭისთვის კი შანსები 24 ივნისს იზრდება.

თვალი ადევნეთ საკუთარ ციკლს

იმისათვის რომ გაიგოთ თქვენი ფერტილური დღეების შესახებ ჩვენი კალკულატორის მეშვეობით, უნდა გქონდეთ თქვენი მენსტრუალური პერიოდის მიმოხილვა. თუ გაქვთ ბავშვის ყოლის ძლიერი სურვილი, აუცილებლად გამოგადგებათ აპლიკაციით მენსტრუაციის თარიღების კონტროლი. მასზე დაკვირვებას სხვა დადებითი მხარეებიც აქვს:

  1. ის ეხმარება გინეკოლოგს უკეთ შეაფასოს თქვენი ციკლი.

  2. მისი გამოყენება შესაძლებელია კონტრაცეფციების სხვადასხვა მეთოდებთან ერთად. მისი გამოყენება არ არის სასურველი კონტრაცეფციის ერთადერთ მეთოდად.

  3. თუ ხშირად გაწუხებთ ხასიათის ცვალებადობა, აკნე ან აუხსნელი დისკომფორტი, შესაძლოა ეს თქვენს ციკლთან იყოს დაკავშირებული. დაკვირვება საშუალებას გაძლევთ გამოიტანოთ შესაფერისი დასკვნები და დაგეხმარებათ უკეთესი მკურნალობის ან ცხოვრების სტილის დაგეგმვაში.

ის რაც უნდა ვიცოდეთ ოვულაციის შესახებ

რა არის ოვულაცია?

ოვულაციის დროს საკვერცხის ფოლეკული იხსნება და ათავისუფლებს კვერცხუჯრედს, მკვებავ უჯრედებთან ერთად. მისი მუცლის ღრუში გაქრობის თავიდან ასარიდებლად, ერთ-ერთი ძალიან მოქნილი ფრაგმენტული ძაბრი (ფიმბრია), რომელიც მდებარეობს ყოველი ფალოპის მილის ბოლოს,  ამოიბურცება საკვერცხეზე და სითხესთან ერთად იწოვს კვერცხუჯრედს. 

ცარიელი ფოლეკული ბრუნდება საკვერცხეში და ლუტენირების ჰორმონის (LH) გავლენით გარდაიქმნება ეგრეთ წოდებულ „Corpus Luteum”-ად. ფოლეკული იცვლის ფერს და ხდება ყვითელი. მისი მთავარი მისიაა პროგესტერონის (გესტაგენის) გამომუშავება, რომელიც ამზადებს საშვილოსნოს ლორწოვან გარსს შესაძლო ორსულობისთვის. იმისათვის, რომ დაფეხმძიმდეთ, კვერცხუჯრედი, რა თქმა უნდა, უნდა განაყოფიერდეს სპერმით. დიენცეფალონში პროგესტერონის სისხლში არსებობა ნიშნავს, რომ ორსულობა უკვე შედგა. რის შედეგადაც შემდგომი ოვულაცია აღარ მოხდება. 

ასეთივე მექანიზმით მოქმედებს აბი: ორგანიზმს განუწყვეტლივ მიეწოდება სინთეზური გესტაგენები, რომლებიც იმიტირებს ციკლის მეორე ნახევარს ან ორსულობას, ამით კი ახერებს ოვულაციის დაწყებას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ!

მაშინაც კი, თუ სქესობრივი კავშირი ოვულაციამდე ცოტა ხნით ადრე გქონდათ, შესაძლებელია მაინც დაორსულდეთ, რადგან სპერმატოზოიდს გადარჩენა და განაყოფიერება ორ დღემდე შეუძლია. თუმდა თავად კვერცხუჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი დღე არის. ასე რომ, თუ არ გსურთ დაფეხმძიმება, სექსისგან თავი უნდა შეიკავოთ, როგორც ფერტილურ დღეებში ასევე რამოდენიმე დღით ადრე და შემდეგაც კი. 

რამდენად ხშირად ხდება ოვულაცია?

ციკლის განმავლობაში, ჩვეულებრივ ოვულაცია ერთხელ ხდება. თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ ოვულაცია საერთოდ არ მოხდეს. მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ ქალი დიდი სტრესის ქვეშ არის, აქვს გარკვეული დაავადება, როგორიცაა ენდომეტრიოზი, საკვერცხის კისტა ან ფარისებრი ჯირკვის დაავადება. ანალოგიურად ოვულაცია შესაძლოა არ მოხდეს ჰორმონალური დისბალანსის შემთხვევაშ და მენოპაუზის წინა ფაზაში.

ძალიან იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა ოვულაცია თვეში ორჯერაც განმეორდეს.  მაგალითად ტყუპებზე ფეხმძიმობის დროს, განაყოფიერებისას ორი ოვულაცია მოხდა. 

როდის ხდება ოვულაცია?

თუ როდის მოხდება ოვულაცია, დამოკიდებულია თქვენი ციკლის ხანგრძლივობაზე და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, სხვა საკითხებთან ერთად.  28 დღიანი რეგულარული ციკლის დროს ოვულაცია ხდება შემდეგი მენსტურაციის დაწყებამდე 12 – 16 დღით ადრე. გაზრდილი ესტროგენის დონე ხელს უწყობს ლუტეინირების ჰორმონის (LH) მატებას. ამ მატებიდან დაახლოებით ერთი - ერთნახევარი დღის შემდეგ ხდება ოვულაცია. თუმცა თუ ციკლის ხანგრძლივობა განსხვავდება, ნაყოფიერების დღეებიც იცვლება. 

საუკეთესო გზა რომ გაიგოთ როდის მოხდება ოვულაცია თქვენს შემთხვევაში, ჩვენი ოვულაციის კალკულატორის გამოყენებაა. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ NFP (Natural Family Planning) მეთოდი ან ოვულაციის ტესტი.

 

რამდენი ხანი გრძელდება ოვულაცია?

ოვულაცია მხოლოდ 15 წამის განმავლობაში გრძელდება, რომლის შემდეგაც კვერცხუჯრედი განაყოფიერებადი ხდება 12 საათის განმავლობაში. თუმცა საერთო ჯამში ის მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში ცოცხლობს. ამ პერიოდში ანხდევა განაყოფიერება, ან კვერცხუჯრედი კვდება და მომდევნო მენსტრუაციის დროს საშვილოსნოს ლორწოვან გარსთან ერთად გამოიდევნება. ვინაიდან მამრობითი სპერმატოზოიდი აქტიურია 38 საათამდე, ოვულაციის დაწყებამდე და შემდეგი დღეები ასევე ფერტილურია. შესაბამისად ამ პერიოდში ორსულობა შესაძლებელია.

ოვულაციის ნიშნები

არსებობს ოვულაციის გარკვეული ნიშნები და სიმპტომები. თუმცა, მათი აღმოჩენა ყოველთვის ადვილი არ არის, განსაკუთრებით მაშნ თუ იღებთ აბებს ან სხვა ჰორმონალურ კონტრაცეპტივს. ამ შემთხვევაში სხეული „გაწვრთნილი“ ხდება სიმპტომების ჩასახშობად.

თუ გსურთ დაორსულდეთ აბების ან სხვა კონტაცეფციის მეთოდის გამოყენების შემდეგ, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ნიშნებს:

1. სხეულის ბაზალური ტემპერატურა იმატებს

ბაზალური ტემპერატურა არის სხეულის ტემპერატურა რომელიც ქალს ესინჯება დილით, გაღვიძებისთანავე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

თუ გსურთ კონტაცეფციის ამ მეთოდის გამოყენება, ტემპერატურის გაზომვა უნდა მოხდეს გაღვიძებისთანავე, მაგრამ ადგომამდე. ოვულაციამდე სხეულის ტემპერატურა გაცილებით დაბალია, ვიდრე ოვულაციის შემდეგ. ამიტომ ტემპერატურის მატება ოვულაციის უტყუარი ნიშანია. 

2. იმატებს ლუტეინირების ჰორმონის დონე

როგორც ზემოთ აღინიშნა, ოვულაციამდე დაახლოებით ერთი დღით ადრე LH დონე მნიშვნელოვნად იზრდება. ახლა უკვე არსებობს სპეციალური ოვულაციის ტესტები, რომელიც შარდში ამ ჰორმონის დონეს ზომავს. ასე რომ თქვენ საკმაოდ ზუსტად შეგიძლიათ ოვულაციის დროის განსაზღვრა.

3. იცვლება საშვილოსნოს ყელის ლორწო

საშოდან რეგულარულად გამოიყოფა გარკვეული სეკრეცია. ამ ეგრეთ წოდებული საშვილოსნოს ყელის ლორწოს კონსისტენცია იცვლება ციკლის განმავლობაში. ფერტილური დღეების დასაწყისში ლორწო არა მხოლოდ მატულობს, არამედ ხდება უფრო გამჭირვალე. გარდა ამისა, ტექსტურა იცვლება წებოვანი და ბლანტიდან, თხევად და ბლანტად. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ლორწო პასუხისმგებელია სპერმის საშვილოსნოში გადასვლაზე. რაც მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ოვულაციის დროს ის ჩვეულებრივზე “აქტიურია“. ოვულაციის შემდეგ ლორწო ისევ საკუთარ პირვანდელ ფორმას უბრუნდება მოკლე დროში ან მთლიანად ქრება. 

4. საშვილოსნოს ყელი იცვლება

ოვულაციის ან ფერტილური დღეების კიდევ ერთი აშკარა ნიშანია საშვილოსნოს ყელის ცვლილება. საშვილოსნოს ყელი და საშვილოსნოს კისერი ოვულაციის დროს უფრო და უფრო რბილი ხდება და ოვულაციის პერიოდის შემდგომზე უფრო მაღლა მდებარეობს საშოში. იმისათვის, რომ იგრძნოთ ეს ცვლილებები და ამით განისაზღვროს ფერტილური პერიოდის დასაწყისი, საჭიროა ყოველდღიური თვითგამოკვლევადი გარკვეული შემოწმებები. უნაყოფო დღეების ამოცნობა შესაძლებელია დახურული, მყარი საშვილოსნოს ყელის საშუალებით. 

არიან ქალები, რომლებსაც ოვულაციის დროს საშვილოსნოში მცირე ტკივილს გრძნობს. თუმცა ეს არ არის აშკარა ინდიკატორი.

ოვულაცია არარეგულარული ციკლით

დღეს ბევრი ქალია, რომელსაც არარეგულარული ციკლი აქვს. რეგულარული ციკლი საშუალოდ 28 დღე გრძელდება. მაგრამ 21-დან 35 დღემდე პერიოდიც კი კვლავ ითვლება "ნორმალურად".

21-ზე მოკლე ან 35 დღეზე ხანგრძლივ ციკლს არარეგულარული ციკლი ეწოდება. რაც ასევე მოიცავს ციკლებს რომელიც ციკლიდან ციკლამდე 8 დღეზე მეტი გადახრით მიმდინარეობს. ზეგავლენას ახდენს მაგალითად სტრესი და ლოკაციის ან კლიმატის შეცვლა. თუმცა არარეგულარული ციკლი შესაძლოა დაავადებამაც გამოიწვიოს. 

პრობლემა: დაფეხმძიმება არარეგულარული ციკლით უფრო რთულია. ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ძნელია ოვულაციის პერიოდის დადგენა არარეგულარულ ციკლში. საუკეთესო შემთხვევაში, ჯერ მოგიწევთ თვალყური ადევნოთ თქვენს პერიოდს რამდენიმე თვის განმავლობაში, რათა იგრძნოთ, როდის ჩნდება ფერტილური დღეები და რამდენ ხანს გრძელდება თქვენი ციკლი. რაც უფრო ზუსტად შეძლებთ ამის დადგენას, მით მეტია თქვენი დაორსულების შანსი.

სამწუხაროდ, თუ თქვენი ციკლი არარეგულარულია, ასევე არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ საერთოდ არ გქონდეთ ოვულაცია, ამიტომ ვერ დაორსულდებით. თქვენ შეგიძლიათ ეს შეამოწმოთ გინეკოლოგთან ან თავად გაიგოთ თქვენი მენსტრუაციის კონტროლით. 

ქალის ცხოვრებაში პერიოდულად შესალოა რომ ოვულაცია არ მოხდეს ერთი თვის განმავლობაში. ეს შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მიზეზებმა. თუ აღმოაჩენთ - ან გრძნობთ - რომ რამდენიმე თვის განმავლობაში არ გაქვთ ოვულაცია, უმჯობესია რაც შეიძლება მალე დანიშნოთ შეხვედრა გინეკოლოგთან. თქვენი გინეკოლოგი გამოიკვლევს რატომ არ გაქვთ ოვულაცია. 

როგორ გამოვთვალოთ ოვულციის თარიღი

ზოგადად, ოვულაციის გამოთვლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ქვემოთ წარმოგიდგენთ სამ გზას:

1. ოვულაციის შეფასება

როგორც აღვნიშნეთ, ოვულაცია ხდება შემდეგი მენსტრუაციის დაწყებამდე დაახლოებით 12-16 დღით ადრე. ამ პერიოდში თეორიულად შეიძლება დაორსულდეთ. თუმცა ამ მეთოდით მხოლოდ ოვულაციის ზუსტი თარიღის ვარაუდი შეიძლება. ეს მეთოდი ასევე ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ თქვენი ციკლი ყოველთვის გრძელდება ზუსტად 28 დღეს. თუ გსურთ დაორსულდეთ, ეს მეთოდი ნაკლებად გამოსადეგია.

2. ოვულაციის გამოთვლა ოვულაციის კალკულატორით

ჩვენი ოვულაციის კალკულატორით რამდენიმე წამში გაიგებთ, როდის მოხდება შემდეგი ოვულაცია. თუმცა, ზუსტი გაზომვის წინაპირობაა იცოდეთ თქვენი ბოლო მენსტრუაციის პირველი დღე და იცოდეთ ჩვეულებრივ რამდენ ხანს გრძელდება თქვენი ციკლი.

გთხოვთ გაითვალისწინეთ:

ოვულაციის კალკულატორი იძლევა მხოლოდ სავარაუდო რიცხვებს. მას არ შეუძლია ასი პროცენტით სანდო ინფორმაციის მოწოდება. თუმცა, ეს საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს ჩასახვის პერიოდი, რაც ზრდის დაორსულების შანსს.

3. ოვულაციის დროის სხვადასხვა გამოკვლევით თავად გარკვევა

ოვულაციის თარიღის დასადგენად რამდენიმე გზა არსებობს. ამის გარკვევა შეგიძლიათ, მაგალითად, ოვულაციის ტესტით, რადგან ის გიჩვენებთ როდის იზრდება LH დონე.

ტემპერატურის მეთოდი ასევე კარგი გზაა ოვულაციის პერიოდის შესამცირებლად. გაზომეთ თქვენი დილის ბაზალური ტემპერატურა და ჩაიწერეთ შედეგები დაბეჭდილ ცხრილში. კიდევ უფრო ზუსტი შედეგების მისაღებად, თქვენ უნდა შეაფასოთ საშვილოსნოს ყელის ლორწოს ან საშვილოსნოს ყელის მდგომარეობაც.

მეთოდი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "ოჯახის ბუნებრივი დაგეგმვა" - ან მოკლედ "NFP" - შესაფერისია, ერთი მხრივ, ქალებისთვის, რომლებსაც სურთ დაორსულება. მეორეს მხრივ, ეს არის შესანიშნავი ბუნებრივი კონტრაცეფციის მეთოდი. მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღე გულდასმით განსაზღვროთ ყველა ფაქტორი და შესაბამისად იმოქმედოთ. თუ არ გსურთ დაორსულება, თავი უნდა შეიკავოთ სქესობრივი კავშირისგან ფერტილურ დღეებში ან გამოიყენოთ პრეზერვატივი და/ან სხვა კონტაცეფციული საშვალება.

ეს მეთოდი ასევე პრაქტიკულია, რადგან მას შეუძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია არსებული დაავადებების ან დისკომფორტის მიზეზების შესახებ. სასარგებლოა თქვენი დაკვირვების შედეგების გაცნობა თქვენი გინეკოლოგისთვის.

ციკლის ცხრილი ტემპერატურის მეთოდისთვის

გადმოწერა და ამობეჭდვა

რჩევები ქალებისთვის, რომლებსაც სურთ ბავშვის გაჩენა

არსებობს სხვადასხვა ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ დაორსულებას ან, სამწუხაროდ, თავიდან აიცილონ იგი. რაც უფრო ახალგაზრდა ხარ, მით მეტია შვილის გაჩენის შანსი. 30 წლიდან ნაყოფიერება ოდნავ ეცემა; 35-დან საგრძნობლად ეცემა; ხოლო 45-დან დაორსულების ალბათობა ნულს უახლოვდება. 35 წლიდან ორსული ქალები ითვლებიან რისკის ქვეშ მხოლოდ ასაკის გამო. შეიტყვეთ მეტი შვილების გაჩენის სურვილისა და დაორსულების საუკეთესო გზების შესახებ. ნაყოფიერებაზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:

1. ასაკი

როგორც აღვნიშნეთ, რაც უფრო ახალგაზრდა ხართ, მით მეტია დაორსულების შანსი.

2. კვება

არაჯანსაღმა დიეტამ ან კვებთმა დარღვევებმა შეიძლება შეამციროს ორსულობის შანსები.ორგანიზმს ოპტიმალურად უნდა მიეწოდოს ყველა მნიშვნელოვანი ვიტამინი, საკვები ნივთიერება და მინერალი, რათა მაქსიმალურად დარეგულირდეს ჰორმონალური ბალანსი. თუ თქვენ მუდმივად ხართ არაჯანსაღ დიეტაზე, ჰორმონალური ბალანსი შეიძლება დარღვეული იყოს.

3. ჭარბ და ნაკლებწონიანობა

როგორც წესი, ჭარბწონიან ქალებს ასევე აქვთ ჰორმონალური ბალანსის პრობლემა, რაც ამცირებს მათ დაორსულების შანსს. ნაკლებწონიანი ქალების დამამძიმებელ ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ სხეულს აქვს ერთგვარი დამცავი მექანიზმი, რომელიც მათ სიგნალს აძლევს „ვერ დაორსულდები. ძალიან სუსტი ხარ."

4. სტრესი

კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ქალები ვერ ორსულდებიან, არის სტრესი. დღევანდელ სწრაფად მოძრავ დროში ჩვენ ძალიან ბევრი მოგვეთხოვება. ამან შესაძლოა თავის მხრივ დაარღვიოს ჩვენი ჰორმონები. მეორეს მხრივ, თუ გაწონასწორებული ხართ ისე, რომ თავის ტვინში მნიშვნელოვანი ნივთიერებები არიან ჰარმონიაში და ჰორმონალური მდგომარეობა ოპტიმალურია, დაორსულების უკეთესი შანსი გაქვთ.

5. ე.წ გამრავლების სტრესი

ბავშვების გაჩენის დიდი სურვილის მქონე ქალები წლების განმავლობაში ვერ ფეხმძიმდებიან, მიუხედავად ყველა მცდელობისა და ძალისხმევისა - ეს დიდი ემოციური ტვირთია. ხშირად ორივე პარტნიორი იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ორსულობა არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ორივემ ყველაფერი გააკეთა მის მისაღწევად. ხშირად მაღალი მოლოდინები იწვევს მუდმივ სტრესს და შფოთვას. თუ ისინი არ ფიქრებენ ბავშვის გაჩენის ხშირად მტანჯველ სურვილზე, შესაძლოა მოულოდნელად დაფეხმძიმდნენ.

6. მედიკამენტები, ნარკოტიკები, ალკოჰოლი, სიგარეტი

არაჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც მოიცავს ნარკოტიკების გამოყენებას ან მოწევას და ალკოჰოლის დალევას, შეიძლება იყოს პრობლემა, ისევე როგორც გარკვეული მედიკამენტების რეგულარული გამოყენება.

7. პრობლემები მამაკაცებში

ყოველთვის არ არის აუცილებელი, რომ ქალი იყოს უნაყოფობის მიზეზი. ასევე არსებობს პრობლემები მამაკაცებში, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს იმ ფაქტს, რომ კვერცხუჯრედი ვერ განაყოფიერდეს. მათ შორისაა სპერმის ძალიან დაბალი რაოდენობა ან სპერმის დაბალი ხარისხი. ამიტომ, შეიძლება თქვენი პარტნიორის გამოკვლევაც საჭირო გახდეს.

რატომ არ არის შესაფერისი ოვულაციის კალკულატორი კონტრაცეფციისთვის?

ჩვენს ოვულაციის კალკულატორში ჩვენ ვმუშაობთ საშუალო მონაცემებთან. თუმცა, თქვენი ინდივიდუალური ციკლის მონაცემები შეიძლება განსხვავდებოდეს. ამიტომ, ჩვენ გირჩევთ გამოთვლას, თუ იცით, რომ თქვენი ციკლი საკმაოდ სტაბილურია რამდენიმე თვის განმავლობაში და ციკლის ხანგრძლივობა ყოველთვის იდენტურია.  ოვულაციის კალკულატორი არავითარ შემთხვევაში არ არის გამოსადეგი, როგორც კონტრაცეპტივი. 

არც იმისთვის უნდა გამოიყენოთ რომ შესაძლო ორსულობა გამოითვალოთ. თუ ორსულად ხართ, შეგიძლიათ დაბადების თარიღი გამოთვალოთ აქ.

მნიშვნელოვანი კითხვები ოვულაციის შესახებ

რას ნიშნავს "უნაყოფო დღეები"?

უნაყოფო დღეები არის დღეები ციკლის ფარგლებში, რომლებშიც ვერ დაორსულდებით. ეს არის პერიოდი მენსტრუაციისა და ფერტილური დღეების დასაწყისსა, ასევე ფერტილური დღეების დასრულების შემდგომ პერიოდს შორის მომდევნო მენსტრუაციის დაწყებამდე. 

გთხოვთ გაითვალისწინეთ!

მენსტრუალური სისხლდენა და ლაქები არ უნდა ჩაითვალოს რეგულარულ პერიოდებად. ამიტომ მენსტრუაციის პირველი დღე არასოდეს უნდა განისაზღვროს ლაქების საშუალებით.

რამდენი ხანი ვარ ნაყოფიერი ოვულაციის შემდეგ?

ოვულაციის შემდეგ ნაყოფიერი იქნებით დაახლოებით ერთი დღის განმავლობაში, რადგან შემდგომ  კვერცხუჯრედი კვდება. მამაკაცის სპერმას კი შეუძლია 48 საათამდე გადარჩენა.

როდის შემიძლია გავიკეთო ორსულობის ტესტი ოვულაციის შემდეგ?

ის თუ როდის შეგიძლიათ გაიკეთოთ ორსულობის ტესტი ოვულაციის შემდეგ, დამოკიდებულია ტესტზე. არის პროდუქტები, რომლებიც საიმედო შედეგს აჩვენებენ ოვულაციის შემდეგ სულ რამდენიმე დღეში. სხვებიშეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ოვულაციის შემდეგ 10-14 დღის შემდეგ, რადგან ორსულობის ჰორმონი HCG შარდში მხოლოდ ამ დროს იზრდება. ორსულობის ტესტებმა, რომლებსაც უშუალოდ ექიმი გაწვდით, შესაძლოა უფრო მეტად სწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ. თუ თქვენ გეგმავთ ორსულობას ბუნებრივი მეთოდით, NFP, ორსულობა შეგიძლიათ იმითაც ამოიცნოთ, რომ ოვულაციის შემდეგ თქვენი ტემპერატურა კვლავ არ იკლებს.  

რა მოხდება ორსულობის პირველ კვირებში და როგორ ამოვიცნოთ ორსულობა, საუკეთესოდ შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენი HiPP ორსულობის კვირების კალენდარში.

როგორ გამოვთვალო ორსულობის კვირა ოვულაციის შემდეგ?

ორსულობის მიმდინარე კვირის ან დაბადების თარიღის გამოსათვლელად უმჯობესია გამოიყენოთ HiPP ორსულობის კალკულატორი. ის განსაზღვრავს ორსულობის კვირას ან ბოლო მენსტრუაციის ან განაყოფიერების თარიღის საფუძველზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ დაბადების გამოთვლილი თარიღი, რათა გაიგოთ ორსულობის რომელ კვირაში ხართ ამჟამად.

ინფორმაცია ავტორის შესახებ:

Anja Schröder, თავად დედა, მრავალი წლის მანძილზე წერს, როგორც თავისუფალი მუშაკი რამდენიმე ძირითადი საოჯახო ბლოგისთვის. იგი ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ოჯახურ თემებზე და აცოცხლებს მის ტექსტებს თავისი ნათელი მოთხრობით.

ექსპერტის რჩევა და რედაქტირება: Birgit Laue, მეანი და სამედიცინო პედაგოგი, დიპლომირებული PR სპეციალისტი, ავტორი