რჩევები მეანი ქალისა და საავადმყოფოს არჩევისთვის
იდეალური მშობიარობისთვის აუცილებელია კარგად შეარჩიოთ მეანი ქალი. გთავაზობთ რჩევებს მეანი ქალისა და საავადმყოფოს არჩევისთვის.
როგორ ავირჩიოთ მეანი ქალი?
- მოგეწონათ თუ არა მეანი ქალი პირველივე შეხვედრისას? იგრძენით თუ არა თავი კარგ ხელში?
- უწევენ თუ არა რეკომენდაციას მას თქვენი მეგობრები რომლებსაც ჰქონიათ მასთან შეხება?
- ცხოვრობს თუ არა მეანი ქალი თქვენთან ახლოს? რადგან:
- ორსულობის ბოლო პეროოდში, სიარული და გადაადგილება უფრო რთულდება
- ხშირად ორსულებს ცუდ ამინდში არ სურთ დიდი ხანი გარეთ ყოფნა (როდესაც ძალიან ცხელა ან ცივა )
- მშობიარობის შემდეგ მეანი ქალი აგრძელებს თქვენს დახმარებას, ამიტომ უმჯობესია რომ ის ახლოს ცხოვრობდეს.
როგორ შევარჩიოთ სწორი საავადმყოფო?
- რამდენი ხანი გჭირდებათ სახლიდან საავადმყოფომდე მისვისთვის? (არის თუ არა პარკინგი საავადმყოფოში)
- შეუძლია თუ არა თქვენს პარტნიორს, დედას ან ნათესავს დაესწროს მშობიარობას
- აქვს თუ არა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილება სადაც გართულებების შემთხვევაში გადაიყვანენ ახალშობილს?
- რამდენად კომფორტულია პალატები?
- არის თუ არა შესაძლებელი წყალში მშობიარობა?
- არის თუ არა სამშობიარო სივრცე სათანადოდ აღჭურვილი? ( სამშობიარო სკამი, ბურთი)
- არის თუ არა საავადმყოფოში ის ტკივილ გამაყუჩებელი მედიკამენტები რომელსაც თქვენ ხმარობთ?