ორგანული მარცვლეულის გაშენება

HiPP-ის  ორგანული მარცვლეული - იქნება ეს ხორბალი, ფეტვი თუ ბრინჯი - არ არის მხოლოდ ორგანული მარცვლეული. ჩვენი სოფლის მეურნეობის ინჟინრები ეხმარებიან ჩვენსავე კონტრაქტორ ფერმერებს რომ ყურადღება მიაქციონ არა მხოლოდ ნიადაგის ჯანმრთელობას, არამედ ქარის გადაადგილებას, ისე, რომ არასასურველი ნივთიერებები არ მოხვდეს ჩვენს მინდვრებში. მკაცრად კონტროლდება ასევე თესლი. ისინი წარმოიქმნება რეზისტენტული ჯიშებისგან, რომლებიც არ საჭიროებენ ქიმიკატების გამოყენებას.

ჩვენი ფერმერები კარგად იცავენ მოსავლის დაბალანსებას. სწორედ ამ გზით, აღარ გამოიყენება სინთეზური სასუქები. სარეველების არსებობის შემთხვევაში, მას ტრადიციულად ხელით იღებენ. ღია მინდვრების არჩევით და სასარგებლო ორგანიზმების შემოღებით, შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ პარაზიტები. მოსავლის აღება ხდება მისი სიმწიფის პიკზე. ამის შემდეგ, მჭიდრო კონტროლის სისტემა უზრუნველჰყოფს მხოლოდ საუკეთესო ხარისხის დამუშავებას რაც საბოლოოდ ხვდება თქვენი პატარას საკვებში.