მზე და ბავშვის კანი

სპეციალური დამცავი საშუალება თქვენი

ჩვილის კანი 5-ჯერ უფრო თხელი და მგრძნობიარეა ვიდრე მოზარდის და ამიტომ საჭიროა განსაკუთრებულად დავიცვათ მზის ზემოქმედებისაგან.

მელანინი ყავისფერი შეფერილობის პიგმენტია, რომელიც ახდენს კანის გარუჯვას მზის სხივების კანზე ზემოქმედების შედეგად. ეს პიგმენტი შთანთქვს1 სხივებს და გარკვეული დროით იცავს კანს ულტრაისფერი სხივების ზემოქმედებისაგან.

1ყავისფერი პიგმენტები შთანთქავენ ულტრაისფერ სხივებს და მათ გარდაქმნიან სითბოდ, რაც კანისთვის სახიფათო არ არის.

ჩვილის კანი მელანინს მცირე რაოდენობით შეიცავს, რომელიც მხოლოდ ძალიან თეთრი კანის მქონე მოზარდს შეიძლება შევადაროთ. ასეთი კანი გამოიმუშავებს ძალიან მცირე რაოდენობით მელანინს.

სწორედ მელანინის დაბალი შემცველობა იწვევს ჩვილის კანის ადვილად დაწვას.

ჩვილის კანი კარგად უნდა დავიცვათ მზის ზემოქმედებისაგან, რადგან ბუნებრივი დაცვის უნარი მის კანს ჯერ კიდევ დაბალ დონეზე აქვს განვითარებული.