The Ehrensberg მეურნეობა
მიზანი- სამოდელო ბიზნესის შემუშავება მდგრადი და ეფექტური გზით.
სამომავლოდ ეს განკუთვნილია „ჰიპის“ მწარმოებლების მთავარ მოდელად.
Ehrensberg-ის მოშორებით, „ჰიპი“ ცდის სხვადასხვა გარემოსდაცვით ზომებს ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესებისთვის. ამ ყველაფრის მიზანი არის 2015 წლამდე ამ ორგანული მეურნეობის მუშაობა მდგრადი და ეფექტური გზით, როგორც სამოდელო ბიზნესი. სამომავლოდ განზრახულია რომ გახდეს „ჰიპის“ მწარმოებლების მოდელი.
ჩვენ გვინდა გაჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება ბიომრავალფეროვნების მდგრადობა და დაცვა გახდეს ფერმის ყოველდღიურობა.
მიზანი- სამოდელო ბიზნესის შემუშავება მდგრადი და ეფექტური გზით.
სამომავლოდ ეს განკუთვნილია „ჰიპის“ მწარმოებლების მთავარ მოდელად.
ორგანული ჩალა, კლდის ფქვილი, მყარი სასუქი და სხვა ბუნებრივი მეთოდები აუმჯობესებს ნიადაგის განაყოფიერებას.
ძველი სახეობები, როგორიცაა Braunvieh-ის ძროხა (ბავარიაში დარჩა მხოლოდ 500), უზრუნველჰყოფს გენეტიკურ მრავალფეროვნებას.
იქმნება სხვადასხვა ბუნებრივი ბარიერები ველური ცხოველების დასაცავდ (მაგ. გადაშენების პირას მყოფი წითელი ჩანთოსანისთვის)
მეურნეობებისა და მათი ადგილმდებარეობის ბუნებრივი განმსაზღვრელი ფაქტორები წარმოშობს კონკრეტულ შეთავაზებებს სახეობების მრავალფეროვნებისა და ბუნების შენარჩუნების მიზნით
ფერმაში ბინა დაიდო სხვადასხვა ძველი და იშვიათი სახეობის წარმომადგენელმა, მათი მრავალფეროვნების ზრდის მიზნით. მაგ. ძროხა, რომელიც მხოლოდ 500 დარჩა ბავარიაში, ასევე 1000 ცხვარი გერმანიაში, და ქათმები.
„წითელ ნუსხაში“, სადაც მოხსენებულია გადაშენების პირას მყოფი მეურნეობის ცხოველები, არის ასევე Braunvieh ძროხა, რომელიც საკამოდ დიდი საფრთხის წინაშე დგას. „ჰიპის“ მოდელირებული Ehrensberg მეურნეობისთვის ეს ჯიში მათი სახეობების შესაბამისია. თავდაპირველად Braunvieh ძროხა, წარმოშობით ტორფინდის პირუტყვი იყო, რომელიც 2,000 წლის წინ, ალპების ზღვარზე მდებარე ტბების საძოვრებს იყენებდნენ.
ერზენბერგის ფერმამ ფრინველთა დაცვის ბავარიის საბჭოსთან ერთად განახორციელა სხვადასხვა რეინტროდუქციის პროექტი, ცხოველების ხელახლა მოსაწყობად, როგორიცაა მაგ. ხოხბები, ბეღურები და ა.შ
წითეზურგიანი ღაჟო ხელუხლებელი ეკოსისტემის მნიშვნელოვანი სახეობაა. ინტენსიური მეურნეობის გამო, შედარებით ნაკლები მესერი და ბუჩქია ფრინველთა საცხოვრებლებისთვის. ის უკვე მიეკუთვნება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ჩამონათვალს. ეს იშვიათი ჩიტი ცნობილია მისი ეკლებით, რომლითაც ებრძვის მტერს. გავრცელებულია რწმენა, რომ ის ყოველთვის ყოველთვის 9 მწერს აგროვებს სანამ მათ შეჭამს. „ჰიპმა“ ამ სახეობისთვის შექმნა ახალი საცხოვრებლები, ერზენბერგის ფერმაში, და როგორც შეგირდობის ინიციატივებმა, ჩამოაყალიბა ხე-ტყის ჯებირები (ტოტების მაგვარი) მინდვრების საზღვრებზე.
მწერებისა და ხვლიკების თავშესაფარი განკუთვნილია ამ ცხოველების ბუნებრივი სახლების ნაკლებობის კომპენსირებისთვის. ასევე, მეურნეობის გარშემო განთავსდა ბუდეები მაგ. ფრინველებისთვის, ღამურებისთვის და ა.შ
ადამიანებს თაფლის გარეშე შეუძლიათ იცხოვრონ, თუმცა ფუტკრების გარეშე არა. ისინი არამხოლოდ სიტკბოს გვაძლევენ პურისთვის, არამედ ახდენენ ყვავილების დამტვერვას. ამით ისინი უზრუნველყოფენ მცენარეების არსებობას და ფერმერებისთვის კარგ მოსავალს, მათ გარეშე ფლორის მომავალს საფრთხე ემუქრება. როდესაც ფუტკრები იღუპებიან ან ავადდებიან, ეს გავლენას ახდენს ჩვენზე, სწორედ ამიტომ „ჰიპი“ აქტიურად მონაწილეობს ბიომრავალფეროვნების პროექტში, ფუტკრების საცხოვრებელი ადგილების შენარჩუნებისთვის. ერზენბერგის ფერმა წარმოადგენს ექვსი ფუტკრის კოლონიას, რომელიც ჩამოყალიბდა, როგორც რეაქცია ფუტკრის პოპულაციების დრამატული დაშლის შესახებ.
შეიქმნა ახალი ეკოსისტემები, როგორიცაა ხეების რიგები, დამცავი ღობეები (მაგ. წითელი ზურგჩანთიანისთვის), გამომშრალი ხის მესერები, მცენარეები, რომელთა ტოტები, გამოიყენება მიწაში გადასანერგად და ყვავილების ზოლები მინდვრების კიდეებსა და მდელოებში, რაც ქვეწარმავლებს, ფრინველებს, მწერებსა და მცირე ზომის ძუძუმწოვრებს სთავაზობს საცხოვრებლებს. გამომშრალი ხის ჯებირების ძირითადი მიზანი არ არის ახალი საცხოვრებლების შექმნა, ის შექმნილია ქარისთვის და თესლის თავისუფლად ფრენისთვის. ყველაფერი იქმნება იმისთვის რომ დაცული იყოს მცენარეები. ამ სახის კონსტრუქციებს აქვს მრავალი უპირატესობა, პირველი ის რომ არის დაბალბიუჯეტიანი, გარდა ამისა ის სთავაზობს საცხოვრებელს, მრავალ იშვიათ სახეობას.
ჩვეულებრივი მეურნეობისას, მინდვრები და მდელოები გაშენებულია ტყის პირას, უფრო მეტი მოსავლის მისაღებად. ბიომრავალფეროვნების დასაცავად, ჩვენ ვრგავთ ველურ ბუჩქებს, გამომშრალი ხეებითა და ადგილობრივი ველური ყვავილებით. ეს უზრუნველჰყოფს ცხოველების საცხოვრებელ ადგილებს, იცავს მათ ქარისგან და ამცირებს ნიადაგის ეროზიას.
უძველესი ჯიშები საძოვრებზე, მინდვრების ნაპირებზე გამომშრალი ხეებისგან ღობეების დარგვა, ცხოველთა ბუნებრივი თავშესაფრები.
კარგია ვიცოდეთ
ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით გამოიყენება სხვადასხვა ბუნებრივი მეთოდები. გარდა ამისა, მიღებულია სხვადასხვა ზომები ცხოველების ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, როგორიცაა ეფექტური მიკროორგანიზმების გამოყენება ან ორგანული ჩალა.
ნიადაგის ხარისხზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, განსაკუთრებით მეურნეობაში.
პრინციპი:
"ჯანმრთელი ნიადაგი - ჯანმრთელი მცენარე - ჯანმრთელი ადამიანი და ჯანმრთელი ცხოველი2 - არის მოტივი, ისევე, როგორც მდგრადობის პრინციპი, რომელიც მნიშვნელოვანია ჯანსაღი ნიადაგის შესანარჩუნებლად; ენერგიის ბალანსში მდგრადობა მნიშვნელოვანი ელემენტია.
„ბიზნესმოდელი ბიომრავალფეროვნებისთვის“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მეურნეობას და ამ ჩარჩოებში ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესების შესაძლებლობებს. „ჰიპის“ თანამშრომლებს უკვე აქვთ ამ პროექტის პირველი გამოცდილება, ისევე როგორც სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს და სხვა ფოკუსჯგუფებს, რადგან „ჰიპი“ გვთავაზობს რეგულარულ ტურებს მეურნეობაში, რათა თემა მეტად გასაგები და აშკარა იყოს.
პროექტის კარგი შედეგებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ექსპერიმენტი გავაფართოვოთ ბოსტნეულისა და მარცვლეულის დამუშავებაში. ეკოლოგიური საკვების მწარმოებელთა ასოციაციასთან (AöL) და სხვა კომპანიებთან ერთად, „ჰიპი“ შეისწავლის 2016 წლის ჩათვლით მეურნეობებში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მეთოდებს.
მოვალეობის შესრულება არის ბიომრავალფეროვნების აღრიცხვისა და შეფასების სისტემის შემუშავება და შედეგების დამუშავება ისე, რომ მათ საიმედოდ და გამჭვირვალედ გადაეცეთ კვების ბიზნესი. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სახეობებისა და პოპულაციების ფუნქციები, რომლებიც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის (”მენეჯმენტზე დაფუძნებული ბიომრავალფეროვნება”), ასევე ყურადღება უნდა მიექცეს სახეობებისა და ბიოტოპების მრავალფეროვნების შენარჩუნებას, რაც მნიშვნელოვანია ბუნების დაცვისთვის (”ბუნების დაცვის ბიომრავალფეროვნება”).
AöL– ს, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ჰანოვერის ლეიბნიცის უნივერსიტეტთან და პარტნიორ ბიზნესთან ერთად, ჩვენ ვიკვლევთ მეურნეობის შედეგებს ბიომრავალფეროვნებაზე, ეკოლოგიური საკვების ღირებულების ჯაჭვში. მუშავდება ასევე საკითხები გაუმჯობესებისთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ შეგვიძლია პრაგმატული რჩევები მივაწოდოთ „ჰიპის“ მწარმოებლებს, ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად, ეფექტური ზომების მისაღწევად და, შესაბამისად, გავზარდოთ განსაკუთრებით ბიომრავალფეროვნებისთვის დამახასიათებელი მწარმოებლების რაოდენობა.