ტყის თამაშობანი

მათე მაიმუნს უყვარს მაღალ ხეებზე ძრომიალი.

აღმოაჩინე მისი საყვარელი ტყის თამაში, აქ.

„შეცვალე ხე!“

ყველა ბავშვი ხესთან დგას, მხოლოდ ის დგას შუაში, ვინც იჭერს. როცა დამჭერი დაიძახებს „ შეცვალე ხე!“ ყველა ბავშვი გარბის და ცდილობს სხვა ხესთან დადგეს. თუ დამჭერი მოახერხებს და დაიჭერს ერთ-ერთ მათგანს, შემდეგ დამჭერობის ტიტული მას გადაეცემა.

გზა ფიტნესისკენ ტყის გავლით

პირველ რიგში, კონკრეტული მარშრუტი არის განსაზღვრული, რომელსაც ყველა ბავშვი უნდა გაჰყვეს. გზად მათ შემოხვდებათ პატარ-პატარა დაბრკოლებები, რომლებიც თავად უნდა გადალახონ. ვინ აჯობებს მათე მაიმუნს ხის ერთი ტოტიდან მეორეზე ხტომაში ან მათზე ბალანსის შენარჩუნებასა და უსიერ ტყეში გზის გაგნებაში?

კლასობანა

გინდა, მათე მაიმუნივით ითამაშო კლასობანა?- ეს ხომ ასეთი მარტივია! სახლში შეგიძლია პირსახოცები დააფინო ხალიჩაზე, გარეთ კი კენჭებით დახატო წრეები მიწაზე. ერთი, ორი და ჰოპ!