სახეობების შესაბამისი მეწარმეობა

ცხოველების თავდაპირველი საცხოვრებლისა და ქცევის შესაბამისად. 

 

რა ახასიათებს სახეობებთან დაკავშირებულ მეცხოველეობას?

სახეობებთან დაკავშირებული მეცხოველეობა და მათი კვება ორგანული მეურნეობის ძირითადი ელემენტია. ნორმატიული დებულებები არის ძალიან მკაცრი, საკვების ძირითადი წყარო სწორედ ორგანული პროდუქტები, რაც არ უნდა შეიცავდეს ანტიბიოტიკებს, ზრდის ჰორმონებს ან გენეტიკურად მოდიფიცირებულ ნედლეულს. ცხოველების ჯანმრთელობას ასევე უზრუნველჰყოფს სწორი სახეობების შერჩევა და მათთვის შესაფერისი გარემო-პირობების შექმნა (მაგ:თავისუფალი გადაადგილება, დიდი საცხოვრებელი, განათება და ა.შ).

„ჰიპის“ თანამშრომლები რეგულარულად ამოწმებენ ცხოველების გარემოსთან თავსებადობას. 

ორგანული ძროხა

მხოლოდ ორგანული კვება ძროხებისა და ხბოებისთვის

ძროხები, მათ ხბოებთან ერთად ცხოვრობენ ორგანულ მეურნეობაში, სადაც თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ, ეს კი აძლიერებს მათ.

ისინი ჯანმრთელები არიან, პროფილაქტიკური მედიკამენტები მკაცრად აკრძალულია, ჩვენი ცხოველები მხოლოდ ორგანული პროდუქტებით იკვებებიან.

ორგანული ღორი

„ჰიპი“ იყენებს მხოლოდ იმ ცხოველების პროდუქტებს, რომელთა ჯანმრთელობაც დადასტურებულია, მათი არსებობის განმავლობაში. ღორებისთვის თავისუფლად სასიარულო ტერიტორია მათი ფიზიოლოგიური მოთხოვნისამებრ არის შექმნილი. 

ორგანული ქათამი

„ჰიპის“ ორგანულ ქათმებს აქვთ თავისუფალი არჩევანი. მათ შეუძლიათ როგორც ქვიშაში გუნგლაობა ასევე მიწაში ქექვა.

ჩვენი ორგანული ქათმები არიან ფრინველების სპეციალური ფერმებიდან, სადაც მათ შეუძლიათ ირბინონ თავისუფლად, ჰქონდეთ შეხება მტვერთან და მიწასთან, ისევე როგორც ბუნებრივ გარემოში. ისინი იკვებებიან სპეციალური ორგანული მცენარეული საკვებით. ფერმას რეგულარულად მეთვალყურეობს ვეტერინარი, რომელიც აწარმოებს შემოწმების დოკუმენტაციას. ასევე არიან ინდაურებიც, რომლებიც ნისკარტმოუჭრელად ცხოვრობენ ბუნებრივ პირობებში.

შეიძლება დაგაინტერესოთ:

ინტერვიუ, HiPP-ის ორგანულ

ხარისხთან დაკავშირებით

ბოსტნეულის მეურნეობა:

ქიმიკატების გარეშე!