მენიუ

მითითებები ჩვილის ძილთან დაკავშირებით

ორსულობის ბოლო თვეებში დედას ძილის რეჟიმი ერღვევა. თუმცა რეალური გამოცდა წინ გაქვთ, როცა პატარა მოევლინება ამ ქვეყანას. კარგი ამბავი ის არის, რომ ეს ნორმალურია, პირველ თვეებში ჩვილსაც სჭირდება კვება ღამით და ნუ გაგიკვირდებათ, რომ ისინი არ შეიკავებენ თავს დაგიფრთხონ ტკბილი ძილი რამდენჯერმე ღამის განმავლობაში.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თქვენც გაქვთ თქვენი მოთხოვნები. აუცილებლად გჭირდებათ ენერგიის აღდგენა აქტიური და მომქანცველი დღის შემდეგ, რათა სიხარულით და სიამოვნებით იცხოვროთ თქვენს პატარასთან ერთად.

საქმიანი დღე გაძლევთ შანსს გაატაროთ მშვიდი ღამე

დღის განმავლობაში ბავშვს სურს გართობა. უნდა ჭამა, ყველაფრის თვალიერება, ნივთის ხელში ჩაგდება, მოსმენა, ხოხვა და თამაში. თუ არ იჩენს ინტერესს და სურვილს, რომ იყოს აქტიური, თავს განზე წევს, ამთქნარებს და თვალებს იფშვნეტს. აცადეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაშინვე უნდა დააძინოთ. ხანმოკლე შესვენებები, კოტრიალი და გორაობა მცირე ხნით, გადართავს ბავშვის ყურადღებას სხვა მიმართულებით.

ბევრი ბავშვი 6 თვის შემდეგ დღეში 2-ჯერ იძინებს, 90 წუთით თითო ჯერზე, ყოველ დილით და დღის მეორე ნახევარში. 1 წლის შემდეგ კი უმეტესობას აკმაყოფილებს მხოლოდ შუადღის 1 საათიანი ძილი.

ნუ აქცევთ ღამეს დღედ

თუ თქვენი ბავშვი იღვიძებს ღამით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ჩართეთ ბუნდოვანი შუქი და არ იხმაუროთ. არ ამოიყვანოთ ბავშვი საწოლიდან უცბად. ჯერ ესაუბრეთ მშვიდი ალერსიანი ხმით, ან უმღერეთ.

დაახლოებით, ექვსი თვის შემდეგ, ბავშვების უმეტესობა აღარ ითხოვს ღამით კვებას. დააკვირდით, ბავშვი მართლაც მშიერია და იმიტომ იღვიძებს, თუ უბრალოდ ერთობა და ტყუილად უჭირავს ძუძუ ან ბოთლი პირში, რათა ისევ დაიძინოს. თუ ბავშვი მშიერია, მაშინ ეცადეთ მისცეთ უფრო სრული საკვები ძილის წინ და ცოტა უფრო გვიან.

რეჟიმი და ჩვევები

იმისათვის,რომ ბავშვმა ისწავლოს ნორმალური ძილი, აუცილებელია დღის ჯანმრთელი რიტმის შემუშავება. უპირველეს ყოვლისა, ასაკის შეასაბამისი სწორი კვების რეჟიმის დაგეგმვა და სწორად შერჩეული საღამოს საკვები. ყველაფერი ერთად დაეხმარება პატარას გამოიმუშაოს სწორი ცხოვრების რიტმი დღის და ღამის განმავლობაში. ძილის წინა ჩვევები გაუადვილებს ბავშვს მოემზადოს ძილისთვის. ერთსა და იმავე დროს დაწოლა და უცვლელი საღამოს პროგრამა არის საუკეთესო გზა მშვიდი ძილის მისაღწევად. სათამაშოებით აღტკინება, გართობა და მსგავსი აქტივობა კარგია დილის საათებში და შუადღისას. საღამოს კი უმჯობესია სურათებიანი წიგნები, ლექსები ან გორაობა დივანზე. შემდეგ აბანავეთ, გაუსუფთავეთ კბილები და ჩააწვინეთ საწოლში. ცოტა ხნით შეყოვნდით საწოლთან, უმღერეთ ან წაუკითხეთ ზღაპარი. არ დაგავიწყდეთ კოცნა და მოფერება.

ბავშვს უნდა ეძინოს ერთსა და იმავე ადგილას. პედიატრები გვირჩევენ, დავაწვინოთ ცალკე საწოლში მშობლების საწოლთან ერთად ,დაბადებისთანავე. თუ ბავშვი გაიღვიძებს ღამით ყველაფერი ნაცნობი იქნება გარშემო, ამიტომ ადვილად გააგრძელებს ძილს, მშობლის დახმარების გარეშე.