ღებინება და ტოქსიკოზი ფეხმძიმობის განმავლობაში

ორსულობის შესანიშნავ ამბებს ბევრი ქალისთვის თან ახლავს დილის ავადმყოფობის დაწყება. მიუხედავად იმისა,რომ ფეხმძიმობის ამ სიმპტომს დილის ავადმყოფობა ეწოდება, ქალს ღებინება შესაძლოა დღის ნებისმიერ მონაკვეთში,როგორც დილით,ასევე ღამე დაეწყოს. მოხუცი ცოლების ნაამბობი, იმის შესახებ,რომ ტოქსიკოზის სიმძიმე ბავშვის სქესზე მიანიშნებს, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს სიმტოპმები მეტწილად იმ ჰორმონალური ცვლილებების შედეგია,რასაც ფეხმძიმე ქალი განიცდის. ჩვენ შევაჯამეთ ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ ღებინებასა და ტოქსიკოზზე  ფეხმძიმობის განმვალობაში.

რა არის ტოქსიკოზის გამომწვევი მიზეზები?

ზუსტი მიზეზი თუ რა იწვევს ტოქსიკოზს, ჯერაც უცნობია. ექსპერტებს შეუძლიათ მხოლოდ ივარაუდონ,რატომ განიცდის ზოგიერთი ქალი ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე ღებინებასა და ტოქსიკოზსს.მომავალი დედების ნაწილი გულისრევას განიცდის დილით,გაღვიძებისას, ნაწილი კი გარკვეულ სუნზე. 

ექსპერტები მიიჩნევენ,რომ სწორედ ის ჰორმონალური ცვლილებებია ტოქსიკოზის მიზეზი,რასაც ფეხმძიმე ქალის ორგანიზმი განიცდის. ესტროგენისა და პროგესტერონის მატება, ისევე როგორც ორსულობის ჰორმონი HCG, არის ორსულობისთვის დამახასიათებელი გულისრევის ეპიზოდების ძირითადი მიზეზები.ის ფაქტი,რომ ქალების უმეტესობა ამ გულისრევის ეპიზოდებს დილით განიცდის,მიანიშნებს რომ სისხლში შაქრის დაბალი დონე ხელს უწყობს ტოქსიკოზსს.

რა შემიძლია მოვიოქმედო ტოქსიკოზთან დაკავშირებით?

ტოქსიკოზის წინააღმდეგ უნივერსალური საშუალება არ არსებობს. ყველა ფეხმძმიმე ქალმა უნდა აღმოაჩინოს რა მოქმედებს მის შემთხვევაში - ზოგიერთი თავს უკეთ ადგომამდე რამდენიმე მარილიანი კრეკერის მირთმევის შემდეგ გრძნობს, ზოგი კი ლიმონიანი წყლის დალევისას.ჩვენ გირჩევთ, სცადოთ რამენიმე რამ და აღმოაჩინოთ რომელი მოქმედებს თქვენს შემთხვევაში. წესი ასეთია:რომ გაიგო როგორია საჭმელი, უნდა დააგემოვნო ის. ჩვენ ჩამოვწერეთ 10 რჩევა,რომლებიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ტოქსიკოზს

1. .დილით წახემსება

კარაქის ნამცხვრებს,ორცხობილებს ან მარილიან კრეკერებს,რომლებიც წინა ღამეს გაამზადეთ, შეუძლია შეამსუბუქოს ადგომის შემდეგ გულისრევა.ეს ყოველივე, საშუალოდ ტკბილ ფინჯან ჩაისთან ერთად, გააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და გაზრდის შაქრის შემცველობას ნორმალურ დონემდე. ეს ბევრი ფეხმძიმე ქალის ხრიკია. 

2. მცირე ზომის ულუფები

მცირე ზომის ულუფების რეგულარულად მიღება კუჭს ნაკლებ დატვირთვას აყენებს,ამავდროულად სისხლში შაქრის დონეს ასტაბილურებს.

3. დიდი რაოდენობით სითხე

ფეხმძიმე ქალმა დღის განმავლობაში საშუალოდ 1.5 – 2 ლიტრა წყალი უნდა მიიღოს.

4. მაღალბოჭკოვანი რაციონი

მაღალბოჭკოვანი რაციონი ამშვიდებს კუჭს და როგორც ამბობენ, ხსნის გულისრევას.

5. საიდუმლო რჩევა-ჯანჯაფილი

ჯანჯაფილის რაციონში ჩართვის მრავალი განსხვავებული გზა არსებობს- შეგიძლიათ მოიმზადოთ მისი ჩაი,შეურიოთ წყალს ან გამოიყენოთ საკვების შესანელებლად. არსებობს ჯანჯაფილის დანამატებიც (მაგალითად, კაფსულები). 

6. დამამშვიდებელი მცენარეული ჩაი

მცენარეული ჩაი, როგორებიცაა პიტნის, ცერეცოს, გვირილის ან ლიმონის ბალზამი, საკმაოდ პუპულარულია  - ჩვენ გირჩევთ, არ მოხარშოთ ისინი ძალიან დიდხანს, რათა ნაკლებად ძლიერი იყოს.

7. მწარე და მჟავე საკვები

თუ სიმჟავე მოგწონთ, შეგიძლიათ სცადოთ წყალი ლიმონის ნაჭრებით. მისი სიმწარიდან გამომდინარე,გრეიფრუტით გაჯერებულმა წყალმაც შესაძლოა შეამსუბუქოს გულისრევა.

8. მოერიდეთ ცხარე,ცხიმიან ან შაქრიან საკვებს

მოერიდეთ ცხარე და უმთავრესად შაქრიან ან ცხიმიან კერძებს. ეს ყოველივე კუჭზე დიდ ზეწოლას ახორციელებს,რაც გულისრევას იწვევს.

9. მოერიდეთ სტრესს

ფიზიკურმა,ემოციურმა ან ფსიქოლოგიურმა სტრესმა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ღებინება ფეხმძიმობის დროს. აქედან გამომდინარე, ეცადეთ მაქსიმალურად შენარჩუნოთ სიმშვიდე  ყოველდღიურ ცხოვრებაში.ამ მხრივ, შესაძლოა ორსულობის იოგამაც დადებითი გავლენა იქონიოს.

10. აკუპუნქტურა ან აკუპრესურა

ზოგიერთი ბებიაქალი მიმართავს აკუპუნქტურის პროცედურას, ასევე არსებობს სპეციალური სამაჯურები, რომელიც ეხმარება დილის ტოქსიკოზს შემსუბუქებაში.

როგორ გავუმკლავდეთ ტოქსიკოზს სამსახურში?

ბევრი ქალი საკმაოდ იტანჯება ორსულობის ადრეულ ეტაპებზე,რადგან ტოქსიკოზი სამუშაო საათებშიც შეიძლება მიმდინარეობდეს.ქვეყნების უმეტეს ნაწილში მიღებულია კანონები( მაგ. ‘‘დედობის დაცვის აქტი გერმანიაში’’),რომლებიც ფეხმძიმე ქალებს ანიჭებს უფლებას რეგულარულად ისარგებლონ ხანმოკლე შესვენებებით. თუმცა, საჭიროა დამსაქმებელს აცნობოთ თქვენი ფეხმძიმობის შესახებ. ამიტომ, ამის დროულად გაკეთებას გირჩევთ.

იმ შემთხვევაში,თუ თქვენ იტანჯებით მუქმივი ტოქსიკოზით,თუმცა გსურთ დაელოდოთ მე-12 კვირას ორსულობის გამოცხადებამდე, ასევე შეგიძლიათ ავადმყოფობის შვებულების აღება.ზოგიერთი ორსული ქალი ისვენებს მანამ,სანამ თავს უკეთ იგრძნობს.თუმცა,ეს ვარიანტი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განიხილოთ,თუ დარწმუნებული ხართ,რომ შვებულება ფეხმძიმობის ბოლოსაც არ დაგჭირდებათ.

რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ტოქსიკოზი?

ჩვეულებრივ როდის იწყება ტოქსიკოზი?

ყველაფერი,რაც ტოქსიკოზთანაა კავშირში,ინდივიდუალურია- ყველა ქალს განსხვავებული გამოცდილება აქვს. სანამ ზოგიერთი მომავალი დედა არასდროს გრძნობს გულისერვას, ზოგი ხშირად თავს შეუძლოდ ფეხმძიმობის ტესტის დადებით პასუხამდეც კი გრძნობს.სხვები კი ვერაფერს ამჩნევენ ორსულობის მე-6 ან თუნდაც მე-8 კვირამდე და შემდეგ იწყებენ შეგრძნებას, თითქოს კუჭის უკმარისობა აქვთ, რომელსაც უბრალოდ ვერ იშორებენ.

საშუალოდ,ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დილის გულისრევა იწყება მე-5 კვირის ნახევარზე ან ყველაზე გვიან მე-6 კვირაში. ქალების უმეტესობა თავს ყველაზე ცუდად გრძნობს ორსულობის მე-8 და მე-9 კვირებს შორის. ზოგიერთ ქალთან, მათი დილის გულისრევა პიკს აღწევს მე-9 და მე-11 კვირებს შორის. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ HCG-ის დონე მე-11 კვირაზე ყველაზე მაღალია. ამის შემდეგ,ამ ჰორმონის კონცენტრაცია ეცემა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ბევრი ქალისთვის ტოქსიკოზი ნელ-ნელა ქრება.

ჩვეულებრივ როდის ჩერდება?

განსაკუთრებით იმ ქალებმა, რომელთაც ტოქსიკოზი ძლიერ აწუხებთ, შესაძლოა ინერვიულონ მუცლის მოშლაზე მაშინ, როდესაც ტოქსიკოზს ვეღარ იგრძნობენ. მაგრამ ამაზე არ უნდა იდარდოთ. დილის ავადმყოფობა შეიძლება გაქრეს ისეთივე მოულოდნელად, როგორც შეიძლება გამოჩნდეს და არც არაფერია სანერვიულო.

ეს სიმპტომები, როგორც წესი, ქრება მე-12 ან მე-13 კვირის შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი სხეული უკვე შეეგუა ორსულობას. ბევრი ქალი უკვე გრძნობს თავს უკეთესად მე-10 კვირის შემდეგ, რადგან მათი სხეული თანდათან ერგება ახალ სიტუაციას.

არის თუ არა ტოქსიკოზი ჩემთვის სანერვიულო?

ზოგადად, არ არის საჭირო ინერვიულოთ, თუ თქვენ გაწუხებთ გულისრევა და ღებინებაც კი ორსულობის დასაწყისში და მის შემდეგ. სანამ სიმპტომები ნორმალურ დიაპაზონშია და თქვენ ჯერ კიდევ შეძლებთ ჯანსაღი დიეტის შენარჩუნებას, დილის ავადმყოფობა მხოლოდ ორსულობის ნაწილია.

თუმცა, თუ დღეში რამდენჯერმე ხდება ეს და გიჭირთ საკმარისი საკვების და სითხის შენახვა, ყველაფერი შეიძლება გართულდეს. თუ თქვენ ვერ მიირთმევთ საკმარის რაოდენობას საკვებს, თქვენს ბავშვს შეიძლება ემუქრებოდეს იმის რისკი, რომ არ მიიღოს საჭირო ენერგია და საკვები ნივთიერებები. ასეთ შემთხვევებში გირჩევთ მიმართოთ ექიმს.

ხშირად დასმული კითხვები დილის ავადმყოფობის შესახებ

დილის გულისრევა ორსულობის ადრეულ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია. ამიტომ ჩვენ შევკრიბეთ ოთხი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა და ვუპასუხეთ მათ.

რამდენად ხშირია დილის ავადმყოფობა?

მორნინგ სიქნესი ვლინდება ორსულების 70-80 % ში. სიმპტომები სხვადასხვაგვარია, ღებინება, გულძმარვა, მიზეზიანობა, დაღლილობა, კუჭში შეკვრა და ყაბზობა. ყოველ მეორე ორსულ ქალს აწუხებს პირღებინება. ასე რომ არ ინერვიულოთ, თქვენ არ ხართ მარტო !

 

როდის წყდება ჩვეულებრივ დილის ავადმყოფობა?

უმეტეს შემთხვევაში, სიმპტომები კლებულობს რაღაც მომენტში მე-12 და მე-14 კვირებს შორის. ზოგიერთ ქალს უწევს ბრძოლა დილის ავადმყოფობასთან ორსულობის მე-16 კვირამდე. ამის შემდეგ, გულისრევა და ღებინება ჩვეულებრივ მთავრდება. იშვიათ შემთხვევებში, განსაკუთრებით მრავალნაყოფზე ორსულობის დროს, სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს მეორე ტრიმესტრში.

 

რამდენად ნორმალურია ღებინება ორსულობის დროს?

მიუხედავად იმისა, რომ ქალების უმეტესობა საკმაოდ კარგად უმკლავდება გულისრევას, ისინი იწყებენ შეშფოთებას ღებინების დაწყებისთანავე. განსაკუთრებით თუ მათ დღეში ერთხელ უწევთ ღებინება, ისინი შიშობენ, რომ მათი ბავშვი აღარ მიიღებს ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას. ექიმები ჩვეულებრივ ამბობენ, რომ დღეში სამიდან ოთხჯერ  კვლავ ნორმალურ დიაპაზონშია დილის ავადმყოფობისთვის. თუ უფრო ხშირად გიწევთ ღებინება, ან წონაში მნიშვნელოვნად იკლებთ, უნდა მიმართოთ ბებიაქალს ან გინეკოლოგს.

 

რატომ არის ორსულობის ადრეულ პერიოდში გულისრევის შეგრძნება კარგი?

ბევრი დედა ვარაუდობს, რომ დილის მძიმე ავადმყოფობა პირველ ტრიმესტრში კარგი ნიშანია. მეცნიერები ამტკიცებენ მათ სიმართლეს. 2016 წელს სამი მკვლევარის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს, რომლებსაც აწუხებთ დილის ავადმყოფობა, 50-75 პროცენტით ნაკლები აქვთ ორსულობის შეწყვეტის ალბათობა. რა თქმა უნდა, ეს არავითარი გარანტია არ არის, მაგრამ შესაძლოა გულისრევა და ღებინება ოდნავ გაადვილდეს. ზოგადად, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ორსულობის დროს ჯანსაღი დიეტა, მაშინაც კი, თუ ღებინება გაქვთ, საკვანძოა თქვენი და თქვენს მუცელში მყოფი პატარას კეთილდღეობისთვის.

ინფორმაცია ავტორის შესახებ

სელსი დეჰნერტი არის ფრილენსერი და რჩევების მიმომხილველი. როგორც ორი პატარა ბავშვის დედა, რომლებსაც ერთმანეთისგან 18 თვე აშორებთ, იგი ხშირად აწყდებოდა კითხვებს, თუ რა არის მნიშვნელოვანი ორსულობისას. დღეს ის პასუხობს მომავალი მშობლების ყველაზე აქტუალურ კითხვებს.

ექსპერტის რჩევა და შემომება: ბირგიტ ლაუე, ბებია და სამედიცინო პედაგოგი, სამედიცინო ჟურნალისტი და ავტორი