ორგანული ხილი და ბანანის გაშენება

აყვავებიდან დამუშავებამდე, სრული პროცესის განმავლობაში, HiPP-ის წარმომადგენლები მწარმოებლებთან ერთად არიან. ბავშვთა კვებისთვის, ირჩევა ისეთი ჯიშები, რომელიც გამოირჩევა სირბილით და დაბალი მჟავიანობით. გემრიელი ორგანული მსხლის, განსაკუთრებული და იშვიათი სახეობები, HiPP-ის   წვენებისთვის, მოდის პირდაპირ ხეხილის ბაღებიდან. ჩვეულებრივი მეურნეობისგან განსხვავებით, HiPP-ი ორგანულ მეურნაობაში არ იყენებს ქიმიკატებსა და პესტიციდებს. ამ გზით ისინი იცავენ ბიომრავალფეროვნებას.

ორგანული ბანანი - ჩვენი კოსტა რიკის პროექტი

ჩვენ, ჩამოვედით კოსტა რიკაში, 20 წელზე მეტია, რათა შეგვემოწმებინა, გვქონდა თუ არა შანსი, HiPP-ისთვის ორგანული ბანანი გვეწარმოებინა. ძალიან კმაყოფილი ვიყავით, რადგან ვიპოვეთ ზუსტად ის, რასაც ვეძებდით. ჩვეულებრივი პლანტაციებისგან განსხვავებით, კოსტა რიკის ჯუნგლებში ბანანი ერთმანეთისგან მოშორებით იზრდება, შერეულ პლანტაციებში, ეს ხელს უწყობს, რომ თავიდან ავირიდოთ სოკოებისა და პესტიციდებისა გავრცელება. 1000+ მცირე მეწარმე, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ, იღებენ რელევანტურ ანაზღაურებას ბანანისთვის და ჩვენ ყოველწლიურად ვაძლევთ ყიდვის გარანტიას. ამ გზით HiPP-ი ასევე იღებს სოციალურ და ეკონომიკურ პასუხისმგებლობას ამ რეგიონის ხალხის მიმართ. ეს სამართლიანი გაშენება ბუნებასთან ჰარმონიაში ინარჩუნებს კოსტა რიკის ჯუნგლების საცხოვრებელს და ბიომრავალფეროვნებას.