ორგანული ინდაური

HiPP, ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ორგანულ ინდაურს, ჩვენი გამოცდილი პარტნიორი ფერმერებისგან. ინდაურები იზრდებიან მწარმოებლების მითითებების შესაბამისად, რაც მეტად მკაცრია, ვიდრე ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნები. მაგალითად ევროპის ორგანული მეურნეობის რეგულაციების მიხედვით, ფრინველები უნდა იყვნენ თავისუფლად, მათი ცხოვრების 1/3 მანძილზე მაინც, ჩვენი ინდაურები კი მათი ცხოვრების 70-80% თავისუფლად ატარებენ. მაშინაც კი როდესაც ფრინველი არის სპეციალურ შენობაში, ის იკვებება სამყურით, რომელიც შეიცავს მათთვის აუცილებელ ამინომჟავებსა და ცილებს, რაც მათი განვითარებისთვის არის აუცილებელი. ინდაურებს გუნდური ცხოვრების სტილი ახასიათებთ და უყვართ ერთად ყოფნა, ამიტომაც მათ ვუქმნით ბუნებრივ გარემოს. მათი საცხოვრებელი შენობა უნდა იყოს საკმაოდ დიდი, ისე რომ ფრინველებმა იარონ ბევრი და თავი იგრძნონ კომფორტულად. ჰიპის ორგანული რეგულაციების მიხედვით ჩვენ არ ვაჭრით ნისკარტებს ფრინველებს. ორგანული მეურნეობა მოითხოვს საკმაოდ დიდ ძალისხმევას, თუმცა მიგვჩნია რომ ეს ამად ღირს.