მენიუ

ბოთლები და შენახვა

რამდენად ცხელი უნდა იყოს წყალი რომ გახსნას რძის ფხვნილი?

ნუ გახსნით ფხვნილს მდუღარე წყალში რათა არ დაზიანდეს ვიტამინებისა და ბუნებრივი რძემჟავას კულტურები. გამოიყენეთ 40 - 50 ° C. ანადუღარი წყალი.HiPP-ის რძის ფორმულები იხსნება იოლად ამ ტემპერატურაზე. იმისათვის რომ მიაღწიოს სასურველ 40 - 50 ° C, ახლად ადუღებული წყლიანი ბოთლი ჩადეთ ცივი წყლით სავსე ჭურჭელში რამოდენიმე წუთით.

როგორ განვსაზღვრო ზუსტად საკვების ტემპერატურა?

საკვების ტემპერატურა შეიძლება შემოწმდეს მაჯის შიდა მხარეს. ის უნდა იყოს სასიამოვნოდ თბილი. შემიძლია რძის ფორმულა შევათბო მიკროტალღოვანში?თუ ფორმულა მზადდება პაკეტზე მითითებული ინსტრუქციებით, არ არის აუცილებელი, რომ შეათბოთ მიკროტალღოვანში, რადგან მას უკვე აქვს სასურველი ტემპერატურა.

შემიძლია რძის ფორმულა შევათბო მიკროტალღოვანში?

თუ ფორმულა მზადდება პაკეტზე მითითებული ინსტრუქციებით, არ არის აუცილებელი, რომ შეათბოთ მიკროტალღოვანში, რადგან მას უკვე აქვს სასურველი ტემპერატურა.

შეიძლება წინასწარ მომზადებული რძის ფორმულა შევინახო თბილად?

მზა რძის ფორმულები მომზადებისთანავე უნდა იქნას გამოყენებული ჰიგიენური მიზეზების გამო.თუ ბავშვმა ბოლომდე არ მიიღო საკვები, გთხოვთ მოამზადოთ ახალი მომდევნო კვებისათვის.

შენახვა

პაკეტის გამოყენება გახსნიდან 3 კვირის განმავლობაში არის შეაძლებელი. ალუმინირებული ქაღალდის პაკეტი ინახავს მის ვარგისიანობას და სურნელს. შეინახეთ ფხვნილი გრილ და მშრალ ადგილას, რათა მან შეინარჩუნოს სურნელიც და ხარისხიც. HiPP Milk Box-რძის ფხვნილის ყუთი დიდხანს უნარჩუნებს ფორმულას ხარისხს.

გაქვთ დამატებითი კითხვები?

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს პირად ექიმს.