მენიუ

როდის და როგორ გადავიდეთ ხელოვნურ კვებაზე?

როდის უნდა მოხდეს ბავშვის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა? ზოგი ბავშვი იმაზე დიდხანს აგრძელებს ძუძუთი კვებას, ვიდრე მის დედას წარმოედგინა. ეს ინდივიდუალურია. ჩვილებს მაინც სჭირდებათ დამატებითი კვება ნორმალური ზრდისათვის 4 თვიდან 7 თვემდე და შემდგომ ნელ- ნელა მოვაშოროთ ძუძუს. ეს არის ბავშვის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის ყველაზე ბუნებრივი გზა .

თქვენ შეგიძლიათ აწოვოთ ძუძუ მანამ, სანამ ბავშვს აკმაყოფილებს დედის რძე, მაგრამ თუ გსურთ გადაიყვანოთ ხელოვნურ კვებაზე ეს უნდა გააკეთოთ თანდათანობით შესაბამისი რძის ფორმულით.

თუ თქვენი ბავშვი უარს ამბობს "სხვ" რძეზე ან საწოვარაზე, ჯერ სცადეთ გამოწურული რძე, ან დაასველთ საწოვარა დედის რძეში.

როდესაც ბავშვი შეეჩვევა ბოთლს, მიეცით რძის შესაბამისი ფორმულა. თქვენი რძეც შემცირდება მკერდში მას შემდეგ, როდესაც ბავშვი ნაკლებად მოწოვს ძუძუს.

მნიშვნელოვანი შენიშვნა:

ძუძუთიკვება არის საუკეთესო და ყველაზე იაფი სახის კვება თქვენი ბავშვისათვის და ამავე დროს, უზრუნველყოფსდაავადებისაგან მის დაცვას. ხშირი კვება არის საუკეთესო გზა, რათა ხელი შეეწყოს ძუძუდან რძის ნაკადის ზრდას.ძუძუთი კვების დროს დაიცავით სწორი კვების დიეტა. ხელოვნურ კვებაზე გადასვლა და დამატებითი საკვების მიცემა ნიშნავს ძუძუთი კვების შემცირებას და ამ გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გირჩევთ ძუძუთი კვებას, პირველი 6 თვის განმავლობაში. რჩევისთვის მიმართეთ თქვენს კლინიკას ან პედიატრს.