![](/fileadmin/_processed_/a/0/csm_header_pregnancy_guidebook_5-3_tips_dads_0579a19513.jpg)
რჩევები მომავალი მამებისთვის
ჩვენ შევადგინეთ რამდენიმე რჩევა მომავალი მამებისთვის, რათა მშობიარობა და ბავშვთან ერთად გატარებული პირველი დღეები მათთვისდაუვიწყარი გახდეს.
დაბადებამდე
- გვერდში დაუდექით თქვენს პარტნიორს ყველა მნიშვნელოვან ვიზიტზე (მაგ. ანტენატალური გაკვეთილები ან სამედიცინო შემოწმებები)
- დროულად აცნობეთ თქვენს დამსაქმებელს და გამოიყენეთ დეკრეტული შვებულება თუ ეს შესაძლებელია
- მოამზადეთ თქვენი სახლი ბავშვისთვის (გამოსაცვლელი დანადგარი გამათბობლით, ბასინეტი, ბავშვის საძინებელი...)
- შესთავაზეთ თქვენი მხარდაჭერა პარტნიორს ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით
დაბადების დროს
- შესთავაზეთ მასაჟი, რაიმე დასალევი ან თუნდაც ცივი საფენი შუბლზე დასაფენად.
- არ დაგავიწყდეთ თან წაიღოთ საკვები თქვენთვის და კამერა პირველი ფოტოსთვის
- დაბადების შემდეგ აცნობეთ მეგობრებს და ახლობლებს თქვენი პატარა ბავშვის სახელი, ზომა და წონა
სახლში დაბრუნება
- საავადმყოფოდან დედისა და ბავშვის გამოყვანისას გახსოვდეთ, რომ ბავშვის სავარძელი და საბანი მანქანაში გქონდეთ
- სახლში მისვლისას, დედა აუცილებლად აღფრთოვანებული იქნება „მისასალმებელი“ - ყვავილების თაიგულით
- შესთავაზეთ ბავშვის დაბანა, გამოცვლა და ფეხით გასეირნება, რათა დაუახლოვდეთ ბავშვს და მისცეთ დედას განტვირთვის საშუალება
- ასევე დაეხმარეთ ყოველდღიურ საქმეებში, როგორიცაა შოპინგი, საჭმლის მომზადება და რეცხვა
- შეათანხმეთ სტუმრების მიღება დედასთან. შეგიძლიათ თავად გაუმასპნიძლდეთ სტუმრებს ან მოგვიანებით სთხოვოთ სტუმრობა, მაშინ როდესაც თქვენი რუტინა დალაგდება.