მენიუ

1901: პირველი პროდუქტი

ამბავი, მარია ჰიპის მეუღლის მიერ წარმოებული ბავშვთა ორცხობილის ფქვილის წარმატების შესახებ სწრაფად გავრცელდა. იგი, რა თქმა უნდა, მისსავე მაღაზიაშიც იყიდებოდა. იოსებ ჰიპი მე-20 საუკუნის დასაწყისში, უკვე ამარაგებდა რამოდენიმე საფუნთუშეს. ამ გზით, შემთხვევით, საფუნთუშე გადაიქცა ჰიპის ბავშვთა საკონდიტრო ფქვილის პატარა ქარხანად, რომელიც ათეულობით წელი იყიდებოდა ცნობილი ყვითელი და შავი შეფუთვით.

ერთერთი მისი ვაჟი, გეორგ ჰიპი(1905-1967) განსაკუთრებით აქტიური იყო ორცხობილის ფქვილის წარმოებაში. 16 წლის ასაკში მან მისი გაყიდვა დაიწყო კარდაკარ მიუნხენში, მალე შენობა მშობლებისათვის აღარ იყო საკმარისი.

ამგვარად გეორგ ჰიპმა ეს საკითხი საკუთარ თავზე აიღო და დაარსა კომპანია პფაფენჰოფენში1932 წელს.