უსაფრთხოების სახელმძღვანელო

თვალთან კონტაქტის/გადაყლაპვის დროს

როგორც დანარჩენი პროდუქცია, HiPP Babysanftის პროდუქცია არატოქსიკურია. მიუხედავად ამისა, არ გამოდგება როგორც სათამაშო ბავშვისთვის.

არ მისცეთ თქვენს ბავშვს საშუალება ეთამაშოს კოსმეტიკურ პროდუქციას. იზრუნეთ იმაზე, რომ ეს პროდუქცია იყოს მიუწვდომელი ბავშვებისთვის.

რა უნდა გააკეთოთ, თუ რამე მოხდა:

1. ეცადეთ დააწყნაროთ ბავშვი (თუ საჭროა) თქვენთვითონ უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე. თქვენი შეწუხება გადაეცემა ბავშვს.

2. თუ კოსმეტიკური საშუალება მოხვდება ბავშვის თვალში, ეცადეთ საფუძვლიანად გამოავლოთ თვალი სუფთა, მოთბო წყლით. (დაასხით გრაფინიდან)

3. თუ თქვენმა ბავშვმა გადაყლაპა პროდუქცია:

  • ეცადეთ გამოავლოთ თქვენი ბავშვის პირი სუფთა წყლით
  • მიეცით სუფთა წყალი დასალევად
  • არ დააძალოთ ღებინება. არ დაალევინოთ რძე ან მარილიანი წყალი. 
  • თუ ბავშვი აღებინებს, დაიკავეთ ის ისე, რომ თავი იყოს მუცელზე დაბლა

4. თუ გაღიზიანება და სიმპტომები გაგრძელდება, ან უბრალოდ დაწყნარებისთვის, დაეკონტაკტეთ ექიმს.