მენიუ

კონფიდენციალურობის პოლიტიკა და ზოგადი გამოყენების პირობები

ძვირფასო სტუმარო,

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება  ჩვენს საიტზე! მზად ვართ იმისთვის, რომ თქვენი ანონიმურობა იყოს დაცული , როგორც  კონფიდენციალური ინფორმაცია.  ამ გვერდზე  ჩვენ შეგატყობინებთ ჩვენ მიერ კონფიდენციალურობის  დაცვის პოლიტიკას ონლაინ შეთავაზებების თაობაზე. გთცოვთ, მოგვმართოთ ნებისმიერ საკითხზე. 

გისურვებთ  ბევრ სასიამოვნო და სასარგებლო ინფორმაციის მიღებას ჩვენს ინტერნეტ-პორტალზე! 

თქვენთვის,  HiPP-ის ჯგუფი

შენიშვნა: იხილეთ ასევე მონაცემთა დაცვის დირექტივები გვერდის ბოლოს

1. მონაცემთა დაცვა ინტერნეტშემოთავაზებებისას და Baby კლუბი

HiPP-ის კომპანიების ჯგუფი პასუხისმგებლობით ეკიდება პიროვნებების მონაცემების კონფიდენციალურობას. მათ შორის სახელის, მისამართის, ტელეფონის ნომრებისა და ელექტრონული ფოსტის.

თქვენი მონაცემები იქნება ამოღებული, გადამუშავებული და გამოყენებული საქართველოს მონაცემთა დაცვის კანონის მიხედვით.
იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და დავიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა, HiPP ჯგუფის მხოლოდ სათანადო უფლებამოსილების თანამშრომლებს აქვთ თქვენს მონაცემებზე წვდომის უფლება. HiPP ჯგუფის ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას მონაცემთა დაცვის ქართული რეგულაციები. სერვისის გამწევ კომპანიებთან იდება ხელშეკრულებები მონაცემების კონფიდენციალურობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მათ სჭირდებათ წვდომა ამ ინფორმაციაზე, ამ დროს მომსახურების გამწევი კომპანია, მისი თანამშრომლებით ირწმუნება, რომ შეინარჩუნებენ და დაიცავენ პიროვნებების პირად მონაცემებს. გარდა ამისა Hipp-ის კომპანიების ჯგუფმა შექმნა უსაფრთხო IT გარემო და ახორციელებს ყველა შესაბამის ღონისძიებას. იმისთვის, რომ მოხდეს მონაცემების უსაფრთხო გამოყენება და აცილებული იქნას თავიდან უნებართვო წვდომა, პირადი მონაცემების ბოროტად გამოყენება.

გაეცანით ჩვენს საწყის გვერდზე კანონით აუცილებელი პროცესების ჩამონათვალს.

იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი შემოთავაზებების მუდმივად გაუმჯობესება, ასევე მარკეტინგული და ოპტიმიზაციის მიზნებისთვის , ჩვენი ინტერნეტშემოთავაზებებისთვის, ვითვალისწინებთ სტატისტიკურ მონაცემებს. ამ მიზნით ხდება მონაცემების შესაბამისი სტატისტიკური ტექნოლოგიებით შეგროვება და დამახსოვრება. მონაცემებიდან ხდება ფსევდომომხმარებლის პროფილის შექმნა. ამისთვის გამოიყენება Cookies. Cookies არის პატარა ტექტსური ფაილები, რომლის დამახსოვრებაც ხდება გვერდის ვიზიტორის ინტერნეტ-ბრაუზერის ადგილობრივ ქეშში. Cookies მომხმარებლის ინტერნეტ ბრაუზერი ხელახალი ამოცნობის საშუალებას იძლევა. აღებული მონაცემები არ გამოიყენება იმისთვის, რომ მოხდეს ვებგვერდის ვიზიტორის პიროვნების იდენტიფიცირება და არც იმისთვის, რომ მათი მონაცემების გავრცელება მოხდეს ფსევდო მომხმარებლის საშუალებით.

ვებ-გვერდზე შემოთავაზებების დახვეწისას მიმდინარე ცვლილებებმა შესაძლებელია გამოიწვიოს ასევე ცვლილებები მონაცემთა დაცვის წესებში. ამ წესების ნახვა ყოველთვის შესაძლებელია online. ადევნეთ თვალყური მიმდინარე ცვლილებებს ჩვენს ვებ-გვერდზე. მითითებული პირადი ინფორმაციის წაშლა ან შეცვლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. გთხოვთ, ამისთვის მიმართოთ მშობელთა განყოფილებას.

პორტალი www.hipp.ge და მისი შინაარსი შესაძლებელია ნებისმიერ დროს წაიშალოს, შეიცვალოს, ან დროებით გამოირთოს HiPP-კომპანიების ჯგუფის მიერ. ის არ იძლევა ამ პორტალის მუდმივად მუშაობის გარანტიას. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ვიზრუნებთ, რომ ჩვენმა პორტალმა ნებისმიერ დროს მთელი სიძლიერით იმუშაოს. ინფორმაციის დაკარგვის შემთხვევაში პრეტენზიები და ზარალის ანაზღაურება არ განიხილება. ყველა სხვა კითხვისთვის თქვენს განკარგულებაში ვართ ნებისმიერ დროს. გაერთეთ და ისიამოვნეთ ჩვენი ინტერნეტ პორტალით.

მონაცემთა დაცვის ოფიცერი:

Herr A. Maier
ტელეფონი: +49 8441 757-384
ელ-ფოსტის გაგზავნა: datenschutz(at)hipp.de

ძალაშია: 10.07.2015

მონაცემების დაცვის დავალება

მოხარულნი ვართ, რომ თქვენ სტუმრობთ ჩვენს საიტს და იჩენთ ინტერესს ჩვენი კომპანიისადმი. მზად ვართ, რომ თქვენი ანონიმურობა იყოს დაცული და გარწმუნებთ, რომ იგრძნობთ თავს უსაფრთხოდ და დაცულად ჩვენს ვებ გვერდზე შემოსვლის შემთხვევაში.

პირადი მონაცემების შეგროვება და გამოყენება:

შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს, თქვენი მხრიდან რაიმე პირადი მონაცემების გარეშე.იგივე ეხება ახალი ამბების წერილს, Baby Club, საკონტაქტო ფორმას და ონლაინ მაღაზიას. ერთადერთი ინფორმაცია, რაც გვჭირდება, არის თქვენი ინტერნეტ სერვისის პროვაიდერის სახელი, ვებგვერდი, საიდანაც თქვენ შემოდიხართ, და ის ჩვენი გვერდები, რომლებსაც თქვენ ათვალიერებთ. ეს ინფორმაცია შეფასდება სტატისტიკური მიზნებისათვის. თუმცა, ინდივიდუალური მომხმარებელი დარჩება ანონიმური.

პირადი მონაცემები გროვდება მხოლოდ მაშინ, როცა მათ საკუთარი სურვილით გასცემთ. მოთხოვნის შემთხვევაში ეს ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ საწყის ეტაპზე.

რამდენიმე მიმართულებით ჩვენი საიტი იყენებს ე.წ. „cookies“, რათა ჩვენი მომსახურება უფრო ინდივიდუალური გავხადოთ. Cookies- არის პატარა ფაილი, რომელიც შეიძლება სერვერმა გამოგზავნოს თქვენი კომპიუტერის იდენტიფიცირებისათვის თქვენი ვიზიტის დროს. შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერი გაამზადოთ ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მისი იდენტიფიკაცია და შეასბამისად შეტყობინების მიღება ,როცა „Cookies“ განათავსებს თავის მასალას. ჩვენ ვართ გამჭვირვალე თქვენ მიმართ მისით სარგებლობის შემთხვევაში.

პირადი მონაცემების ინფორმაციის გამოყენების და გავრცელების შეზღუდვები:

პერსონალური მონაცემების შენახვისა და გამოყენების არსებული წესების შესაბამისად, პირადი მონაცემები გროვდება, გადამუშავდება და გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის კანონიერი ბიზნეს ინტერესებისა და მომხმარებლის მომსახურების, მათთან მოლაპარაკებისა და მათ მიერ შეკვეთილი პროდუქციის წარდგინებით.

პირადი ინფორმაციის დამუშავების რეგისტრაცია და მასთან წვდომის უფლებამოსილება:

 მოთხოვნისა და შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით, თქვენ მიიღებთ წერილობით შეტყობინებას ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი პირადი ინფორმაციის შესახებ. ჩვენ გვაქვს შეკრებილი ყოველი დეტალი  საკუთარ საჯარო რესტრში.

უსაფრთხოება:

ჩვენ ვიყენებთ ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად, შემთხვევითი ან განზრახ ბოროტი მანიპულირებისათვის, დაკარგვის, განადგურების , ან არაუფლებამოსილ პირთა მიერ მასზე წვდომოსაგან. ჩვენი უსაფრთხოების ზომები მუდმივად უმჯობესდება ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკავალ.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე კითხვა მონაცემთა დამუშავების პროცესის შესახებ, ნუ მოგერიდებათ, დაუკავშირდით ჩვენს მონაცემთა დაცვის თანამშრომელს, რომელიც არის ასევე უფლებამოსილი პირი თავის გუნდთან ერთად განიხილოს თქვენი მოთხოვნა პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ზოგადი განცხადებები და საჩივრები:

მონაცემთა დაცვის ოფიცერი:

Herr A. Maier
ტელეფონი: +49 8441 757-384
ელ-ფოსტის გაგზავნა: datenschutz(at)hipp.de

ძალაშია: 10.07.2015

©2015 HiPP