როდიდან გადავა ჩვილი უწყვეტი ძილის რეჟიმზე ღამის განმავლობაში

არ არის დადგენილი ზუსტი დრო, როცა ბავშვი ღამით უწყვეტ ძილზე გადადის. ეს ძალიან ინდივიდუალურია. მშობლებმა ხელი უნდა შეუწყონ პატარას თვითონ გამოიმუშაოს ძილის რეჟიმი.

დაახლოებით 6 თვის შემდეგ , ბავშვებს აღარ სჭირდებათ საკვები ღამით იმიტომ, რომ ამ ასაკში ჯანმრთელი ბავშვის შიმშილისა და სიმაძღრის ჩვევები გადაიტანება დღის პერიოდში. ჯერ კიდევ ხანმოკლე გაღვიძებები სრულიად ნორმალურია. იდეალურ შემთხვევაში ბავშვი თვითონ სწრაფად უბრუნდება ძილს.

ბავშვის გაღვიძების მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს

გთხოვთ გახსოვდეთ, რომ ღამით გაღვიძებას და ტირილს შეიძლება იწვევს ბევრი მიზეზი. გარდა შიმშილისა, წყურვილისა ან გავსებული საფენებისა, არსებობს სხვა მიზეზებიც, როგორიცაა პირველი კბილის ამოჭრა, სწრაფი ზრდა, ინფექციები ან ზედმეტი აქტივობა დღის განმავლობაში. ასეთ დროს ჩვილი უჩვეულოდ იქცევა, ხშირად იღვიძებს, ტირის, ითხოვს ჭამას ან საწოვარას, ზოგი აგრესიულიც კია და ამ დროს მათ სჭირდებათ მოფერება, რადგან ისინი სტრესის ქვეშ არიან. ისეც ხდება, რომ ის ბავშვები,რომლებსაც აქამდე ყოველთვის კარგად ეძინათ ახლა მთელი ღამე ფხიზლობენ. სამწუხაროდ არ არსებობს სხვა გზა, გარდა მოთმინებისა. ამ პერიოდს გადალახავს ბავშვი ძალიან მალე თქვენი მხარდაჭერით და სიყვარულით.

მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ თანმიმდევრული ყოველდღიური წესრიგი

უნდა შეიმუშაოთ რეგულარული ყოველდღიური ჩვევები; ერთსა და იმავე დროს კვება, სეირნობა გარეთ და სხვა საქმიანობა, მაგალითად ძილის წინ დაბანა, ჭამა, ზღაპრები და იავნანა, რომელიც ბავშვს უქმნის მშვიდ გარემოს.

თქვენ გჭირდებათ მოთმინება.

არ დაკარგოთ მოთმინება თუ თქვენმა ბავშვმა დაუყოვნებლივ ვერ გამოიმუშავა სწორი ძილის რეჟიმი. არ არსებობს რაიმე ჯადოსნური ხრიკი მიზნის მისაღწევად. ვერ გააკონტროლებთ თქვენი ბავშვის ძილს. რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არის ის, რომ დაეხმაროთ ბავშვს გამოიმუშაოს ჯანსაღი ძილის ჩვევა თვითონ. ნუ ინერვიულებთ, თუ სხვა მშობლები გეუბნებიან, რომ მათ ჩვილს უკვე კარგად სძინავს მთელი ღამე. სრულყოფილი ძილი შედარებითია, თუნდაც ჩვილებთან მიმართებაში, რომელთაც დილის 5-6 საათამდე უწყვეტად სძინავთ. მშობლებს, რომელთაც ჩვილები ჰყავთ მზად უნდა იყვნენ იმისათვის, რომ მოუწევთ 3-ჯერ 4-ჯერ გაღვიძება ღამის განმავლობაში.