HA-ს ფორმულები წარმოადგენენ ალერგიისაგან თავის დასაცავ ეფექტურ ფორმულებს იმ ჩვილთათვის, რომლებიც არ იკვებებიან დედის რძით და ამასთან მათი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ საკმაოდ შეამციროთ ალერგიული რისკები:
მოერიდეთ მოწევას, განსაკუთრებით თქვენს ჩვილთან ახლოს.
ძაღლის, კატის ან მსგავსი ცხოველის ყოლა ზრდის ალერგიულ რისკს.
მოერიდეთ მაღალ ტენიანობას და ვენტილაციას რეგულარულად.
ვაქცინაციის შემდგომ რეკომენდირებულია მუდმივი კომიტეტის ვაქცინაცია.
ძუძუთი კვება არის საუკეთესო თქვენი ბავშვისათვის, რადგან დედის რძე უზრუნველყოფს ბავშვს ყველა მნიშვნელოვანი ნუტრიენტებით. გარდა ამისა, ძუძუთი კვება ყველაზე იაფი საშუალებაა თქვენი ბავშვის მოსავლელად, ის იცავს ჩვილს ინფექციებისა და ალერგიებისაგან და აძლიერებს ურთიერთობას დედა-შვილს შორის. HiPP დარწმუნებულია ძუძუთი კვების უპირატესობაში, როგორც დედისათვის, ისე შვილისათვის და სრულად უჭერს მხარს ძუძუთი კვებას, ისევე როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
თემა - დედის რძე და ძუძუთი კვება შეიცავს ინფორმაციას ძუძუთი კვების სიკეთეზე და ვიდეოს საშუალებით გვიხსნის, თუ როგორ ვაწოვოთ ჩვილს, აგრეთვე გვაძლევს რჩევებს ძუძუთი კვების დროს. ადრეული და ხშირი ძუძუთი კვება ხელს უწყობს რძის ნაკადის მოცულობის ზრდას. დაბალანსებული დიეტა ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდი ხელს უწყობს ძუძუთი კვების ხარისხის ამაღლებას.
თუ თქვენ გადაწყვიტეთ უარი თქვათ ძუძუთი კვებაზე , ან გადახვედით ნაწილობრივ ძუძუთი კვებასა და ბოთლით კვებაზე, უნდა იცოდეთ, რომ შეიძლება შეგიმცირდეთ რძის ნაკადის მოცულობა. მას შემდეგ, რაც ძუძუთი კვების შეწყვეტაზე მიიღებთ გადაწყვეტილებას, უკან დაბრუნება ძნელია. თუ გადაწყვიტეთ ჩვილის ფორმულის გამოყენება, გაიარეთ კონსულტაციები თქვენს პედიატრთან ან თქვენს მედდასთან. ფორმულის მომზადებისათვის მისდიეთ ინსტრუქციებს, რომელიც მოცემულია პაკეტზე. გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგები.