ვიტამინი B6
რატომ არის ვიტამინი B6 ასე მნიშვნელოვანი?
ვიტამინი B6, ასევე მოიხსენიება, როგორც პირიდოქსინი, ფოლიუმის მჟავის მსგავსად მიეკუთვნება ვიტამინ B ჯგუფს. ის უზრუნველყოფს ჩვენი საკვებიდან ცილების მიღებას. ორსულ ქალებს პროტეინის მოთხოვნილება გაზრდილი აქვთ, შესაბამისად ვიტამინ B6-ზეც. გარდა ამისა, ვიტამინი B6 მონაწილეობს სისხლის ფორმირებაში. რადგან ორსულობის დროს სისხის მოცულობა ერთ ლიტრზე მეტით იზრდება, ამ დროს ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე ვიტამინი B6 ზრუნავს ნერვული სისტემის მნიშვნელოვან ფუნქციებსა და იმუნურ სისტემაზე.
ვიტამინი B6 კარგი წყაროები
თევზი, ხორცი, ნედლი ბურღულეულისგან დამზადებული პროდუქტები და ბოსტნეული - ვიტამინ B6-ს უამრავი საკვები შეიცავს. ლობიო და ბანანი განსაკუთრებით მდიდარია B6 ვიტამინით. ვიტამინი B6 ძალიან მგრძნობიარეა. ის წყალში ხსნადია და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებამ შეიძლება გაანადგუროს. სასურველია იყიდოთ ახალი საკვები და მოამზადოთ რაც შეიძლება სწრაფად. კვლევებმა აჩვენა, რომ ვიტამინი B6 დეფიციტი უმეტესად ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ყალიბდება. ამიტომ რეკომენდებულია ვიტამინი B6-ის დამატებითი მიღება და რაც ასევე შესაძლებელია დანამატებით.
დეფიციტის სიმპტომები
მძიმე დეფიციტი იწვევს დერმატოლოგიურ და ნევროლოგიურ პრობლემებს, თვალის ჩივილებს და ანემიას. არ უნდა დაუშვათ , რომ თქვენს ორგანიზმს ვიტამინი B6 დააკლდეს!