მენიუ

ქვიშის თამაშობანი

მიშო მანგუსტს უყვარს ქვიშა.

აქ მისი საყვარელი ქვიშის თამაშებია.

ქვიშაში მოსრიალე ბურთულები

პირველ რიგში რაც შეიძლება დიდ ხვრელს თხრი ქვიშაში. შემდეგ, ზემოდან-ქვემოთ ხვეულ ბილიკს უკეთებ, ისე რომ პატარა ბურთულა ჩაეტიოს. ამის ნიჩბით გაკეთება უმარტივესია, თუმცა, ასევე შეგიძლია გამოიყენო მხოლოდ ხელიც. ბილიკს დიდი კიდეები უნდა ჰქონდეს ამოშენებული, იმისთვის რომ ბურთი ძირს არ გადმოვარდეს. პატარა დაბრკოლებები და გვირაბები თამაშს უფრო სახალისოს ხდის.

განძზე ნადირობა

ქვიშაში ჩაფლობილ-დამალული რაღაცების მოძებნასა და აღმოჩენაზე სახალისო არაფერია ბავშვებისათვის. ხანდახან პატარები განძს თავად მალავენ და თავადვე ეძებენ ხოლმე. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, თუ როგორ გამოიყურება მათი განძი. ნუთუ ის კაკალია? ან იქნებ ძვირფასი ქვა.. თამაში უფრო და უფრო სახალისო ხდება მაშინ, როცა მათ ხელთ, შინ დამზადებული, განძის რუკა და სკივრი აქვთ, რათა პოვნის შემთხვევაში განძი მასში მოათავსონ.

ხელოვნური საკვების მოძიება