დოქტორი ჰანს მიულერი: ორგანული მეურნეობის სულიერი მამა

ჰანს მიულერი დაიბადა ბერნის ოლქში 1892 წელს. იქ იგი ექვს ძმასა და დებს შორის იზრდებოდა ემენტალ ველიში. ადრეულ 1930-იან წლებში ის მასწავლებლად მუშაობდა. მისმა გამოცდილებამ ,რომელიც უკავშირდებოდა ფერმერთა ოჯახების სირთულეებსა და სოციალურ პრობლემებს, აიძულა პოლიტიკაში წასულიყო.

პოლიტიკური მოღვაწეობისას, რომელიც გრძელდებოდა 19 წელს ეროვნულ ანსამბლეაში, ჰანს მიულერი დაარწმუნა, რომ ძირითადი საკითხები სოფლის არსებობისა, ვერ მოგვარდებოდა პოლიტიკურ დონეზე, ფერმერი საკუთარ თავს თვითონ უნდა დახმარებოდა. მან ყურადღება გაამახვილა მცირე ფერმებზე და იმაზე თუ როგორ გადაერჩინათ მათ თავი. ჰანს მიულერი მხოლოდ ერთ შესაძლებლობას ხედავდა თვითდახმარებისას. ეს იყო უარის თქმა ჩვეულებრივ მეურნეობაზე, ხარჯების დაწევა და ნიადაგის ნაყოფიერების გადარჩენა, ისევე როგორც მაღალი ხარისხის საკვების წამოებაში. მეუღლესთან , მარი მიულერთან, ექიმ ბაქტერიოლოგთან და ნიადაგის მეცნიერ ჰანს პიტერ რაშთან ერთად განავითარა ბიო-ორგანული განაშენიანების მეთოდი.

სამი წევრისგან შემდგარი გუნდით ჰანს მიულერმა ამოცანად დაისახა განეხორციელებინა მეცნიერული ინოვაციების დანერგვა. მეუღლის დახმარებით და რუშის მიერ ბაქტერიოლოგიური კვლევების საფუძველზე მან ამის განახორციელება შეძლო პრაქტიკაში. ახალი მეთოდებით მათ შემოიტანეს ახალი იმპულსები შვეიცარიის მეურნეობაში და მის მიღმა.

ბიო-დინამიკური მეთოდის მსგავსად, რომელიც შვეიცარიაში განავითარა რუდოლფ შტეინერმა, შემდგომ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა მსგავსი ბიოორგანული მეურნეობა.

შეიძლება დაგაინტერესოთ:

ინტერვიუ, HiPP-ის ორგანულ

ხარისხთან დაკავშირებით

ბოსტნეულის მეურნეობა:

ქიმიკატების გარეშე!