ინტერვიუ HiPP-ის ორგანულ ბეჭედზე

დღესდღეობით დამკვიდრებულია ტენდენცია ორგანული პროდუქტების მიმართ. მაგრამ ორგანული საკვები ნამდვილად გარანტიაა ჯანსაღი კვებისა? შოკოლადიდან ხრაშუნებამდე - დღესდღეობით ნებადართულია ყველაფერს ეწოდოს ორგანულ პროდუქტი, თუ იგი შეესაბამება მოთხოვნებს.

პროფესორმა კლაუს ჰიპმა გავლენა მოახდინა გერმანიაში ორგანულ მეურნეობაზე, ისე როგორც არავინ. იგი უფრო დეტალურად მოგახსენებთ, თუ რა განსხვავებაა სტანდარტულ ორგანულ პროდუქტებსა და HiPP-ის ორგანულ პროდუქტებს შორის.

თქვენ ფლობთ საკუთარ ორგანულ ბეჭედს?

კლაუს ჰიპი: პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ ეს საკმაოდ დიდი ხანია მოდის. ჩვენ, 50 წელზე მეტია დაწყებული გვაქვს ორგანული მეურნეობა. 

იმ დროისთვის, ორგანულობა არ იყო ძირითადი საგანი, ჩვენ დინების საწინააღმდეგოდ დავდიოდით და ორგანული მეურნეობა ჩვენი ღრმა რწმენით წავახალისეთ. ამით, ჩვენ ვაყენებთ ხარისხის ახალ სტანდარტებს ბავშვთა კვებაში. ხარისხის  ეს პოლიტიკა გათვალისწინებულია ნიადაგის არჩევისას, დარგვისა და დამუშავების პროცესებში და წარმოდგენილია „ჰიპის“ ორგანულ ქილაში.

მაგრამ ევროკავშირის ორგანული ლოგო ასევე წარმოადგენს ხარისხს, არა?

კ.ჰიპი: "რა თქმა უნდა, ევროკავშირის ორგანული მეურნეობის რეგულირება ძალიან კარგია ის კრძალავს ქიმიური და სინთეზური სპრეების და სასუქების გამოყენებას, მცენარეებში გენეტიკურ ინჟინერიას, საღებავებს, კონსერვანტებსა და არომატიზატორებს".

ამის შემდეგ, მაინც არის სხვა ორგანული ბეჭდის გამოყენების საჭიროება?

კ.ჰიპი: ორგანული ლოგო საკმაოდ მნიშვნელოვანია. დაბინძურებამ ჰაერში და მეზობელ მიწებში, ისევ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება, უკვე მომწიფებულ ხილში, ბოსტენულსა და მარცვლოვანებში. ამგვარად, ბავშვთა საკვების დებულებები საშუალებას იძლევა ბავშვთა საკვებში პესტიციდების ძალიან მცირე რაოდენობით დაშვებას. თუმცა „ჰიპის“ შემთხვევაში ეს ასე არაა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მინიმუმამდე შევამციროთ: რაც გულისხმობს, რომ ჩვენ არ ვუშვებთ ამ ნარჩენების მოხვედრას საკვებში. ასე რომ, ჩვენ ვატარებთ ხარისხის სრულ  ტესტირებას უმაღლეს ტექნოლოგიურ დონეზე. მხოლოდ სრულყოფილი ორგანული პროდუქტი ხვდება ქილებში და იღებენ ჩვენს ორგანულ ბეჭედს. 

„ჰიპის“ ორგანული ბეჭედი წარმოადგენს სისუფთავის უმაღლეს სტანდარტებს. რამდენად შესაძლებელია დღესაც ამის მიღწევა?

პირველ რიგში, ვიღებთ მიწის ნიმუშებს, რამდენად აკმაყოფილებს ესა თუ ის ადგილი ჩვენს მოთხოვნებს. უკვე მრავალი წელია, ექსკლუზიურად გვაქვს კონტრაქტები, ჩვენთვის ყველაზე გამოსადეგ მიწებთან, განსხვავებული ბოსტნეულის სახეობებისთვის. ათწლეულების განმავლობაში,  დავაგროვეთ განსაკუთრებული ცოდნა, თუ როგორ უნდა მოხდეს თესლბრუნვა. ასევე მხარს ვუჭერთ ადგილობრივ ფერმერებს მათ საქმიანობაში და საკმაოდ მჭიდრო კავშირი გვაქვს მათთან მთელი პროცესების განმავლობაში. მოგვიანებით, ტრანსპორტირებისას, ვიღებთ მხოლოდ იმ პროდუქტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ „ჰიპის“ კვლევითი ლაბორატორიის მოთხოვნებს. 

რამდენად ხანგრძლივია მავნე ნივთიერებების კონტროლი?

კ.ჰიპი: ჩვენ პროდუქტს ვამოწმებთ 1000-ზე მეტ მავნე ნივთიერებაზე, რაც მნიშვნელოვნად აღემატება კანონით დადგენილ მოთხოვნებს. როდესაც თქვენ ყიდულობთ 1 ქილას, მას 260 ტესტამდე აქვს გავლილი. საკმაოდ მგრძნობიარე საზომის დახმარებით, მცირედი მარილის ნაწილაკის აღმოჩენაც კი შეგვიძლია 25 მეტრიან საცურაო აუზში. „ჰიპმა“ ნებაყოფლობით დააწესა მკაცრი შეზღუდვები, ამჟამად ყველა ცნობილ მავნე ნივთიერებებთან და მინარევებთან მიმართებაში. თუმცა, სიწმინდის ღირებული წვლილი, რა თქმა უნდა, მოდის თავად ორგანული ფერმერების მხრიდან: მათ იციან ჩვენი უკომპრომისო პოზიცია და ერთობლივად ვალდებულნი ვართ, ვუზრუნველვყოთ უმაღლესი ხარისხი. 

შეიძლება დაგაინტერესოთ:

ინტერვიუ, HiPP-ის ორგანულ

ხარისხთან დაკავშირებით

ბოსტნეულის მეურნეობა:

ქიმიკატების გარეშე!