საჩუქრები ბავშვის დაბადებისთვის

თქვენს საუკეთესო მეგობარს, ძვირფას კოლეგას ან თქვენს დას ახლახან შეეძინა ბავშვი? მშობიარობის შემდეგ პირველად სტუმრობისას, გსურთ თან პატარა საჩუქარის წაღება, რათა მიესალმოთ პატარას სამყაროში. ახალბედა მშობლებსაც უხარიათ მშობიარობის შემდეგ პატარა საჩუქრის მიღება. მაგრამ რომელი საჩუქრებია სასიამოვნო, პრაქტიკული და ნამდვილად საჭირო პატარასთან ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ის რაც მშობლებსა და ბავშვებს სჭირდებათ

ახალბედა დედებსა და მამებს ხშირად სჭირდებათ რამდენიმე დღე, რათა ერთად შეეგუონ ახალ როლს. როგორც კი ისინი მზად იქნებიან, შეგიძლიათ დაგეგმოთ ვიზიტები - და, რა თქმა უნდა, მისასალმებელი საჩუქრების მიტანა ბავშვისთვის.

დრო და დასვენება საჩუქრად

მშობიარობის შემდეგ ინდივიდუალური საჩუქრები სასიამოვნოა დედისთვის და მამისთვის - მაგრამ ხშირად აქცენტი კეთდება ყოველდღიურ პრაქტიკულ რაღაცეებზე. ალბათ ყველა დედას გაუხარდება უწყვეტი შხაპის მიღება, თუ სტუმრები ამასობაში ბავშვს გაართობენ. ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეგიძლიათ ახალ მშობლებს მისცეთ, არის დრო საკუთარი თავისთვის.

მაგალითად, პოპულარული საჩუქრებია:

  • ბავშვისთვის ძიძა, რათა დედამ და მამამ ცოტა ხნით დაისვენონ.
  • უფროსი და-ძმების აღრდაში დახმარება, რათა ახალშობილის მიუხედავად, იგი უყურადღებოდ არ დარჩეს.
  • დასუფთავებაში დახმარება, რათა ოჯახში ყველამ კონცენტრირება მოახდინოს ახალშობილზე და არა საახლის საქმეებზე.
  • კვების სერვისი, რომლის დროსაც ვინმეს ოჯახიდან ან სამეგობრო წრიდან მონაცვლეობით მოაქვს ახლად მომზადებული კერძი.

ზოგიერთი მშობელი დაბადებიდან პირველივე კვირებში ხვდება, რამდენად პრაქტიკული შეიძლება იყოს მზა კერძი - თუ ვინმე სხვას მოაქვს მას და მათ არ უწევთ საკუთარი თავისთვის საკვების მომზადება და ბავშვის მოვლა ერთდროულად.

თავად გააკეთეთ საჩუქრები დაბადებისთვის

ბავშვის bode და საფენები ხშირად პირველი არჩევანია ბავშვის საჩუქრებს შორის. მაგრამ ახალბედა მშობლებმა საკმარისად მოაგროვეს ეს ნივთები ორსულობის დროს. მართლა რაღაც განსაკუთრებული გსურთ იყოს? მაშინ რაღაც ხელნაკეთი ყოველთვის კარგი იდეაა:

  • ხელნაკეთი შალის საბნები, არანაკლებ 60 x 60 სმ, ბავშვს არის ლამაზად და თბილად.
  • ხელით ნაქსოვი წინდები ან ქუდები არა მხოლოდ საყვარელია, ისინი ხშირად ოჯახის სხვა ბავშვებსაც გადაეცემათ.
  • ბავშვის ფოტოალბომი და სამახსოვრო ყუთები შედარებით მარტივია საკუთარი ხელით დასამზადებლად და მშვენიერი სამახსოვრო საჩუქარია.
  • ლამაზი დიზაინის საფენის ნამცხვრები ასევე პოპულარული სამშობიარო საჩუქარია.
  • ზამთარში დაბადებული ჩვილების მშობლები, რა თქმა უნდა, კმაყოფილი იქნებიან საბავშვო ეტლით ან ლამაზი თბილი ხელთათმანებით, როცა ისინი გარეთ გავლენ.

რჩევა: აჩუქეთ მათ ბავშვის ფოტოსესია ადგილობრივ ფოტოგრაფთან, რომელიც სპეციალიზირებულია ამ სფეროში. შემდეგ ისინი მიიღებენ ძალიან ინდივიდუალურ სურათებს და მუდმივ მოგონებას მთელი ოჯახისთვის.

სასარგებლო საჩუქრები ბავშვისთვის

თუ არ ხართ დარწმუნებული, რა სჭირდებათ ახალგაზრდა მშობლებს ყველაზე მეტად, ვაუჩერები, რა თქმა უნდა, პრაქტიკულია. თქვენი მეგობარი, რა თქმა უნდა, სიამოვნებით მიიღებს ვაუჩერს ნებისმიერ დროს. რა თქმა უნდა, ეს ასევე ეხება იმ შემთხვევას, თუ გსურთ მშობლებს საშუალება მისცეთ აღიჭურვონ იმ ნივთებით, რაც მათ ნამდვილად სჭირდებათ.

პრაქტიკული იდეები:

  • ბავშვის ტანსაცმლის ვაუჩერი ბავშვთა მაღაზიებში
  • ბავშვის ხელით ტარების კონსულტაციის ვაუჩერი ან ბავშვის სლინგი
  • ვაუჩერი ონლაინ მაღაზიისთვის საექთნო წიგნების ან სასწრაფოდ საჭირო ყავის მრავლფეროვანი არჩევანით
  • ვაუჩერი ადგილობრივი დედისა და ბავშვის ჯგუფებისთვის, ბავშვის ცურვისთვის ან რაიმე მსგავსი.

ასევე მისასალმებელია კანის მოვლის საშუალებები, როგორც დედისთვის ასევე ბავშვისთვისაც. კანის მოვლის საშუალებების არჩევისას დარწმუნდით, რომ ისინი ნამდვილად არ შეიცავს არასასურველ ნივთიერებებს და ზრუნავს - იცავს დედისა და ბავშვის კანს. 

ტანსაცმელი და საფენები პრაქტიკულია საჩუქრებია, მაგრამ მათ სწრაფად მოიხმარენ. თქვენ ასევე შეგიძლიათ აჩუქოთ მათ უფრო დიდი ზომის ბოდიები და ორეულები.

ასევე შეგიძლიათ დაიწყოთ „ტანსაცმლის წრე“ და მათ თქვენი ბავშვის უკვე დაპატარავებული ტანსაცმელი აჩუქოთ, თუ თქვენი ბავში და ახალშობილი ასაკით არც თუ ისე შორს არიან ერთმანეთისგან.

პერსონალური დაბადების დღის საჩუქრები

ბოდიები და დაბადების ბალიშები სახელებით, ბოთლები წონებით, პერსონალური წიგნები ან ნაქარგი საბნები მხოლოდ რამდენიმეა იმ უამრავი ნივთიდან, რომლის ჩუქებაც შეგიძლიათ. პერსონალიზებული საჩუქრები შეიძლება ინახებოდეს ბავშვების სამახსოვრო ყუთებში, ფოტოალბომებთან, პირველ კბილებთან და მათ ნამუშევრებთან ერთად.

თუმცა თუ შესაძლებელია, უმჯობესია მსგავსი პერსონალური საჩუქრები ოჯახის სხვა წევრებსაც შეუთანხმოთ. ამ გზით ყველას შეეძლება რაიმეს ჩუქება და გამოირიცხება ერთი და იმავე საჩუქრების განმეორება.

დაბადების საჩუქრები ბიჭებისთვის და გოგოებისთვის

ბევრი მშობელი ვარდისფერ კაბებს და ცისფერ ბოდეებს მოდურად თვლის. მაგრამ თუ ყველა ერთი ზომის, ფერისა და სტილის ტანსაცმელს აჩუქებს, მშობლებს მალევე მობეზრდებათ ისინი. უფრო წინდახედული გამოჩნდებით, თუ ბავშვს ნეიტრალური ფერის ტანსაცმელს ან აღჭურვილობას აჩუქებთ. თანაც ამ ნივთების გამოყენება მოგვიანებით შემდგომი ბავშვისთვისაც გამოადგებათ.

10 საუკეთესო საჩუქრის იდეა

შემდეგი საჩუქრების იდეები განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდა ოჯახებში:

  1. ფოტოსესია დაბადების აღსანიშნავად
  2. საკუთარი დიზაინის ფოტოალბომი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპებით
  3. პერსონალიზებული ჯანმრთელობის შემოწმების ბუკლეტის ყდა
  4. პერსონალიზირებული ორეულები და ბოდიები
  5. ხელნაკეთი შალის საბნები და შალის წინდები
  6. საფენის „ტორტი“
  7. ბავშვის ან და-ძმის ძიძის მომსახურება
  8. ბავშვის სახლში მოყვანის შემდეგ საჭმლის მომზადებაში ან დასუფთავებაში დახმარება
  9. პირველი რბილი სათამაშო, როგორც ბავშვის კომპანიონი
  10. ვაუჩერები ბავშვის სხვადასხვა კურსებისთვის

ხშირად დასმული კითხვები საჩუქრების შესახებ

რა შეიძლება გადავცე საჩუქრად?

სახლის საქმეებში დახმარება ან სხვა ბავშვების მოვლა იდეალური საჩუქარია. გარდა ამისა, ბავშვს სჭირდება საფენები, რა თქმა უნდა, და მათ სწრაფად უპატარავდებათ პირველ სამოსი და ბოდეები. ამიტომ საფენები და ტანსაცმელი ყოველთვის საჭირო საჩუქრებია.

პერსონალიზებული საჩუქრები და ხელნაკეთი უნიკალური ნივთები, როგორიცაა ნაქარგი ბალიშები, ინდივიდუალური დაბადების სურათების ჩარჩოები ყველა მონაცემით ან ხელით ნაქსოვი შალის საბნები, ძალიან მოეწონებათ მშობლების. თუ საჩუქარში დარწმუნებული არ ხართ: ჰკითხეთ მშობლებს. მათ ყოველთვის აქვთ ბავშვისთვის ჩამოწერილი იმ ნივთების სია, რომელიც ესაჭიროებათ. 

რა ვაჩუქოთ ახალბედა დედას?

ბავშვის დაბადების საჩუქრების ბაზარი უზარმაზარია. მაგრამ ძირითადად ყველა საჩუქარს ყიდულობენ ბავშვისთვის. ბოლოს და ბოლოს, ყველა ძალიან ბედნიერია, რომ ბავშვი საბოლოოდ გაჩნდა! ახალბედა მშობლებს სწრაფად ივიწყებენ - განსაკუთრებით თუ მეორე ბავშვს აჩენენ.

მაგრამ დედისთვის სასიამოვნო საჩუქრების პოვნა არ არის რთული: შესაძლოა, მას ძალიან გაუხარდეს, თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ მივა სალონში ან მარტო ყავაზე გასვლას და დასვენებას შეძლებს. ბევრი დედა ერთ საათიანი აბაზანის მიღებითაც მადლიერია - ასეთ საჩუქრებს მათთვის ოქროს წონა აქვს! აქვს მას ჰობი, რომელსაც სურს დაუთმოს თავი დეკრეტული შვებულების დროს? მაშინ ესეც კარგი არჩევანია.

ზოგიერთ კულტურაში ხშირია მამებისგან და ახლო ნათესავებისგან სამკაულების ჩუქება: გრავირებული სამაჯურები და დელიკატური ყელსაბამები ბავშვის დაბადების სიმბოლოა. და, კონკრეტულად, საუკეთესო საჩუქრის რჩევა: ყავა/ჩაი და ნამცხვარი ძვირფას მეგობრებთან ერთად თითქმის ყოველთვის იდეალური საჩუქარია. მითუმეტეს, როცა მეგობრები ყველაფერს თავად აგვარებენ და ნამცხვარიც თან მიაქვთ.

და-ძმებსაც უნდა ვაჩუქოთ დაბადების საჩუქარი?

მშობიარობის შემდეგ, მშობლებს ძალიან უხარიათ საჩუქრები არა მხოლოდ ახალშობილისთვის, ასვე მათი უფროსი და-ძმებისთვისაც. განსაკუთრებით სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ისინი მოულოდნელად არ დაივიწყეს. მცირედი საჩუქარი, როგორც წესი სრულიად საკმარისია.

რომელი საჩუქრები უხდება ბავშვის წვეულებას?

დედისა და ბავშვის პატივსაცემად იმართება წვეულება. ეს შეიძლება იყოს, როგორც ორსულობის დროს, ასევე მშობიარობის შემდეგ. ამ წვეულებისთვის პოპულარული საჩუქრებია:

  1. ბავშვის ტანსაცმელი ან სათამაშოები
  2. ხელნაკეთი ნივთები, როგორიცაა ნაქსოვი ქუდები და ნაქსოვი წინდები
  3. სპეციალური სამოსი ან ნათლობის მოსასხამი
  4. ბავშვის ტანსაცმლის ან მუსლინის ნაჭრების სასაჩუქრე ვაუჩერები და კონსულტაცია
  5. ბავშვის საბნები და მოქარგული ბალიშები
  6. პერსონალიზებული ფოტო ალბომები
  7. ბავშვის პირველი სათამაშო
  8. ლამაზად შეფუთული საფენის „ტორტები“
  9. მშობლების რჩევების წიგნები და ბავშვთა სურათების წიგნები
  10. ძიძის ვაუჩერები

ინფორმაცია ავტორის შესახებ:

საბრინა სეილერი 2010 წლიდან არის მოხალისე ძუძუთი კვების მრჩევლად და ბავშვის აყვანის,ტარების კონსულტანტად. ის ასევე მუშაობს სარეკლამო კოპირაიტერად და რედაქტორად. იგი მართავს სხვადასხვა ტრენინგებს სამსახურისა და ოჯახური ცხოვრების დაბალანსების თემაზე.