მენიუ

რა უნდა გავითვალისწინოთ ძუძუდან რძის გამოწველის დროს?

ბავშვის დაბადებისთანავე პირველი რამდენიმე კვირის შემდეგ, არსებობს სიტუაციები, როცაგიხდებათ საყიდლებზე სიარული, ექიმთან  ვიზიტები, ან გაქვთ სოციალური ვალდებულებები და ამიტომ გიხდებათ სახლიდან გასვლა. ხანდახან ხანგრძლივი დროითაც.

შეგიძლიათ თქვენი ბავშვი თქვენთან ერთად წაიყვანოთ, ან დამხმარე ქალს დაუტოვოთ, საჭიროების შემთხვევაში? თქვენ ყოველთვის შეძლებთ იპოვოთ წყნარ ადგილი, რათა ბავშვი გამოკვებოთ ძუძუთი. თუ ეს არ არის შესაძლებელი, მაშინ შეგიძლიათ წინასწარ  გამოწველილი რძე დაუტოვოთ მომვლელს , ან მამას, ან ახლობელს, რომ ბოთლით მიაწოდონ ჩვილს საკვები.

გამოწველილი დედის რძე სიფრთხილით უნდა მიეწოდოს ბავშვს, მედდის რჩევის შესაბამისად.

გამოწველილი რძე შეინახეთ მაცივარში  + 4 ° C - + 6 ° C (ამოწმეთ ტემპერატურა თერმომეტრით) შესაბამისად, მჭიდროდ დახურული, სუფთა ბოთლით (მინის ან პლასტმასის) მაქსიმუმ 2 დღით. გამოწველილი  რძე არ უნდა იყოს მოთავსებული მაცივრის  კარებზე, არამედ უკანა მხარეს, სადაც უფრო მეტად დაბალი ტემპერატურაა.

მნიშვნელოვანი:

ყველა ჭურჭელი, რომელსაც დედის რძესთან აქვს შეხება, უნდა იყოს მაქსიმალურად სტერილური: გარეცხეთ ბოთლები თბილი წყლით და ჯაგრისით, გაასტერილეთ 3 წუთის განმავლობაში, ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში 65°C ტემპერატურაზე. თუ გსურთ რძის შენახვა დიდი ხნით, იგი უნდა მოათავსოთ 4 ვარსკვლავიან მშრალი ყინვის მაცივარში, მინიმუმ -20°-ზე და მოხმარების წინ დაბალ ყინვაზე ნელა უნდა მოხდეს გალღობა 24 საათის განმავლობაში, ან ჩადეთ ცივ წყალში, ან შეუშვირეთ ცივი წყლის ნაკადს. ეცადეთ არ დაასველოთ ბოთლის სახურავი. მიკროტალღოვანში გალღობა დაუშვებელია. კარგი იქნება თუ ბოთლს წრიულად დაატრიალებთ გამოყენებამდე (მხოლოდ წრიული მოძრაობით ამოძრავეთ და არ აანჯღრიოთ) რადგან რძის ცხიმი შეიძლება არ იყოს გახსნილი.