სჭირდება თუ არა ჩვილს ღამით კვება?

ყველა ბავშვს აქვს საკუთარი ინდივიდუალური ძილის და ჭამის რეჟიმი და მოთხოვნები. ახალშობილებს არ აქვთ დღე-ღამის გარჩევის უნარი პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ჩვილს არ შეუძლია არ მიიღოს საკვები ხანგრძლივად. დედის საშვილოსნოში ბავშვი იკვებებოდა განუწყვეტლივ. აქედან გამომდინარე, მომზადებული უნდა იყოთ, რომ პატარა თავიდან მრავალჯერ გაგაღვიძებთ პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუ ბავშვს კვებავთ ჩვილის ფორმულით, მაშინ შეგიძლიათ შეუთანხმდეთ თქვენს პარტნიორს შეგენაცვლოთ, მაშინაც კი თუ ძუძუდან იწველით. დაუტოვეთ გამოწველილი რძე მაცივარში, კარგად თავდახურული +4 დან +6 გრადუსამდე ტემპერატურაზე მაქსიმუმ 2 დღით. 3 თვის ასაკიდან ჩვილი ზრდის სიფხიზლის დროის ხანგრძლივობას ჭამის შუალედებს შორის და ამიტომ ღამის ძილსაც ზრდის. 6 თვიდან პატარები ღამის ჭამაზე უარს ამბობენ, რადგან შიმშილი, სიმაძღრე და სხვა გადადის დღის აქტივობებში.

რძიანი ფაფა ძილის წინ

 როგორც ბოლო ჭამა ძილის წინ, რძიანი ფაფა ბავშვს აძლევს საშუალებას ეძინოს დიდხანს და გაძლოს დილამდე დამატებითი საკვების გარეშე, შედარებით საუზმის საჭმლისა ან ფორმულით კვების დროს . საჭიროა მხოლოდ გახსნათ წყალში. ასევე შეგიძლიათ მისცეთ ჩვენი მზა საკვები ქილით HiPP Good Night Paps-ები უშაქროდ. აგრეთვეHiPP Good Night-ის საკვები ბოთლით.

6 თვიდან არის ალტერნატიული გზა თუ პატარა დაიღლება კოვზით ჭამის დროს. ასევე follow-on რძის ფორმულა მსუბუქ ბურღულის ფანტელებთან ერთად, რომლებიც უზრუნველყოფს ბავშვის შიმშილის მოკვლას ხანგრძლივი დროით.

HiPP Good Night-ის ღამის საჭმელების სრული სია შეგიძლიათ იპოვოთ აქ.

სიმაძღრის შეგრძნება დღის განმავლობაში მნიშვნელოვანია

არა მარტო ღამის საკვები უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი, არამედ დღისაც და ასევე საკმარისი საკვები მთელი დღის განმავლობაში. თუ გსურთ ბავშვს ეძინოს მშვიდად ღამით, საჭიროა კარგად ჭამოს დღის განმავლობაშიც. ეცადეთ გადაიტანოთ კალორიული კვება დღის განმავლობაში. მიეცით ბოსტნეულის და ხორცის საკვები ან თევზი შუადღისას. თუ რძეს შეცვლით მხოლოდ ბოსტნეულის ქილის საკვებით, არ იქნება საკმარისი.ხელოვნურ კვებაზე გადასვლის შემდეგ, ბავშვი ვერ შეძლებს გამოსცალოს მთლიანი პორცია, ამიტომ გირჩევთ, თავიდან ჯერ კიდევ გააგრძელოთ რძით კვება.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რძის ოდენობა თანდათან იკლებს, სანამ რძით კვებას მთლიანად შეცვლით ფაფებით.

ღამით კვების შეწყვეტა

ღამე ჭამა შეიძლება უბრალოდ ჩვევაში გადიზარდოს და ამიტომ საჭიროა ღამით კვება შეცვალოთ უშაქრო ჩაით, ან უბრალოდ ანადუღარი წყალით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში აღარ მისცეთ საკვები.ღამე კვება ხელს უშლის ბავშვის ნორმალურ ძილს და შეიძლება პირველი კბილიც კი დააზიანოს, იმიტომ, რომ ჭამის შემდეგ კბილის გასუფთავება არ ხდება. ამ რეჟიმის შეგუებას დრო და მოთმინება სჭირდება, მაგრამ თქვენ ყველაფერი უნდა იღონოთ.