დავკავდე თუ არა სპორტით?
დიახ, რა თქმა უნდა. ორსულობა და მშობიარობა ხომ ჩვენი სხეულისგან ტონუსში ყოფნას მოითხოვს: სტამინა, სულიერი სიმშვიდე, სიძლიერე და ელასტიურობა მშობიარობისას ძალიან დაგეხმარებათ. გაწელვები, ცურვა, სირბილი, მსუბუქი ლაშქრობა, ტანვარჯიში იდეალურია ორსული ქალბატონებისთვის.
არ არის რეკომენდირებული შემდეგი აქტივობები: ჯირითი, სერფინგი, თხილამურებით სრიალი. მსგავსი სპორტით დაკავებისას დიდია გადმოვარდნის საფრთხე, ასევე არ არის რეკომენდირებული გოლფი, ტენისი, რადგან ამ სპორტებს სჭირდებათ უეცარი მოძრაობები.
კვლევების თანახმად, ორსული ქალები რომლებიც ორსულობისას დაკავებულები არიან სპორტით, აჩენენ უფრო ჯანმრთელ და ძლიერ ბავშვებს ვიდრე ორსულები რომლებიც არ კავდებიან სპორტით.