მენიუ

ლაქტოზასთან  შეუთავსებლობა

რძე და რძის პროდუქტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ბავშვის ჯანსაღი ზრდისათვის, რადგან სხვა კომპონენტებთან ერთად, ისინი უზრუნველყოფენ ორგანიზმს ძვირფასი კალციუმით, რაც საჭიროა ძვლების სიმტკიცისათვის.

ზოგიერთი ბავშვის ორგანიზმი არ იღებს ლაქტოზის(რძის შაქარი) შემცველ რძეს, რადგან მათი ორგანიზმი ვერ გადაამუშავებს ლაქტოზას სათანადოდ (ლაქტოზას შეუთავსებლობა). ასეთი შეუთავსებლობა ხშირად აისახება მუცლის ტკივილით, მეტეორიზმით ან დიარეათი (კუჭ-აშლილობით).ამ სახელმძღვანელოში თქვენ შეისწავლით ყველაფერ ს ლაქტოზას თან შეუ თავსებლობის შესახებ.

 

რა არის ლაქტოზას შეუთავსებლობა?

ლაქტოზა (რძის შაქარი) შეუთავსებლობა არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ვერ ხდება ლაქტოზის  ბუნებრივი ნახშირწყლების ათვისება სათანადოდ და რომელიც გვხვდება ყველა რძის პროდუქტში.

მათ, ვისაც აწუხებს ლაქტოზთან შეუთავსებლობის პრობლემა,  ვერ გადაამუშავებენ სათანადოდ ლაქტოზას, რადგან ის ფერმენტი, რომელიც საჭიროა მის გადასამუშავებლად არ

არის ორგანიზმში საკმარისი მოცულობით  და მისი დიდი ნაწილი რჩება აუთვისებელი მსხვილ ნაწლავში. ეს იწვევს მეტაბოლიზმს ნაწლავებში  და იწვევს გაზების დაგროვებას(მეტეორიზმს) და ფაღარათს, შესაბამისად მუცლის შებერილობას და ტკივილს საკვების მიღების შემდეგ.

მათ, ვისაც ლაქტოზას მიმართ აქვთ შეუთავსებლობა არ არიან ავად, მაგრამ მაინც განსაკუთრებული ყურადღება უნდა  მიაქციონ  დიეტას. ამით თავიდან აიცილებენ დისკომფორტს ლაქტოზას ათვისების პროცესში. მისი მოცულობა აუცილებლად უნდა შემცირდეს, ისე, რომ რძე და რძის პროდუქტების მოხმარება არ შევწყვიტოთ. რადგან ისინი მნიშვნელოვანი ნუტრიენტები არიან. ასეთ დროს უნდა მიიღონ სპეციალური საკვები ლაქტოზას გარეშე ან ნაკლები შემცველობის ლაქტოზას პროდუქტი.

დღესდღეობით ლაქტოზას შემცველობასთან შეუთავსებლობა საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. მაგალითად გერმანიაში ადამიანთა

15%-ს  აწუხებს ეს მოვლენა.  

რა სარგებლობა აქვს ლაქტოზას ბავშვის ორგანიზმისათვის?

ლაქტოზა არის მთავარი ნახშირწყალი ძუძუმწოვართა რძეში. დედის რძეში ასევე  მაღალი ლაქტოზას ემცველობა (. 7 / 100 მლ), რაც ჩვილის ორგანიზმში ენერგიის წყაროს წარმოადგენს.

საჭმლის მონელებისას, ლაქტოზა აღწევს  წვრილ ნაწლავამდე, სადაც იგი იშლება  გლუკოზისა და გალაქტოზის კომპონენტებად. შემდეგ ისინი გადადის  სისხლის ნაკადში ნაწლავების კედლების მეშვეობით და გამოიმუშავებენ ენერგიას.

გარდა  ამისა, ლაქტოზა ხელს  უწყობს ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილიჯანსაღი ნაწლავური ფლორის შექმნას. ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილის ასაკის ზრდასთან ერთად, ლაქტოზის დაშლა უკეთესად მიმდინარეობს . მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ლაქტოზას შეუთავსებლობა არის თანდაყოლილი. ასეთ ადამიანებში ანდაზმულობასთან ერთად ლაქტოზას მონელების უნარი შეიძლება ძალიან დაქვეითდეს - ე.წ.(პირველადი ლაქტაცია). ეს არის ყველაზე გავრცელებული ფორმა ლაქტოზას შეუთავსებლობის და შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები ჯერ კიდევ ბავშვობაში. ასეთ დროს  უნდა მიმართოთ აუცილებლად ექიმს.

აქვს თუ არა ჩემს ბავშვს ლაქტოზასთან შეუთავსებლობა?

შესაძლო სიმპტომები და ტესტირების მეთოდები, ლაქტოზას შეუთავსებლობა აისახება ჩივილებით  ნაწლავის ტრაქტში რძის  პროდუქტების მოხმარების შემდეგ.მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, დიარეადა ღებინების სახით.

სიმპტომები აბსოლიტურად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ლაქტოზ შეთვისების უნარის ხარისხთან. მისი გამომჟღავნება არ ხდება ერთნაირად. იმისათვის, რომ გამოირიცხოს სხვა მიზეზები, მიმართეთ პედიატრს.

პედიატრი გამოიკვლევს ყველა შესაძლო მიზეზს იმისათვის, რომ გამოირიცხოს ყველა ეჭვი. 

ერთ-ერთი ასეთი ტესტია სუნთქვის ტესტი ლაქტოზას ათვისების პროცესში (წყალბადის სუნთქვის ტესტი). ეს არის ძალიან საიმედო ტესტი და გამოიყენება ახალ-ფეხადგმულ  ერთ წლამდე ბავშვებში : ბავშვს ასმევენ ლაქტოზას ხსნარს ცარიელ კუჭზე  და რამდენიმე საათის შემდეგ ზომავენ წყალბადის ოდენობას შესუნთქვის დროს.

რა არის საკვების შეუთავსებლობა და რა არის ალერგია?

საკვების მიმართ ალერგია არის ძალიან განსხვავებული საკვების შეუთავსებლობასთან შედარებით. საკვების მიმართ ალერგია ყოველთვის ითრევს იმუნურ სისტემა. როგორც წესი, იმუნური სისტემა რეაგირებს  თავდაცვის რეაქციით, გარკვეული ნივთიერებების საშუალებით (ცილებით), რომელებიც უვნებელნი არიან ჯანმრთელი ადამიანისათვის. ხშირად, თუნდაც მინიმალური რაოდენობა ("კვალი") არის საკმარისი იმისათვის, რომ გამოიწვიოს რეაქცია. ტიპიური ალერგიის სიმპტომებია: ცემინება, კანზე გამონაყარი, ქავილი, წითელი თვალები და ქოშინი.

საკვები შეუთავსებლობის დროს კი, პირიქით, იმუნური სისტემა არ არის ჩართული. აქ მიზეზი შეიძლება იყოს სხვა, მაგალითად შიდა სხვა პროცესები, ან საჭმლის მონელებაში არსებული გართულებები, ნაწლავში ფერმენტების ნაკლებობის გამო. საკვების მიღების შემდეგ  მან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.ასეთ დროს, მიღებული საჭმლის ოდენობასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება და აქედან გამომდინარე, საკვების ალერგიისაგან განსხვავებით, საჭმლის მცირე რაოდენობის ათვისება ხშირად უფრო ადვილად ხდება.

როდის იწვევს ძროხის რძე რეაქციას,ამის დადგენა მნიშვნელოვანია, რათა  განვასხვავოთ ნამდვილი ალერგია ძროხის რძის ცილისა და ლაქტოზას მიმართ შეუთავსებლობაში:

იმ შემთხვევაში, თუ ძროხის რძის ცილა იწვევს  ალერგიას, ძროხის რძე  მთლიანად უნდა  შევზღუდოთ და ექიმის რჩევით, კალციუმით მდიდარი სხვა ალტერნატიული საკვები უნდა ვეძებოთ.

ლაქტოზასთან შეუთავსებლობის შემთხვევაში, პირიქით, რძე და რძის პროდუქტების ათვისება შეიძლება  ხდებოდეს ინდივიდუალურად, განსხვავებული ხარისხით. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება ნახევარი ჭიქა რძე, ან იოგურტი უპრობლემოდ აითვისოს,მაშინ, როდესაც, სხვები რამდენიმე წუთში რეაგირებენ. ლაქტოზას შეუთავსებლობის დროს, ორგანიზმს უჭირს ლაქტოზის დაშლა გარკვეული საკვების მიღების შემდეგ.

ასეთ დროს რეკომენდებულია,  HiPP-ის Growing-up- რძე,რომელიც ლაქტოზასაგან  გამოთავისუფლებულ საკვებ პროდუქტად არის მიჩნეული, 1 წლის და მეტი ასაკის ბავშვებისათვის, რადგან იგი შეიცავს  რძის ყველა ღირებულ ნუტრიენტებს.

ლაქტოზასთან შეუთავსებლობის დროს აუცილებელია მთლიანად შევზღუდოთ რძე?

ბევრი თვლის, რომ ლაქტოზასთან შეუთავსებლობა აიძულებს მათ საერთოდ უარი თქვან  რძეზე და დაიცვან დიეტა თვითონაც და მათი ოჯახის წევრებმაც, იმ პროდუქტების მიღებისაგან,რომლებიც რძისგან იწარმოება, თუმცა ეს არ არის საჭირო, რადგან თუნდაც მწვავე ლაქტოზას  დროს, სხვადასხვა მოცულობის ლაქტოზას ათვისება მაინც ხდება გართულების გარეშე. 

რძე და რძის პროდუქტები შეიცავს ბევრ ჯანსაღ საკვებ ნივთიერებ და, უპირველეს ყოვლისა,

კალციუმის მნიშვნელოვანი წყარო. მათი სრული შეზღუდვა შეიძლება გახდეს პრობლემური, განსაკუთრებით ახალფეხადგმულ ჩვილებში, რადგან ადრეულ ასაკში გარკვეული ოდენობის კალციუმი აუცილებელია ძვლის ზრდისა და სიმტკიცისათვის. 

თუ  ლაქტოზას დიეტაა საჭირო ჩვილის ადრეულ ასაკში, რძე და რძის პროდუქტები არ უნდა ავკრძალოთ, არამედ ავირჩიოთ შესაფერისი ფორმულის საკვები -HiPP Growing-up-ის რძე, ნაკლები ლაქტოზას შემცველობით, 1 წლის  და მეტი ასაკის ბავშვებისათვის, რომელიც მდიდარია ძვლის ზრდის ხელშემწყობი ყველა კომპონენტით, როგორიცაა მაღალი ხარისხის ცილა, კალციუმი, D ვიტამინი, რკინა და იოდი. 

 

სანამ გამოიყენებთ  საკვებ ფორმულას ლაქტოზას შემცველობის გარეშე, უნდა  მიმართოთ კონსულტაციისათვის თქვენს პედიატრს. მას შეუძლია დაგინიშნოთ შესაბამისი დიეტა და მოგცეთ საჭირო რჩევები.

იცხოვრე ლაქტოზას შუთავსებლობასთან ერთად

თუკი, თქვენ ან თქვენ შვილ უკვე დაუსვეს ლაქტოზასთან შეუთავსებლობის დიაგნოზი, დიეტა უნდა შეიცვალოს. ლაქტოზასთან შეუთავსებლობა არ იკურნება, მაგრამ სწორად შერჩეული დიეტა ხშირად მთლიანად აგაცილებ გართულებებს.

თავდაპირველად, საკვები, რომელიც შეიცავს ლაქტოზას, ნაწლავური გართულების თავიდან ასაცილებლად უნდა ავკრძალოთ  და გარკვეული დროის შემდეგმცირე რაოდენობით  უნდა განვაახლოთ. საკვების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ათვისების უნარს და აგრეთვე იმას, რა საჭმელთან ერთად შეიძლება მისი მიღება, რა დროს და დღის რომელ პერიოდში. ლაქტოზას ცალკე მიღების შემთხვევაში მისი მონელება უკეთესად ხდება, ვიდრე ჭამის შუალედებში. ყველი, მაგალითად,  შეიცავს ცოტა ლაქტოზას და ადვილად ხდება მისი მონელება. იოგურტიც სასარგებლოა და ადვილად ასათვისებელი, ოღონდ მცირე რაოდენობით.

 

არავინ არ უნდა შეიზღუდოს მთელი ცხოვრება  დიეტით, მაგრამ  მისი სწორი  მართვა აუცილებელია.  დისკომფორტის შემცირების მიზნით  შექმნილია სხვადასხვა სახეობის საკვები, რომლებიც ამავდროულად ხელს უწყობს ზრდის პროცესს და ამარაგებს ყველა საჭირო კომპონენტებით ერთი წლამდე და მეტი ასაკის ბავშვებს- HiPP Growing-up-ის რძით ლაქტოზას გარეშე. 

HiPP Growing-up Milk -ლაქტოზას გარეშე

HiPP Growing-up რძე ლაქტოზ გარეშე ძალიან ადვილია მოსანელებლად და ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ მისი გემო, რომლის შემადგენლობაშიც  არის<0.1 გ/100 მ/ლ  ლაქტოზა და იდეალური საკვებია იმ ბავშვებისათვის  სიცოცხლის პირველივე წელს, რომელთა ორგანიზმსაც უჭირს ლაქტოზას ათვისება. ეს საკვები შეიცავს მნიშვნელოვან  ნივთიერებებს ზრდისათვის: ვიტამინებს და მინერალებს, რომელიც აუცილებელია 1წლის და მეტი ასაკის ბავშვებისათვის:

  • უამრავ ძვირფას რკინას სისხლის ფორმირებისა და გონებრივი განვითარებისათვის
  • ვიტამინი D, რომელიც ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და ამდენად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძვლის სტრუქტურის მშენებლობისათვის
  • შემცირებული ცილის შემცველობა შესაფერისი ბავშვებისათვის

ეს პროდუქტი იდეალურია, როგორც ნაწილი შერეული დიეტისა, სასმლის სახით საუზმეზე, muesli-ისთან ერთად, სადილად  ან  კვების შუალედებში.

HiPP-ის Growing-up რძე ლაქტოზას გარეშე, არ არის სასარგებლო ძროხის რძის ცილის მიმართ ალერგიული ბავშვებისათვის, ამიტომ ძროხის რძე მთლიანად უნდა ამოიღოთ კვებიდან.  ალტერნატიული საკვების შერჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

HiPP-ის Growing-up  ლაქტოზა არ არის შესაფერისი გალაქტოსემიას შემთხვევაშიც.

საკვების ზედამხედველობა