დედის რძის თვისებების მკვლევართა ჯგუფი

დაბადების შემდეგ დედის რძე არის ჯანმრთელი ცხოვრების საფუძველი. საკვები დიდ როლს თამაშობს და აქედან გამომდინარე დედის რძე არის საუკეთესო ჩვილის განვითარებისათვის, რადგან ის შეიცავს უნიკალურ ელემენტებს, რომელთაც გააჩნია ალერგიასა და დაავადებებთან ბრძოლის უნარი.

ასე, რომ ის ბავშვები, რომლებიც ხელოვნურ კვებაზე არიან, მიიღებენ საუკეთესო ხარისხის ჩვილის საკვებ ფორმულას, რომლის მწარმოებელიც გახლავთ HiPP. იგი არის უმაღლესი ხარისხის, უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე დაფუძნებული და დედის რძესთან მაქსიმალურად მიახლოებული საკვები.

HiPP-ის მკვლევართა ჯგუფი, შეისწავლის დედის რძის შემადგენლობას და მის დადებით თვისებებს ჩვილის ჯანმრთელობისათვის. საერთაშორისო ექსპერტები მუდმივად განიხილავენ ყველა ახალ მიღწევებს და ცდილობენ გაითვალისწინონ ეს მიღწევები პროდუქტის ხარისხის ამაღლებისათვის.

2007 წლისათვის ამ ჯგუფის კვლევამ დაადასტურა, რომ ნატურალური რძის მჟავისა და დედის რძის დიეტური ბოჭკოების ნაერთი არის საუკეთესო კომბინაცია მომავალში ჩვილის საკვების განვითარებისათვის.

2010-2011 წლებში ჩატარდა ორი კლინიკური კვლევა (რძის-ოლიგოსაქარიდები - რძის შაქრისგან მიღებული) და საბოლოო დასკვნები წარედგინა საერთაშორისო პროფესიონალ აუდიტორიას. მასში ნაჩვენებია, რომ ჩვილის ახალი საკვები ფორმულა არის დედის რძის შემადგენლობასთან ძალიან ახლოს და ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვებისათვის მისი მიცემა დაშვებული სასარგებლოა.

დღეს, HiPP გახლავთ პირველი ბრენდი ჩვილის ახალი ფორმულის წარმოებაში, რომელიც აძლევს დედებს იმის შესაძლებლობას, რომ მათმა ჩვილებმა სასარგებლო ბოჭკოების შემცველობის საკვები მიიღონ (GOS*), რომელიც გამდიდრებულია ნატურალური რძის მჟავისა და Omega-3-ის ცხიმოვანი მჟავების კომპონენტებით. მისი გამოყენება დასაშვებია ძუძუთი კვების შეწყვეტის შემდეგაც.

*გალაქტო-ოლიგოსაქარიდები - ლაქტოზასგან მიღებული