მენიუ

ჯილდოები & პრემიები

პირველი ადგილი ფოტო კონკურსში ჟურნალ WirtschaftsWoche–ის მიერ

25 მაისი 2013 წელი

მომხმარებლებმა (8400 გამოკითხული) კიდევ ერთხელ მისცეს ხმა HiPP-ს,როგორც 2013 წლის ყველაზე სტაბილურ კომპანიას გერმანიაში.მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც ნდობა გამოგვიცხადა, ამავდროულად, მომხმარებელი, რომელმაც ხმა მოგვცა, არის სტიმული HiPP-ისათვის, რომ მომავალშიც არ დავზოგოთ ძალისხმევა, რათა მივაწოდოთ საიმედო, უმაღლესი ხარისხის ორგანული პროდუქცია.

2011-2012 წლებში HiPP აირჩიეს ყველაზე სტაბილურ კომპანიად გერმანიაში. იგი დააწესა ჟურნალმა WirtschaftsWoche-მა, რომელიც წარმოგვიდგენს მომხმარებელთა კვლევებს. წელს HiPP აღიარეს აბსოლუტურ გამარჯვებულად 103 კომპანიას შორის 17 სექტორში.მეორე და მესამე ადგილი დაიკავეს საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელმა Miele-მა და სააფთიაქო ქსელმა dm.ბოლო სამი პოზიცია შეავსეს მაკდონალდსმა და ტანსაცმლის მაღაზიებმა H&M და KIK. კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელი ბრენდს არამარტო პროდუქციის გამო ირჩევს, არამედ კომპანიის დამოკიდებულებითაც ეკოლოგიური და სოციალური საკითხების მიმართ.

CSR გერმანიის ფედერალური მთავრობის ჯილდო

CSR გერმანიის ფედერალური მთავრობის ჯილდო 24 აპრილი 2013- წლის

HiPP --მა მიიღო პირველი ადგილი, როგორც ერთერთი ყველაზე პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ გერმანიაში. HiPP-ს მიენიჭა პირველი პრემია ისეთ სფეროებში, როგორიცაა გარემოსა და საზოგადოების დაცვა, ბიზნეს მენეჯმენტი, ბაზრისა და სამუშაო ადგილების შექმნა, ამასთან მიიღო აღიარება, როგორც ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ გერმანიაში (500-4999 თანამშრომელი) 24 აპრილს, გერდ ჰუფმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მდივანმა და ნაფიც მსაჯულთა თავმჯდომარემ, სულ 4 სხვადასხვა ზომის კომპანია დააჯილდოვეს პოსტბანჰოფში,ბერლინი. დეტალური ინფორმაცია HiPP-ის CSR

აქტივობების შესახებ იხილიეთ: https://www.hipp.de/ueber-hipp/nachhaltigkeit/

2012 გერმანიის სტაბილურობის ჯილდო ფედერალური მთავრობის მიერ

2012 გერმანიის სტაბილურობის ჯილდო ფედერალური მთავრობის მიერ

2012 წლის 7 დეკემბერს HiPP დაასახელეს, როგორც ყველაზე სტაბილური კომპანია სამ გერმანულ კომპანიას შორის. გერმანული სტაბილურობის ჯილდოს გამარჯვებულები დააჯილდოვა გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ დიუსელდორფში. მონაწილეები დააჯილდოვეს თავიაანთი სამაგალითო, წარმატებული ეკონომიკის, სოციალური პასუხისმგებლობისა და გარემოს რესურსების დაზოგვისათვის. კომპანიებმა, რომლებმაც დაამტკიცეს თავიაანთი დიდი წვლილი საიმედო მენეჯმენტში და რომლებმაც ხელი შეუწყვეს მომავალზე ორიენტირებულ სოციალურ ცნობიერებას საკუთარი ბიზნესით, იყვნენ ამ მოკლე სიაში.

კლაუსს ჰიპის სპეციალური პრიზი

28 ნოემბერი 2012 წელი

სპეციალური პრიზით იქნა დაჯილდოებული კლაუს ჰიპი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, "ოჯახები და ქალები" და "უფროსი თაობის სახელმწიფო წარმომადგენლობის" მიერ.

ბავარიის სახელმწიფო პრემია "Reife Leistung"("ფანტასტიკური სამუშაო") გადაეცა 11 გამარჯვებულს, ბავარიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ოჯახები და ქალები უფროსი თაობის სახელმწიფო წარმომადგენლობამ Künstlerhaus-ში, მიუნხენში, 27 ნოემბერს 2012 წელში. ჯილდო გადაეცა კლაუს ჰიპს ბავარიის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის კრისტინა ჰადერჰაუერის მიერ. ეს ჯილდო ბავარიაში ენიჭებათ ხანდაზმულ ადამიანებს შეტანილი წვლილისათვის სოციალურ, სპორტულ, ეკონომიკურ,კულტურულ სფეროებში.

FAUN–პასუხისმგებლობისა და საიმედოობის კატეგორია

22 ნოემბერი 2012 წელი

FAUN-პასუხისმგებლობისა და საიმედოობის კატეგორია- დააჯილდოვა საგამომცემლო სახლმა Deutsche Standards EDITIONEN and Ernst & Young წელს პირველად გამომცემლობა Deutsche Standards EDITIONEN-თან ერთად, აუდიტორული კომპანია Ernst & Young დაჯილდოვდა FAUN-ით, სპეციალური ჯილდო გერმანული საოჯახო საწარმოსათვის.

პრიზი გადაეცემა განსაკუთრებული ბრენდის მენეჯმენტისათვის სამ კატეგორიაში: 1.ტრადიციების, და საფუძვლის ჩაყრისათვის 2. პასუხისმგებლობა და სტაბილურობა 3. ინოვაცია. ეს ჯილდო მოიცავს შემდეგ სფეროებს: მომხმრებელს, მომსახურებასა და მრეწველობას. მომავალში, FAUN გადაეცემა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ. თვითონ პრიზი, რომლის სახელიც FAUN არის აკრონომი- გერმანული სახელწოდება საოჯახო საწარმოსი," Familienunternehmen", შექმნა ოლაფ სალიემ, Deutsche Standards EDITIONEN-ის გენერალურმა დირექტორმა და დიზაინერმა დანიელ ბერგსმა. იგი წარმოადგენს ხეს და არის სიმბოლო ფესვიანობის, ზრდის, განახლებისა და კავშირისა - ოჯახისა და საკუთარი ბრენდის. სტეფან ჰიპმა მიიღო პრიზი კატეგორიაში "პასუხისმგებლობა და სტაბილურობა" კლაუს ჰიპის სახელით

ბავარიის საოჯახო ბიზნესის ჯილდო 2012

21 მარტი.2012

პირველად დაჯილდოვდნენ 2012 წლის მარტში საოჯახო ბიზნესის მფლობელები(ASU) და ახალგაზრდა მეწარმეები (BJU), ჯილდოები გადასცეს საოჯახო ბიზნესს. ბავარიის საოჯახო ბიზნესის ჯილდო 2012 წარმოდგენილი იყო სამ კატეგორიაში: "სტაბილურობა", "ინოვაცია" და "სოციალური პასუხისმგებლობა". კლაუს ჰიპმა მიიღო მეორე ადგილი კატეგორიაში "სტაბილურობა" Hipp GmbH & Co. Vertrieb KG-თვის

გერმანული მზის ჯილდო

5 ნოემბერი 2011 5 ნოემბერს

ევროპულმა ასოიაციამ განახლებული ენერგია, EUROSOLAR, დააჯილდოვა პფაფენჰოფენში, როგორც ჩვილ ბავშვთა კვების მწარმოებელი ჰიპი 2011 წელს გერმანიის მზის ჯილდოთი. მზის ჯილდოს მიღებამ HiPP დაარწმუნა თავისი კომპანიის მენეჯმენტის ფილოსოფიისა და სტაბილურობის სისწორეში, რასაც ახორციელებდა ათეული წლის განმავლობაში. ყოველივე ამის შემდეგ "ეკოლოგირად სუფთა ბავშვთა კვების წარმოება" იყო დომინანტი თემა კომპანიის არებობის მანძილზე. HiPP არა მხოლოდ ორგანული მეურნეობის ნოვატორია, არამედ მან გააცნო EMAS-სერთიფიცირებული ეკოლოგიური მენეჯმენტის სიტემა, როგორც ევროპაში საკვების პირველმა მწარმოებელმა 1995 წ-დან. საკუთარი თანმიმდევრული და სტაბილური მენეჟმენტის განხორციელებით, კომპანია ახორციელებს ენერგიისა და რესურსის დაზოგვას და ხელს უწყობს CO2-შემცირებას გერმანიაში,მიუხედევად წარმოების გაორმაგებისა. გლობალური დათბობა მჭიდრო კავშირშია ცხოველთა ჯიშებისა და მცენარეთა გადაშენებასთან. ამ მხრივ ჰიპი აქტიურადაა ჩართული გადაარჩინოს ბიო-მრავალფეროვნება.

POS მარკეტინგის ჯილდო

11 ოქტომბერი 2011

ამ კვირას, გერმანული POS მარკეტინგის ჯილდო გადაეცა მე-11 ჯერ POSMA-ს მიერ, POS მარკეტინგულმა ასოციაციამ დააჯილდოვა 11 ძირითად და 3 დამატებით კატეგორიაში-სახელდობრ ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. HiPP ჰიპიმ ორჯერ შეძლო გამარჯვება. ხელოვნური კვება -6 შეკვრა, 2010 ჩემპიონატისათის დამზადებული მაისურებით დააჯილდოვეს ვერცხლის ჯილდოთი. დაჯილდოვდა კატეგორიაში "მცირე ბიუჯეტი- დიდი გავლენა". ამ წელს ამ კატეგორიაში ოქროს ჯოლდო სხვას არავის გადაეცა. კატეგორიაში "მაღალი ბრუნვის სამომხმარებლო საქონელი", HiPP-მა იმავე კამპანიით მოიპოვა მესამე ადგილი. ამ კატეგორიაში კოკა-კოლამ მოიპოვა ოქრო, მილკასთან ერთად.

აღიარება ბავარიის გარემოსდამცველთა ხელშეკრულების მიერ

27 სექტემბერი 2011

აღიარება დიდი ხნის ერთგულებისათვის გარემოს დამცველელთა კორპორაციასთან Bavarian Environmental Pact. HiPP იყო ერთერთი იმ ორიგინალურ ხელმომწერთა შორის, როდესაც ბავარიული გარემოს დაცვის პაქტი- "დავიცვათ გარემო ერთად"- დაფუძნდა 23 ოქტომბერს, 1995 წელს. როგორც ნოვატორ კომპანიას, HiPP-ის გადაეცა ჯილდო ხანგრძლივი და სამაგალითო ვალდებულებებისათვის , სოდერის სახელმწიფო მინისტრის მიერ მიუნხენში, ცერემონიის დროს, სხვა დაარსებულ კომპანიებთან ერთად. "მიზანი გარემოს დაცვის ფაქტისა არის გააძლიეროს და განავითაროს ბავარიული კომპანიები გარემოსდაცვის მხრივ, რაც ეფუძნება პიროვნულ პასუხისმგებლობებსა და ნებაყოფლობით მოქმედებებს. ამ გარემოს დაცვის ფაქტის წევრები გვიჩვენებენ მაგალითებს იმისა თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ბავარიის ეკოლოგიის სტაბილურ განვითარებას, რათა შევინარჩუნოთ სუფთა საცხოვრებელი გარემო". განაცხადა სოდერმა ცერემონიაზე . მან 120 კომპანიას გადასცა ჯილდო., რომლებიც იყვნენ გარემოს დაცვის პაქტის წევრები

გაყიდვების თასი

8 ივნისი 2011

გასულ წლებში ხელოვნური საკვების კომპანიამ "მხარი დაუჭირე შენს გუნდს უფასო გულშემატკივრის მაისურით" HiPP GmbH & Co. Vertrieb KG-მ მოიპოვა "ოსკარი გაყიდვების ხელშეწყობისათვის" ეს ჯილდო გადაეცემა "Lebensmittel-Zeitung direkt",-ის მიერ, და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 2011 წლის 8 ივნისს. HiPP-მა ამ ჯილდოთი მოიპოვა პირველი მარკეტინგული ჯილდო გაყიდვების ხელშეწყობის სფეროში. "გაყიდვების თასი 2011" გადაეცემა სხვადსხვა კატეგორიებში. "ინდუსტრიული განვითარებისათვის" კატეგორია წარმოადგინა ჟიურიმ და დამოუკიდებელმა ექსპერტმა, საკუთარი კომპანიის სპეციალური კრეატიული განვითარებისა და ეფექტურობისათვის .

საპატიო გამყიდველი

19 მაისი 2011

ფედერალური ასოციაციის დღესთან დაკავშირებით ჰილდესჰაიმში, გერმანიაში, ფედერალურმა ასოციაციამ დააჯილდოვა ბავარიელი ბიზნესმენი კლაუს ჰიპი (ჰიპის ბავშვთა კვება) KKV-ს ჯილდოთი "საპატიო გამყიდველი 2011" . ფედერალური კანცელარიის სახელმწიფო მინისტრმა, ეკარტ ვონ კლაედენმა სახოტბო სიტყვა წარმოთქვა. ამ საპატიო ჯილდოთი კათოლიკურ სოციალურ ასოციაციას სურს შეახსენოს ასოციაციის ძველი მეწარმის შესაძებლობების შესახებ. იდეა "საპატიო გამყიდველისა" ეს ბიზნესის წარმომადგენლებს აკისრებს ეთიკური და ნორმალური მოპყრობის ვალდებულებას თანამშრომლების მიმართ, მომხმარებლისა და საზოგადოების მიმართ. მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, სამეწარმეო გამბედაობა და სამართლიანი ხელმძღვანელობა.

„Econosophen“

6 აპრილი 2011

მიუნჰენი - 6 აპრილს გერმანული შემწეობის ორგანიზაციამ "Human Plus e.V." დააჯილდოვა ბავშვთვა კვების მწარმოებელი კლაუს ჰიპი "Econosophen:-ით, ეს ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემათ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებსა და პიროვნებებს მათი გამორჩეული დამსახურებისათვის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციებში. "Human Plus e.V ." -მა საპატიო ჯილდო გადასცა ბავშვთა საკვების მწარმოებელს კლაუს ჰიპი("Econosophen". ), იგი აღიარებულია, როგორც ჰუმანიტარული დახმარების არაკომერციული ასოციაცია. იგი 1998 წლიდან ებრძვის სიღარიბესა და გაჭირვებას მთელს მსოფლიოში. საქველმოქმედო ორგანიზაციის განცხადებით კლაუს ჰიპის დაჯილდოების მიზეზი გახლავთ ის, რომ როდესაც კლაუს ჰიპმა დახმარების ხელი გაუწოდა ჰაიტსა და პაკისტანში ბავშვებს, მან დაამტკიცა, რომ ეს პროფესიული მიზნებისთვის არ გაუკეთებია, არამედ იმიტომ მოიქცა ასე, რომ ეს მათი ღირსების მოთხოვნილებაა- აკეთონ სიკეთე.

ბავარიის საკონსტიტუციო მედალი

1 დეკემბერი, 2010

მიუნჰენი - ბავარიის სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი ტომას გრუბერი და ბავშვთა კვების მწარმოებელი კლაუს ჰიპი დააჯილდოვეს მიუნჰენის კონსტიტუციური ოქროს მედლით. ორივე მათგანმა ჯილდო მიიღო ბავარიის პარლამენტში ხუთშაბათს. ფედერალური პარლამენტის პრეზიდენტმა, ბარბარა სტამმა (CSU),ასევე დაჯილდოვდა 43 სხვა პიროვნება თავიაანთ სოციალური ვალდებულებების გამო. 14 დაჯილდოებულმა პირმა მიიღო კონსტიტუციური ოქროს მედალი. გარდა ამისა გაიცა 31 ვერცხლის ჯილდო.

პრობიოკულტურა

2010 წლის 27 ნოემბერს ბუდაპეშტში განსაკუთრებული მნიშვნელობის ღონისძიება ჩატარდა. ბიო-კულტურის მეცნიერებათა 23-ე შეხვედრაზე, ექსტრაორდინალური მიღწევებისათვის უნგრეთის ბიოკულტურაში Hipp-ის გენერალურმა დირექტორმა მიიღო ჯილდო-Pro Biokultura Award, სამახსოვრო მედალი და დიპლომი.

წლის მეწარმე

12 ნოემბერი, 2010

პარასკევს, 12 ნოემბერს, კლაუს ჰიპიმ მიიღო ნანატრი ბიზნესჯილდო "წლის მეწარმე 2010" ფრანკფურტში. პრემიის ლაურიატები გამოირჩეოდნენ ბიზნესის სიძლიერითა და პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, პროფესორი კლაუს ჰიპი ნომინირებულ იყო "მსოფლიო მეწარმე 2011 " -თა შორის. დაჯილდოების საერთაშორისო ცერემონია გაიმართა მონტეკარლოში 2011 წლის გაზაფხულზე, პარასკევ ღამეს, ფრანკფურტის ძველი ოპერის სახლში, Ernst & Young-მა დააჯილდოვეს "წლის მეწარმე 2010". "ლაურიატებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჟიურიზე, არა მხოლოდ ზრდის მაჩვენებლებით, არამედ მზაობით წავიდნენ რისკზე საზოგადოების წინაშე თავიანთი ვალდებულებების შესასრულებლად", განმარტა ვოლფგან გლაუნერმა, კონკურსის ორგანიზატორმა და პროექტის მენეჯერმა.

შტეიგერის ჯილდო კატეგორიაში „გარემო“

13 მარტი, 2010 წელი

13 მარტი ბოშუმი, გერმანია, შტეიგერის ჯილდო იქნა წარდგენილი. იგი განასახიერებს ტოლერანტობასა და ადამიანურ სათნოებას. კლაუს ჰიპმა მიიღო ჯილდო კატეგორიაში "გარემო", იმიტომ, რომ მან ცხოვრებაში როგორც მეწარმემ, ათეულობით წლების მანძილზე მიზნად დაისახა ბუნების დაცვა და ეკო-სისტემის შენარჩუნება. კლაუს ჰიპმა საზოგადოების ყურადღება ისევ მიაპყრო გარემოს დაბინძურების საფრთხეებზე. ამასთანავე აღნიშნა , რომ ის არ არის წინააღმდეგი გერმანიის ეკონომიკის სწრაფი განვითარების. ამგვარად ის ქმნის სამუშაო ადგილებს და წარმართავს ბიზნესს თანამედროვედ, გარემოს დაცვის შესაბამისი რეგულაციების გზით.

გერმანიის სტაბილურობის ჯილდო

6 იანვარი, 2009 წელი

გერმანიის სტაბილურობის ჯილდო კატეგორიაში "სტაბილური შესყიდვები" Hipp-მა მიიღო გერმანიის სტაბილურობის ჯილდო მისი დამსახურებისთვის სტაბილური შესყიდვების სფეროში. კომპანია უკვე დიდი ხანია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის სტაბილურ მენეჯმენტს ღირებულებათა ჯაჭვის შექმნით. შესყიდვიდან წარმოებამდე, დისტრიბუცია და ადმინისტრაცია, სტაბილურობის პრინციპებს ყოველთვის ითვალისწინებს. ჰიპის შესყიდვების სფეროში გააჩნია ამ პრინციპების რეალიზაციის შესანიშნავი უნარი .25 000 ტონა ნაწარმი მთელს მსოფლიოში, Hipp არის ორგანულ -ბიოლოგიური ნარჩენების უმსხვილესი გადამამუშავებელი.

გარემოს დაცვის ჯილდო „Rheydt–ის ოქროს ყვავილი „

13 სექტემბერი 2009 წელი

წლევანდელი გამარჯვებული, კლაუს ჰიპი, 30 წლის განმავობაში იყო ნოვატორი ბავშვთა კვების ორგანული მეურნეობის წარმოებაში."ის გაბედულად უსწრებდა დროს" , ასე შეაფასა მერმა ნორბერტ ბუდემ საპატიო სტუმარი. "კლაუს ჰიპი არა მარტო არქმევს თავის სახელს ორგანულ მეურნეობას" დასძინა, გოტფრიდ არნოლდმა,სამეურვეო საბჭოს დირექტორმა დაჯილდოების ცერემონიალზე თავის სახოტბო გამოსვლისას, არამედ, გასული წლების განმავლობაში მან შეძლო შეემცირებინა კომპანიის ნარჩენები CO2 90%-ით. მისი ენერგომომარაგების დიდი ხვედრითი წილი მოდის განახლებულ ნედლეულზე. წყლის ხარჯი 40 %-ით შემცირდა ერთ ტონა პროდუქციაზე".'კლაუს ჰიპთან ერთად საზოგადოება უფრო ეკოლოგიური, ჰუმანური და ყურადღებიანი გახდა" განაცხადა ოფიციალურმა სპიკერმა.

საუკუნის ბრენდი

15 ოქტომბერი 2009 წელი

15 ოქომბერს, გამომცემლობა Deutsche Standards EDITIONEN-მა წარადგინა მე-16 "საუკუნის ბრენდი" ფრანკფუტის წიგნის ბაზრობაზე. 250 უდიდესი ბრენდები, მათ შორის ერთერთი Hipp -ამტკიცებს ეკონომიკურ ძალას გერმანული ბრენდის პროდუქტის ინდუსტრიაში. ეს ის პროდუქტებია, რომლებიც განასახიერებს პროდუქტის ყველა კატეგორიას. სარეცხი მანქანა? სათამაშო დათუნია? ბავშვთა კვება? ზუსტად: Miele, Steiff, Haribo and HiPP! ბრენდის წიგნი შეგვიძლია მოვიპოვოთ გერმანულენოვანი წიგნის მაღაზიაში და გამონათქვამი "საუკუნის ბრენდი" შეგვიძლია მოვიპოვოთ ყველა გოეთეს ინსტიტუტსა და საელჩოში მსოფლიოს გარშემო.