ორგანული რძის შექმნის მეთოდი

როგორ მოხდა HiPP-ის მიერ ორგანული რძის ფორმულის შექმნა?

HiPP იყენებს მხოლოდ ფერმებიდან მოწოდებულ რძეს და მკაცრად იცავს ორგანული წარმოების მიმართ დადგენილ წესებს. ძროხებს აქვთ სათანადო კვების და მოვლის პირობები, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ისინი 200 დღის განმავლობაში ბუნებრივ მდელოებზე ბალახობენ და ეს საძოვრები არ მუშავდება ქიმიური სასუქებით ან სინთეზური მინერალებით. საქონლის კვება ბუნებრივი კვების საშუალებით-ბალახით, თივით და მარცვლეულით უზრუნველყოფს საუკეთესო ბუნებრივ ხარისხს, რომლიდანაც საბოლოოდ ჩვენ ვიღებთ ჯანსაღ რძეს. ეს არის ის, რაც HiPP-ის ორგანულ რძის ფორმულას სძენს მაღალ ხარისხს.

HiPP-ის ორგანული რძე მკაცრად კონტროლდება

ეს ყველაფერი მუდმივად მოწმდება დამოუკიდებელი კონტროლის ინსტიტუტების მიერ. გარდა ამისა, HiPP-ის საკუთარ ლაბორატორიებში მოწმდება ყველა პროდუქტი და ეს შემოწმება უფრო მკაცრი სტანდარტებით ხდება, ვიდრე საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ დადგენილი კანონით არის გათვალისწინებული. ეს არის იმის გარანტია, რომ თქვენი ბავშვი იკვებება საუკეთესო ორგანული რძით.