შენიშვნები ჭურჭელთან დაკავშირებით

ქილების, თასების და ქვაბების მომზადება

ქილების, თასების და ქვაბების მომზადება ამოიღეთ იმდენი მოცულობის საკვების მასალა, რამდენსაც სავარაუდოდ შეჭამს ბავშვი და შეათბეთ წყლის ჭურჭელში ან მიკროტალღურში. ჭურჭელში ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 70 ° C, რათა იარლიყი არ მოძვრეს და ქილა ხელიდან არ გაგისხლტეთ.

  • გათბობის შემდეგ კარგად მოურიეთ საჭმელს ქვაბში ან თასში პლასტიკური კოვზით და ყურადღებით შეამოწმეთ ტემპერატურა.
  • კვლავ არ გამოიყენოთ განათბობი დარჩენილი საკვები.
  • დარჩენილი ნაწილი, რომელიც არ შეგითბიათ შეიძლება გააჩეროთ თავდახურულ მაცივარში, მაგრამ მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ 1 - 2 დღე (იხ მითითება იარლიყზე).
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ: ჭურჭელში ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 70 ° C, რათა იარლიყი არ მოძვრეს და ქილა ხელიდან არ გაგისხლტეთ.

ფრთხილად მოიქეცით ქილასთან დაკავშირებით

ფრთხილად მოიქეცით ქილასთან დაკავშირებით ჩვენ მიერ წარმოებული ქილები შემოწმებულია. ნაწარმი უნდა იყოს საიმედოდ დალუქული და შეფუთულიც, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია, ქილის შიგთავსის საიმედოდ შესანახად, რათა თქვენს ჩვილს მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის საკვები. მაგრამ მაინც შეამოწმეთ პაკეტი მაღაზიაშივე, რომ არ იყოს რაიმე დაზიანება მის მოხმარებამდე.

რაც შეეხება ქილებს, შეამოწმეთ( "სახურავის ტესტი"), რომელიც უნდა იყოს ჩაზნექილი (ოდნავ ქვემოთ ჩაღუნული) და არ უნდა მოექცეს ხელით დაწოლის ქვეშ. ქილა, რომელიც შუაში ამოზნექილია ითვლება უვარგისად. ამასთან, გახსნისას სახურავი უნდა გატკაცუნდეს.

რაც შეეხება ჯამებს და პატარა ქვაბებს, ისინი შეამოწმეთ ასე(ტესტი დაწოლით): ამოატრიალეთ ისინი ქვემოთ და ოდნავ ხელი მოუჭირეთ პლასტიკურ ჭურჭელს, თუ წვენმა გამოჟონა ის პაკეტი უვარგისია.