კომპანიის ფილოსოფია & ეთიკის მენეჯმენტი

კომპანია Hipp-ის დამოკიდებულება ბუნების, კაცობრიობისა და ეკონომიკისადმი  გაცნობიერებული და მგრძნობიარე იყო დაახლოებით ხუთი ათეული წლის მანძილზე.
კლაუს ჰიპი ყოველთვის პირადად გვაძლევდა გარანტიას საკუთარ საწარმოში წარმოებული პროდუქციის უმაღლეს ხარისხზე.

ბოლო წლებში ფართოდ განიხილება საზოგადოების მორალური დაკნინება.  მოკლევადიან მოგებაზე გათვლილი გადაწყვეტილებების ზრდის ეფექტი  წარმოადგენს შეშფოთების მიზეზს გლობალურ ეკონომიკაში. ცუდი სამუშო პირობები, სოციალური პასუხისმგებლობის სიმცირე, ეთიკისა და მორალური ღირებულებების არარსებობა ბიზნესში, რეგულარული თემაა.

ჩვენს კომპანიას გააჩნია ქრისტიანული ტრადიციების ძლიერი ფესვები და 1999 წელს შიდა ეთიკის მენეჯმენტის წარდგენა იყო მიზანმიმართული, რათა ამგვარად წინ აღდგომოდა ამ შემაშფოთებელ მოვლენებს.
შემდეგ დოკუმენტებში თქვენ შეგიძიათ მიიღოთ ინფორმაცია ჩვენი ფილოსოფიური მიდგომის შესახებ, რომელიც ჩვენმა თანამშრომლებმა გაითავისეს, როგორც მომავალი ქმედების საფუძველი. გარდა ამისა თქვენ ასევე მიიღებთ ინფორმაციას ჩვენი ეთიკის მენეჯმენტის პრინციპებისა და შინაარსის შესახებ

შეიძლება დაგაინტერესოთ:

ინტერვიუ, HiPP-ის ორგანულ

ხარისხთან დაკავშირებით

ბოსტნეულის მეურნეობა:

ქიმიკატების გარეშე!