ორგანული ბოსტნეული და სტაფილოს გაშენება

60 წელზე მეტია, HiPP-ი აწარმოებს ორგანულ ბოსტნეულს. დღესდღეობით, ჩვენ ვაზიარებთ გამოცდილებას, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ წლების განმავლობაში, ორგანული ბოსტნეულის მომწოდებლებისაგან. HiPP-ი ბოსტნეულის ფერმერებს სთავაზობს რჩევებს წარმოების ყველა ეტაპზე, სწორი მინდვრებისა და თესლების შერჩევიდან, მცენარის ზრდისა და მოსავლის აღებამდე. დაავადებებისა და მავნებლების თავიდან ასაცილებლად, ფერმერები მიმართავენ თესლბრუნვას. ეს ასევე უზრუნველჰყოფს ნიადაგში ნუტრიენტების შენარჩუნებას, რადგან ყოველწლიურად ირგვება ახალი მცენარეები. ჯანმრთელი, დაუმუშავებელი ნიადაგი არის საფუძველი იმ დიდი ნედლეულისთვის, რომელსაც ჩვენს პროდუქტებში ვიყენებთ. ისინი უზრუნველყოფენ, რომ მივიღოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტები. ჯანმრთელი, დაუმუშავებელი ნიადაგი არის საფუძველი ჯანსაღი ნედლეულისა, რომელსაც ჩვენს პროდუქტებში ვიყენებთ, ეს კი თავის მხრივ გარანტიაა უმაღლესი პროდუქტის, რომელსაც ვქმნით ჩვენ.

HiPP-ის  ორგანული სტაფილოს მეურნეობა

წარმოების დაწყებამდე, ირჩევა ჯანსაღი ნიადაგი და თესლი, რომელიც უნდა იყოს იდეალურად დამუშავებული, ყოველგვარი პესტიციდებისა და ქიმიური ნივთიერების გარეშე. იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ნიადაგი და თესლები, ორგანულ სტაფილოს 6-7 წელიწადში ერთხელ, ვრგავთ იმავე პლანტაციაში. იმავდროულად, ჩვენი ფერმერები ამზადებენ მარცვლეულს, კარტოფილს ან სამყურას, სარეველებს ებრძვიან ტრადიციულად მაგ: ხელით. ამით, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს გარემოს დაცვაში. სანამ სტაფილოს მიენიჭება წოდება „ორგანული სტაფილო“ ის ჩვენს ლაბორატორიებში გადის 1200-ზე მეტ შესაძლო ნარჩენზე ტესტირებას. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე კანონით გათვალისწინებული. გვაქვს საგულაგულოდ შერჩეული სახოებები, როგორიცაა მაგ: „Dulcis“, ის გამოირჩევა განსაკუთრებული სირბილით და იდეალურია ჩვილების მგრძნობიარე გემოვნებისთვის.