ორგანულად დამუშავებული ბოსტნეული

ჩვენი ორგანული ბოსტნეული ბუნებრივად არის წარმოებული

„ჰიპისთვის“ ორგანული ბოსტნეული აბსოლუტურად ბუნებრივად არის ნაწარმოები, ყოველგვარი პესტიციდებისა და ქიმიური ნაერთების გარეშე.  ჩვენი კონტრაქტორი ფერმერები ინარჩუნებენ მიწისა და მოსავლის სიჯანსაღეს, მწვანე სასუქითა და ჭკვიანი თესლბრუნვის სისტემით, ხოლო ფრინველები და სასარგებლო მწერები პასუხისმგებელნი არიან აკონტროლონ მავნე ნივთიერებები. ჩვენ, ვქმნით შესაბამის საცხოვრებლებს ამ პატარა დამხმარე არსებებისთვის, რომ ისინი დასახლდნენ „ჰიპის“ ველებსა და მდელოებზე. ჩვენ ვაშენებთ ჯებირებს, მინდვრის კიდეების გასწვრივ, ვთესავთ ყვავილებს რიგებად და ვაწყობთ ბუდეებს. ეს ყველაფერი კეთდება მგრძნობიარე ეკოლოგიური ბალანსის დასაცავად. ბუნებრივი მეთოდების გამოყენებით, მოსავალს, შესაძლოა ვიღებდეთ  მცირე რაოდენობით, თუმცა ჩვენ ვიცავთ კლიმატს, მიწისქვეშა წყლებს და ვაუმჯობესებთ ინგრედიენტების ხარისხს. მაგალითად, „ჰიპის“ ისპანახი არის ძალიან დაბალი ნიტრატის მქონე, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვთა საკვებში.

შეიძლება დაგაინტერესოთ:

ინტერვიუ, HiPP-ის ორგანულ

ხარისხთან დაკავშირებით

ბოსტნეულის მეურნეობა:

ქიმიკატების გარეშე!