ეკოლოგიური ბალანსის ხარჯები

განახლებადი ენერგიების გამოყენება

პაფენჰოფენ HQ- ში გამოყენებული ენერგიის 80% -ზე მეტი მოდის განახლებადი ენერგიის წყაროებიდან. 2001 წლიდან, „ჰიპის“ ქარხანაში მთლიანი გათბობის, ცხელი წყლების და ორთქლის მოთხოვნები დაფარულია კლიმატ-ნეიტრალური ბიომასის გამოყენებით (ხის ჩიპები). გამოყენებული ელექტროენერგია 100%-ით მოდის CO2-ნეიტრალური "მწვანე ელექტროენერგიისგან", ეს უკანასკნელი კი- ჰიდროელექტროსადგურებისგან - ბირთვული ენერგიის გარეშე. 2000 წლიდან აშენებულია 6 მზის პანელის პროექტი, რომელიც აწარმოებს, 436 მ² კოლექტორულ ზედაპირზე, 52800 kWh/a ენერგიას. ყველა ორგანული ნარჩენი მიდის სასოფლო-სამეურნეო ბიოგაზის მცენარეებში.

ჩვენი ორგანული მეურნეობით ჩვენ ვიცავთ ნიადაგს და მიწისქვეშა წყლებს

„ჰიპის“ მეურნეობის მენეჯმენტი უზრუნველჰყოფს უსაფრთხოებას, თესვის ეტაპიდანვე.

მსოფლიო მასშტაბით, „ჰიპი“ბიოლოგიური ნედლეულის უმსხვილესი მწარმოებელია. მრავალი ქვეყნის 6000-ზე მეტი ფერმერი ჩართულია „ჰიპის“ ორგანული ხილის, ბოსტნეულისა და ხორცის წარმოებაში.

წყალი - ბუნების საგანძური და სიცოცხლის წყარო

სუფთა სასმელი წყლის დეფიციტი სულ უფრო და უფრო დიდ პრობლემად იქცა. დასასრულს უახლოვდება დრო, როდესაც წყალი ამოუწურავ რესურსად ითვლებოდა. ამიტომ იგი უნდა დაზოგოთ ისევე, როგორც სხვა ამოწურვადი რესურსი. სამრეწველო სექტორს და კერძო ოჯახებს მოუწოდებენ გამოიყენონ წყლის დაზოგვის ტექნოლოგია და თავიდან აიცილონ ზედმეტი გამოყენება.

„ჰიპში“ ეს პრობლემა შედარებით უფრო ადრეულ ეტაპზე იქნა აღიარებული და განხორციელდა შესაბამისი ზომებიც. წყლის მოხმარება შემცირდა 22.8 მ³ – დან 1971 წელს მიღებულ პროდუქტზე 7,5 მ³-მდე 2011 წელს. ამან წარმოშვა წყლის ოპტიმიზებული მიმოქცევა და წრიული დინება CIP წმენდის პროცესში, სხვა საკითხებთან ერთად. ზოგადად, „ჰიპი“ დარწმუნებულია, რომ წყალი მაქსიმალურად არის გამოყენებული.

„ჰიპი“ ჭის წყალი

„ჰიპის“ საწარმოში მდებარე ჭის წყალი, გეოლოგიურად მოდის მესამეული ფენისგან. ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ წყალი არის "ორიგინალური სისუფთავის" და ის იდეალური პროდუქტია ბავშვთა საკვების წარმოებისთვის.

პაფენჰოფენის საწარმოს აქვს თავისი ღრმა ჭა. ჯორჯ ჰიპის წყარო უზრუნველჰოფს ექსკლუზიურად სუფთა წყლით, არადაბინძურებული ხარისხით. ეს არის სუფთა წყაროს წყალი,  რომელიც მოდის უშუალოდ ალპებიდან, „ჰიპის“ საწარმოდან 154 მ-ით ქვემოთ. 

ნატურალური მინერალური წყალი არის ნამდვილი ბუნებრივი საგანძური მისი ხარისხითა და სისუფთავით. „ჰიპი“ იყენებს წყლის უფრო ნაკლებ რესურსს, დანარჩენი მიედინება მიწისქვეშ, დუნაისთან შესაერთებლად. 

შეიძლება დაგაინტერესოთ:

ინტერვიუ, HiPP-ის ორგანულ

ხარისხთან დაკავშირებით

ბოსტნეულის მეურნეობა:

ქიმიკატების გარეშე!