ხარისხის ინსპექტირება

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხოლოდ ყურადღებით შერჩეულ ინგრედიენტებს ვიყენებთ, ოპტიმალური ხარისხის უზრუნველსაყოფად საუკეთესო გზა შემოწმების მჭიდრო ქსელია.

260-მდე შემოწმება

ოპტიმალური ხარისხის უზრუნველსაყოფად საუკეთესო გზა შემოწმების მჭიდრო ქსელია.

თითოეული ქილა 260-მდე ტესტს გადის შესამოწმებლად, დაწყებული ნიადაგის ანალიზიდან, ნედლეულისა და მზა პროდუქტების ანალიზებამდე. როდესაც ვიღებთ ნედლეულს, ხდება მათი შემოწმება ჩვენი თანამშრომლების მიერ და მხოლოდ საუკეთესო პროდუქტებით ხდება წარმოება.  

„ჰიპის“ ლაბორატორია - მისაბაძი მაგალითი ევროპისთვის

„ჰიპის“ ლაბორატორია იმდენად მგრძნობიარეა, რომ 25 მეტრიან საცურაო აუზშიც კი შეძლებს მინიმალური მარილის აღმოჩენას.

გამოიყენება თანამედროვე ანალიზის მეთოდები, რათა უზრუნველვყოთ ნედლეულის, ინგრედიენტებისა და პროდუქციის საუკეთესო ხარისხი. კომპანიის საკუთარი აკრედიტებული ლაბორატორია ერთ–ერთი საუკეთესოა ევროპაში და შეუძლია 1200–ზე მეტი პარამეტრის ანალიზი. ყველა ამ ზომის გათვალისწინებით, „ჰიპს“ შეუძლია თავისი პროდუქციის შეუდარებელი ხარისხის უზრუნველყოფა. ყველა პროდუქტის შემოწმება და ცუდის გამორიცხვა „ჰიპის“ ფილოსოფიაა. 

შეიძლება დაგაინტერესოთ:

ინტერვიუ, HiPP-ის ორგანულ

ხარისხთან დაკავშირებით

ბოსტნეულის მეურნეობა:

ქიმიკატების გარეშე!