მენიუ

1956: ნოვატორი ორგანულ მეურნეობაში

ბავშვთა კვების პირველ ინდუსტრიულ წარმოებასთან ერთად,1956 წელს, გეორგ ჰიპმა დაიწყო ხილისა და ბოსტნეულის გაშენება ბუნებრივ ნიადაგზე, ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გარეშე. მასზე შთაბეჭდილება მოახდინა შვეიცარიელმა ნოვატორმა ჰანს მიულერმა,რომელიც იყო ორგანულ-ბიოლოგიური მეურნეობის დამფუძნებელი. მან დაისახა მიზანი: ეწარმოებინა ჯანსაღი და გემრიელი ბავშვთა საკვები ორგანული ნედლეულის გამოყენებით.

საოჯახო ფერმა პფაფენჰოფენთან იქცა ორგანულ წარმოებად. შვილმა, კლაუსმა და მისმა ორმა ძმამ , ჯორჯმა და პაულუსმა , 1967 წელს საკუთარ თავზე აიღეს მმართველობა და ეტაპობრივად განახორციელეს ორგანული მეურნეობისფსაო იდეა.

როგორც ორგანული მეურნეობის ნოვატორი, კლაუს ჰიპი პირადად მოგზაურობდა ფერმიდან ფერმაში, რათა თვითონ მიეღო მონაწილეობა საკუთარი ცნობიერების ამაღლებაში. თანდათანობით მან მოახერხა ფერმერების დარწმუნება და შეძლო შეექმნა ქსელი ორგანული ფერმის კონტრაქტორებისა.