„ჰიპის“ ორგანული ხარისხი

ორგანული-საუკეთესო თქვენი პატარასთვის

ჩვილებს სჭირდებათ ჯანსაღი საკვები, რომელიც იქნება გემრიელი და ამასთან არ ექნება დამატებული არასასურველი ინგრედიენტები. მშობლებმა იციან, რომ მათ შეუძლიათ ნდობა „ჰიპის“ პროდუქციისადმი, რომელიც ეფუძნება კვებითი მეცნიერების საუკეთესო პრინციპებს; კვება ზუსტად შეესაბამება თქვენი ბავშვის ასაკს და ყველაზე მკაცრად კონტროლდება ორგანულ ხარისხზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენ მიერ გამოყენებულ ნედლეულსა და ინგრედიენტებს: ნიადაგი საგულდაგულოდ არის შერჩეული, თესლი არ არის დამუშავებული და ჩვენს ყველა ხილსა და ბოსტნეულს ეძლევა დრო, რომ ნელ-ნელა დამწიფდეს, რათა მათი არომატი კარგად განვითარდეს. იგივე პროცედურები ხდება ჩვენს „ჰიპის“ მენიუში გამოყენებულ ორგანულ ხორცთან მიმართებაშიც.

260 უსაფრთხოების კონტროლი

კიდევ უფრო მკაცრი, ზუსტი და საიმედო: მშობლებს შეუძლიათ სრულად ენდონ „ჰიპის“ ორგანულ ბეჭედს. ბავშვთა კვების პროდუქტების თითოეული ქილა 260-მდე უსაფრთხოების შემოწმებას გადის (დამოუკიდებელი სატესტო ინსტიტუტების შემოწმებებით), გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამით, „ჰიპი“ ცდება ორგანული მეურნეობის დებულებებისა და საერთაშორისო წესების საზღვრებს. ეს შემოწმება ფარავს ყველაფერს, დაწყებული მარცვლეულიდან ბარდამდე, ასევე რძიდან ვაშლამდე. ჩვენი, „ჰიპის“, ექსპერტები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ იმ ორგანულ მეურნეობებთან, სადაც ჩვენი ინგრედიენტები მზადდება; დაწყებული მიწის ნაკვეთების, ნიადაგების და თესლის არჩევით. ეს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება მზარდი პროცესის განმავლობაში გრძელდება მოსავლის აღებამდე და მიწოდებამდე: როდესაც ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ ვიღებთ ცნობას რომ ინგრედიენტები აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ჩვენ ვიწყებთ საკვებში მათ გამოყენებას.

შეიძლება დაგაინტერესოთ:

ინტერვიუ, HiPP-ის ორგანულ

ხარისხთან დაკავშირებით

ბოსტნეულის მეურნეობა:

ქიმიკატების გარეშე!