მენიუ

ჰიგიენა

ბოთლები და საწოვარები უნდა კარგად გაირეცხოს და გასტერილდეს ყოველი ჭამის შემდეგ.

1. ყოველი ჭამის შემდეგ ბოთლი და სხვა ნივთები კარგად გარეცხეთ ჯაგრისით

2. გაწურეთ საწოვარა, გახეხეთ მარილით და კვლავ გარეცხეთ, შემდეგ ისევ გაწურეთ

3. გამოხარშეთ რეზინის საწოვარები ყოველი ჭამის შემდეგ(სილიკონის საწოვარას ნუ გამოხარშავთ)

4. მომდევნო გამოყენებამდე შეინახეთ სუფთა ჩაის ტილოში ან დახურულ კონტეინერში. შეამოწმეთ საწოვარას მდგომარეობა რეგულარულად. რეზინის საწოვარა შეიძლება დაზიანდეს და გაუჩნდეს ნახეთქები. ნაკბილარების, ნაკაწრების კვალი სილიკონის საწოვარაზე მიუთითებს მის დაზიანებას. უსაფრთხოებისათვის უნდა გამოცვალოთ დაუყოვნებლივ. გთხოვთ, ნუ გაასტერილებთ რძის ფხვნილის პლასტიკურ გასაზომ კოვზებს და არ გარეცხოთ ისინი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. კოვზს, როგორც წესი, არ სჭირდება გარეცხვა.

საჭიროების შემთხვევაში,კოვზი გარეცხეთ ხელით და გაამშრალეთ კარგად. დაზიანებული კოვზები აღარ უნდა გამოიყენოთ. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოითხოვოთ ახალი საზომი კოვზი HiPP-ის რძის ფორმულების მშობელთა მომსახურების ცენტრში.

გაქვთ დამატებითი კითხვები?

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს პირად ექიმს.