დიეტის გეგმა: 6 თვიდან

ძუძუთი კვება სადამდეც თქვენ და თქვენ ბავშვს გსურთ

* ძუძუთი კვების დაწყებიდან ბავშვის განვითარების მიხედვით- სულ მცირე 4 თვის ან 6 თვის შემდეგ შეადგინეთ სწორი კვების გეგმა

თქვენს ბავშვს აქამდე მხოლოდ დედის რძით ან რძის ფორმულით კვებავდით?

შემდეგ თანდათან აითვისეთ ხელოვნური საკვები, როგორც მითითებულია პაკეტზე მე -4, მე -6 თვეში მყოფი ჩვილებისათვის. იდეალური HiPP-ის პროდუქცია 4 თვის ასკის ბავსებისათვის.

გადაიყვანოთ ჩვილი ხელოვნურ კვებაზე მე -4 ან მე -6 თვიდან?

დიახ - ჭამს თუ არა თქვენი ბავშვი მთელ ულუფას კოვზით? მაშინ შეგიძლიათ დაამატოთ მეორე ხელოვნური საკვები ყოველდღიური მენიუს გეგმაში და დაამატეთ რძიანი ხორბლის ფაფა საღამოს. ხილის ფაფა დღის მეორე ნახევარში რეკომენდებულია, როგორც მესამე საკვები.

დილით ადრე და მოგვიანებით: ბავშვი ჯერ ისევ იკვებება დედის რძით ან HiPP 2 Follow-on რძის-ის ფორმულის საკვებით.

შესვენების დროს: შუადღისას შეგიძლიათ შესთავაზოთ ბავშვს HiPP-ის მრავალფეროვანი და გემრიელი მენიუ, რათა მადიანად მიირთვას.მაგალითად, ხორცის, თევზისა და ასევე ბოსტნეულის მენიუები.

მენიუები 6 თვიდან გთავაზობთ ოდნავ უხეშ საკვებს, ხოლო 8 თვიდან მცირედ დასაღეჭ საკვებს. დესერტად ჩვენ გირჩევთ რამდენიმე კოვზ სხვადასხვა ხილ-ფაფებს, რომლებიც მდიდარია C ვიტამინით. ვიტამინი C ეხმარება ორგანიზმს აითვისოს და შთანთქას რკინა ხორცის ნაწარმიდან.

შუადღის კვება: შუადღისას შეგიძლიათ მოაწოვოთ ძუძუ, ან მისცეთ HiPP-ის რძის ფორმულა. ამავე დროს რძის საკვებთან ერთად შეგიძლიათ დამატებით მისცეთ რამდენიმე კოვზი HiPP-ის ხილისა და მარცვლეულის ფაფა.

საღამოს კვება: როგორც მეორე, მთლიანი საკვები, რძის ფაფით შევცვალოთ საღამოს რძე.ე.წ. HiPP-ის Good Night Paps -შაქრის გარეშე, ეს არის იდეალური საღამოს კვება. არსებობს გამზადებული სახით ფხვნილი ქილაში, რომელიც, უბრალოდ, წყალში უნდა გახსნათ.

თქვენს ბავშვს ფაფასთან ერთად, მოსწყურდა კიდეც. უკვე დროა მიეჩვიოს დალევას, თუმცა არ დააძალოთ. მცირე მოწრუპვა სრულიად საკმარისია დასაწყისისათვის. მესამე, ხელოვნური საკვების დამატების შემდეგ კი მიეცით სითხე ყოველი ჭამის შემდეგ. წყალი და უშაქრო ჩაი საუკეთესო საშუალებაა წყურვილის მოსაკლავად.მიაქციეთ ყურადღება, რომ წყურვილის მოკვლის შემდეგ ბავშვმა ტყუილად არ გააგრძელოს წოვა.

შესაფერის პროდუქტთა ჯგუფის მოძიება შეგიძლიათ ფერადი კოდების მიხედვით თაროებზევე: