ორგანულად დამუშავებული ხილი

„ჰიპის“ ორგანული ხილი: საუკეთესო თქვენი პატარებისათვის

აყვავებიდან მოსავლის მიღებამდე, „ჰიპის“ ხილი ექვემდებარება ორგანულ სტანდარტებზე, მკაცრი ხარისხის კონტროლს. ვიყენებთ მხოლოდ რბილი ხილის სახეობებს, რადგან მათ დაბალი მჟავიანობა აქვთ, ეძლევათ დრო მოსამწიფებლად და საუკეთესო არომატის მისაღებად. სადაც ეს შესაძლებელია, ვიყენებთ ადგილობრივ პროდუქტებსა და ტრადიციულ სახეობებს. ჩვენი მსხალი, როგორიცაა საშამპანურე მსხლის ჯიში, არის იშვიათი და ძველი სახეობა, გამდიდრებული სხვადასხვა არომატით, შეგროვებული მდელოს ბაღებში.

ჩვენ ვაკონტროლებთ მავნებლებს ბუნებრივი გზებით, მაგალითად, მათი ბუნებრივი მტრების, ჩიტებისა და ჭიამაიების, დაცვითა და წახალისებით. მცენარეული ექსტრაქტები გამოიყენება სოკოვანი ინფექციის გასაკონტროლებლად. ყველა ეს მეთოდი შეესაბამება ჩვენს პრინციპს: არანაირი ქიმიური ჩარევა, მხოლოდ ბუნებრიობა.

ორგანული და სამართლიანი

მაგალითი: ბანანი იწარმოება კოსტა რიკაში

ტრადიციული, განსაკუთრებით გემრიელი ბანანის ჯიში "გროს მიშელი" იზრდება ოპტიმალურ პირობებში, კოსტა რიკის ჯუნგლებში. ის ძალიან მდიდარია არომატით, აქვს ბავშვთა საკვებისთვის სრულყოფილი შაქრიანობა და არასოდეს გვხვდება დიდ პლანტაციებში. მკვიდრი მოსახლეობა ბანანის ამ სახეობას ზრდის მაღალმთიან ჯუნგლებში, ტრადიციული მეთოდების გამოყენებით, რითაც იცავს ჯუნგლების უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას.

შეიძლება დაგაინტერესოთ:

ინტერვიუ, HiPP-ის ორგანულ

ხარისხთან დაკავშირებით

ბოსტნეულის მეურნეობა:

ქიმიკატების გარეშე!