რატომ არიან ფუტკრები ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანები.
ფუტკრების ბზუილს მოაქვს სიცოცხლე, თაფლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ტკბილი დანამატია ჩვენს ცხოვრებაში, მათი შხამი ანთების საწინააღმდეგოდ გამოიყენება მედიცინაში, ცვილისგან მზადდება სანთელი, რაც გვინათებს ბნელ საღამოებს და პროპოლისი - საუკეთესოა ჩვენი იმუნური სისტემისთვის.
ეს პატარა არსება ფასდაუდებელია ჩვენთვის, მათი საოცარი შრომისმოყვარეობით უდიდესი მიღწევები აქვთ და მსოფლიო მასშტაბით. მათი მთავარი ამოცანაა მცენარეების დამტვერვა. თაფლი ჩვენი ეკოსისტემის მნიშვნელოვანი საყრდენია. 80%-ზე მეტი ადგილობრივი აყვავებული მცენარე დამოკიდებულია დამტვერვაზე. ამ პროცესის გარეშე ბევრი მცენარე ვერ შეძლებდა არსებობას და ამას გარდა საფრთხე დაემუქრებოდა როგორც ჩვენს საკვებს, ასევე ფლორასა და ფაუნას.