1899– დიდებული იდეის დასაბამი

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, ბაბუა იოსებ ჰიპი (1867-1926), რომელიც ჩამოვიდა Günzburg an der Donau-დან, მუშაობდა საცხობში და სანთლის მაღაზიაში პფაფენჰოფენში. ეს მაღაზია მოგვიანებით მის მფლობელობაში გადავიდა. 1897 წელს იოსებ ჰიპი დაქორწინდა მარია ოსტერმაიერზე, რომელიც პფაფენჰოფრნიდან იყო. მათ ერთად ჩაუყარეს საფუძველი მრავალშვილიან ოჯახს. 1898 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილ, ხოლო 1899 წელს გაჩნდნენ ტყუპები, რომლებსაც ჰქონდათ კვებითი პრობლემები. დედას არ შეეძლო ისინი ძუძუთი ეკვება. ამიტომ მათ მამას მოუხდა ამ პრობლემის გადაჭრა.

მისთვის, როგორც შემოქმედი მცხობელისათის, ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. ის აცხობდა ორცხობილებს და დაამზადა ორცხობილის ფქვილი. შემდეგ მას დაუმატა რძე, რათა უფრო ნოყიერი გამხდარიყო. ტყუპები გადარჩნენ და გაიზარდნენ, ისევე, როგორც მათი მომდევნო 5 შვილი.

შეიძლება დაგაინტერესოთ:

ინტერვიუ, HiPP-ის ორგანულ

ხარისხთან დაკავშირებით

ბოსტნეულის მეურნეობა:

ქიმიკატების გარეშე!