მენიუ

როგორ უნდა ეძინოს ბავშვს უსაფრთხოდ და მშვიდად

იშვიათადად, მაგრამ მაინც ხდება ჩვილის უეცარი დაღუპვა პირველი წლის განმვლობაში, ღამის საათებში. საბედნიეროდ შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ის: სწორად უმარტივესი სიფრთხილის გამოჩენაც კი შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი რისკების შესამცირებლად. აქ მოცემული რეკომენდაციები არის მოწონებული და გამოცდილი პრაქტიკულად.

ზურგზე წოლა

პირველი დღიდანვე ბავშვი ზურგზე უნდა იწვეს, აგრეთვე დღისითაც.ეს ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო ძილისათვის და 50%-მდე ამცირებს მოულოდნელი სიკვდილის რისკებს.

თუ გეშინიათ, რომ ბავშვმა შეიძლება აღებინოს და ნაღებინებმა გაგუდოს, გეტყვით, რომ თქვენი შიში უსაფუძვლოა. ექსპერტები ამბობენ, რომ ამის შიში აბსოლიტურად უსაფუძვლოა, თუმცა საუბედუროდ გავლენას ახდენს ნორმალურ ძილზე.

როცა პატარას ღვიძავს და აქტიურია, ბავშვი უნდა დავაწვინოთ მუცელზე, რათა ავარჯიშოს მუცლის კუნთები და მოგვიანებით, როცა თვითონ შეძლებს გადაბრუნებას და მუცელზე დაწოლას, აცადეთ იძინოს ასეთ პოზიციაში.

ჩვილის საძილე ტომარა საბნის მაგივრად

ჩვილის შესაფერისი საძილე ტომარა არ ვარდება საწოლიდან საბნის მსგავსად და არ ეფარება თავზე. ნორმალური საძილე ტომარა არის სხეულის სრული სიგრძის ტოლი, თავის გამოკლებით და დამატებული 10-15სმ. კისერთან არ უნდა იყოს თავის ზომაზე ფართო. არსებობს სხვა სახის ჩვილის სპეციალური საძილე ტომრებიც.

როგორ დავიცვათ ორგანიზმი გადახურებისაგან

ჩვილებს სიგრილეში ძილი უყვართ. გამათბობელი უნდა ჩართოთ მხოლოდ ტემპერატურის 18გრადუსამდე დაცემისას. არ დადგათ ბავშვის საწოლი გამათბობელთან ახლოს, არც მზეში. შეიძლება პატარას ხელები და ფეხები ცივი ჰქონდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას სცივა. ის, რაც ჩვილს სჭირდება, არის საფენი, მთლიანი ჩასაცმელი, პიჟამა და ღამის ქუდი. თუკი ოთახში მაღალი ტემპერატურაა, მაგალითად ზაფხულში, მათ კიდევ უფრო თხლად უნდა ეცვათ.

თუ ბავშვი კისრის გარშემო იოფლება, ეს ნიშანია იმისა,რომ ოთახში ცხელა. არ დაახუროთ ქუდი, რადგან ზედმეტ სიცხეს ბავშვი თავის საშუალებით გამოდევნის. ცხელი წყლის ბითლები და გასათბობი საბნები საწოლისთვის საჭირო არ არის და არც მატყლისგან დამზადებული ნივთები და სხვა.

სიგარეტის კვამლი მავნებელია

ბავშვებთან სიახლოვეს სიგარეტის წევა ზრდის ავადმყოფობის რისკებს, სიკვდილსაც კი. გთხოვთ არ მოწიოთ ფეხმძიმობის დროს და ბავშვის დაბადებიდან პირველ წელს. დაიცავით საცხოვრებელ გარემო სიგარეტის მწეველებისაგან, განსაკუთრებით ბავშვის ოთახი.

ცალკე ბავშვის საწოლი მშობლების ოთახში

პირველ წელს ბავშვს უნდა ეძინოს საკუთარ საწოლში ოღონდ თქვენს ოთახში. თქვენი სუნთქვის ხმა დადებითად მოქმედებს ბავშვის სუნთქვის დარეგულირებაზე.

საწოლის მოწყობილობა:

  • საკმაოდ მაგარი ჰაერგამტარი ლეიბი
  • ბალიში არ არის საჭირო
  • უბეწვო, რბილი ბალიში ან რბილი გასართობი სათამაშოები.

ძუძუთი კვება ჯანმრთელობის საწინდარია

ძუძუზე მყოფ ბავშვებში სიკვდილიანობა შედარებით ნაკლებია. სასურველია, შეძლებისდაგვარად , 4-6თვემდე აწოვოთ ძუძუ. ის აძლიერებს ჩვილის ორგანიზმს და მის იმუნურ სისტემას.

ხელოვნური საკვების მოძიება