ორგანული მეცხოველეობა

HiPP-ის ორგანული საქონლის ხორცი მოდის ჩვენი ფერმიდან და შერჩეული პარტნიორი კომპანიებისგან. ჩვენ ვმუშაობთ მკაცრი მითითებების შესაბამისად, რომელსაც ყურადღებით აკვირდებიან HiPP-ის სოფლის მეურნეობის ინჟინრები და ვეტერინარები.

ჩვენი პირუტყვი თითქმის მთელი წლის განმავლობაში ტყესა და საძოვრებში ატარებენ დროს. ეს ყველაზე შესაფერისი ფორმაა, რაც მათ ჯანმრთელობასა და სიძლიერეს უნარჩუნებს. ისინი იკვებებიან მხოლოდ ბალახით, ზამთარში თივით, საჭიროების შემთხვევაში კი კონცენტრირებული საკვებით. საკვების მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ორგანულ მეურნეობებში და არ უნდა შეიცავდეს ანტიბიოტიკებს, გამაძლიერებლებს ან/და გენეტიკურად მოდიფიცირებულ ნედლეულს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასევე მათი გამრავლება: ხბოები, ჩვეულებრივ, საძოვრებზე დედებთან ერთად 8 თვეს ატარებენ, ისინი იკვებებიან რძით.