საფენის შეცვლა - ჩვენი რჩევები თქვენთვის

ბავშვს უნდა გამოუცვალოთ საფენი დაახლოებით 4000-ჯერ სანამ ის მიეჩვევა ტუალეტს. ახალშობილები დაახლოებით 20ჯერ "სველდებიან" დღის განმავლობაში.

როგორ გადალახოთ ეს, ჩვენი რჩევები:

საჭირო ინფორმაცია:

  • რა გჭირდებათ საფენის გამოსაცვლელად
  • რბილი სარეცხი ქსოვილი, თბილი წყალი, ტუალეტის რბილი ქაღალდი ბავშვის ზეთით ან სველი სელსახოცები თუ საჭიროა
  • თუ საჭიროა ტკივილისგან დამცავი კრემი
  • სუფთა საფენი
  • მოზარდებისთვის სათამაშო, რომ ყურადღება მიიქციოთ

როგორ ვიმოქმედოთ

ჩართოთ გამათბობელი მაგიდის ზემოთ. მიეცით ბავშვს სათამაშო ან მობილური გასართობად და სათამაშოდ. პირველ რიგში გახადეთ ძველი საფენი. სანამ ახალ საფენს ჩააცმევთ, გაუწმინდეთ გენიტალიების ადგილი ქსოვილით, ზეთიანი ქსოვილით ან სველი ხელსახოცით. გააშრეთ კანი. გასუფთ ავება განსაკურთებით მნიშვნელოვანია კუჭში გასვლის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს HiPP Diaper კრემი, გამონაყარის საწინააღმდეგოდ. ამის მერე, ჩააცვით ახალი საფენი.

არასდროს დატოვოთ თქვენი ბავშვი ყურადღების გარეშე გამოსაცვლელ მაგიდაზე

განსაკუთრებით გოგოებისთვის

გამოწმინდეთ წინიდან უკან, იმისთვის რომ დაცული იყოს ენტერო ბაქტერიებისგან

განსაკუთრებით ბიჭებისთვის

დაფარეთ პენისი რამე ქსოვილით ან საფენით, რომ აირიდოთ დასველება

ტკივილი - როგორ ავიცილოთ კანის გაღიზიანება

თუ თქვენს ბავშვს ხშირად აწუხებს ქვედა ტანში ტკივილი, შეიძლება საფენი ინარჩუნებს ძალიან ბევრ ტენიანობის, ან ტოვებს ცოტა თავისუფალ ადგილს. ასევე შეიძლება არაელასტიკურმა საფენებმა გამოიწვიოს ხახუნი საფენის არეაში. ტენიანობა შარდის გამო ან შარდი რომელიც კარგად არ შეიწოვება საფენით, აღიზიანებს ბავშვის სენსიტიურ კანს. შარდის ბაქტერიებს ან ელემენტებსაც შეუძლიათ გააღიზიანონ კანი.

რა შველის ბავშვის კანის დაცვას?

  • ხშირად შეცვალეთ საფენები- მშრალ საფენებს შეუძლიათ შეამცირონ გაღიზიანება
  • გამოიყენეთ შემწოვი, ელასტიური საფენები.
  • საფენი არ უნდა იყოს ძალიან მჭიდროდ შეკრული. 1 თითის ადგილი მაინც უნდა იყოს საფენსა და მუცლის შორის.
  • გენიტალიების არეას გასუფთავების მერე, სულ კარგად გააშრეთ, განსაკუთრებით ნაკეცებში, ჭრილობისგან რომ აირიდოთ თავი. რბილად გააშრეთ, თავი აარიდეთ ხახუნს და არ გამოიყენოთ ფენი
  • ხშირად მოხსენით საფენი იმისთვის, რომ ჰაერს შეეძლოს მიაღწიოს კანამდე. თქვენ ბავშვს ეს მოეწონება!
  • კრემი შეიძლება იყოს გამოყენებული საფენზე დაცვის ზომებისთვის, იმისთვის რომ ნალექი და შარდი არ იყოს პრობლემა. თუთიის კრემი დამატებით იდეალურად დაიცავს ტენიანობისგან

თავიდან აცილება უკეთესია და ბევრად ადვილია ვიდრე კანის გაღიზიანების მკურნალობა. მშობლებმა უნდა იცოდნენ “აბცდე“ წესი, რომ აიცილონ ქვედა ტანის ანთება. აი როგორ იშიფრება “აბცდე“:

ჰაერი: ბავშვები საფენების გარეშე არ მიიღებენ გამონაყარს საფენისგან. ხშირად გახადეთ ბავშვს საფენი.

ბარიერები:კანის ბარიერების რეგენერაცია. თუთიის კრემი დაგეხმარებათ ნალექისგან და შარდისგან.

წმენდა: ხშირად გამოცვალეთ საფენი. საფენის ხშირი გამოცვლა, ბავშვის გაწმენდა და ნაზად გამშრალება აუცილებელია.

საფენები:აირჩიეთ საფენები მაღალი ტენიანობის მიღებით (შემწოვი).

სწავლება (წვრთნა) მშობლების ინფორმირება, იმიტომ რომ მათი ცოდნა დიდ გავლენას იქონიებს იმაზე, ექნება თუ არა ბავშვს გაღიზიანებული კანი.

საფენის გამონაყარის საწინააღმდეგო კრემი და სველი ხელსახოცები

სველი ხელსახოცები ძალიან გავრცელებულია და განსაკუთრებით პრაქტიკულია. ასევე იდეალურია სახისა და ხელების გაწმენდისთვის. რეკომენდირებულია გამოიყენოთ ხელსახოცები კონსერვანტების და პარფიუმის გარეშე, ყველანაირი სუნის გარეშე. როგორიც არის ჩვენი HiPP Babysanft სველი ხელსახოცები პარფიუმის გარეშე.

იმისათვის, რომ კანი დაიცვათ სხეულის სითხეების წინააღმდეგ, გამოიყენეთ დამცავი კრემი, რომელიც ხელს უშლის ავადმყოფურობას. კარგი ნივთიერებაა თუთია, ის იცავს გაღიზიანებისგან და აჩქარებს რეგენერაციის პროცესს. ლიპოფილური კრემი არის რეკომენდირებული, რადგან მათ აქვთ განსაკუთრებული ეფექტი- არ იკარებენ წყალს.