ბედნიერი ძროხა HiPP-ის ორგანული რძისთვის

ჩვენს პროდუქტებში გამოყენებული ორგანული რძე ექსკლუზიურად მოდის ფერმერებისაგან, რომლებიც მიჰყვებიან HiPP-ის  ორგანული მეურნეობის მითითებებს. ისინი თავის ძროხებს სპეციფიური წესით ზრდიან და აძლევენ მათ საშუალებას იარონ ბუნებრივ მდელოებში, რომლებიც გაშენებულია მინერალური სასუქების, ქიმიური ან სინთეზური სპრეის გამოყენების გარეშე.

ცხოველების ბალახით, თივითა და მარცვლეულით კვება უზრუნველჰყოფს უმაღლესი ხარისხის ორგანულ რძეს, რომელიც სავსეა ნუტრიენტებით, რაც ხდის მას HiPP-ის  რძის ფორმულებისთვის მნიშვნელოვანს. მეურნეობის ფართო პრაქტიკა HiPP-ის  ორგანულ მეურნეობებში ასევე ინარჩუნებს ბუნებრივ რესურსებს, როგორიცაა მარცვლეული და წყალი.