რა უნდა დალიოს და რა რაოდენობით ჩვილმა?

ჩვილებს და საერთოდ პატარებს ზოგადად აქვთ სითხის დიდი მოთხოვნილება და ამიტომ, მიეცით დამატებით სითხეები.1 დან 3 წლამდე ბავშვმა დაახლოებით 1 ლიტრი სითხე უნდა მიიღოს: მინერალური წყალი, უშაქრო ჩაი ან გაზავებული მაღალი ხარისხის ხილისა და ბოსტნეულის წვენები (1 წილი წვენი 2 წილი წყალი).

ისეთი სასმელები , როგორიცაა კოკა-კოლა ან სხვა გაზიანი სასმელი, შეიცავს ძალიან ბევრ შაქარს, ძალიან მდიდარია კალორიებით და ამიტომ არ არის რეკომენდებული. ტკბილი ან კოფეინის შემცველი სასმელი არ უნდა მივცეთ არც ჩვილებს და არც პატარა ბავშვებს.

გაითვალისწინეთ:

  • ყოველთვის სწრაფად დაალევინეთ.
  • არასოდეს მისცეთ ბოთლი ბავშვს. თქვენ თვითონ დაიკავეთ ბოთლი, რათა არ წოვოს დიდხანს.
  • 8 თვის შემდეგ ასწავლეთ დალევა ფინჯანიდან. რადგან ხანგრძლივი წოვა იწვევს კბილების კარიესს.