ბანანი კოსტა რიკის ჯუნგლებიდან

ორგანულობა და სამართლიანობა

ტრადიცილური და გემრიელი ბანანის ჯიში „გროს მიშელი“ იზრდება ოპტიმალურ პირობებში, კოსტა რიკის ჯუნგლებში. ის ძალიან მდიდარია არომატით, აქვს ბავშვთა საკვებისთვის სრულყოფილი შაქრიანობა და არასოდეს გვხვდება დიდ პლანტაციებში. მკვიდრი მოსახლეობა ბანანის ამ სახეობას ზრდის მაღალმთიან ჯუნგლებში, ტრადიციული მეთოდების გამოყენებით, რითაც იცავს ჯუნგლების უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას.

„ჰიპს“ აქვს გრელვადიანი კონტრაქტები ადგილობრივ ფერმერებთან. დაახლოებით 1000 მცირე მეწარმეს შეუძლია დაეყრდნოს გარანტირებულ გაყიდვებსა და სამართლიან ფასებს. ადგილობრივ ფერმერებთან ერთად მუშაობს კომპანიის წარმომადგენელი, რათა დარწმუნდნეს რომ პროდუქციის ხარისხი ნადვილად საუკეთესოა ბავშვთა კვებისათვის. ორი ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბდა ღრმა ურთიერთობა ამ პიროვნებასა და მცირე მეწარმეებს შორის. გერმანულმა, ბავშვთა კვების მწარმოებელმა, დიდი სოციალური პასუხისმგებლობა აიღო ამ ადამიანებზე, რაც გულისხმობს, რომ მათ დღესდღეობით შეუძლიათ გამოიმუშაონ სისცოცხლისთვის საჭირო მინიმუმი, რისი საშუალებაც წარსულში არ ჰქონიათ.

უპირველეს ყოვლისა, ისინი არიან ის ქალები, რომლებიც ბანანის წარმოების პროექტის წამყვან ძალას წამოადგენენ, საიდანაც, რეგიონში 10 000 ზე მეტი ადამიანი, პირდაპირი და არაპირდაპირი გზით, იღებს სარგებელს. სოციალური სარგებლის გარდა, ეს ასევე იძლევა ეკოლოგიურ უპირატესობებს: მაგალითისთვის, პლანტაციური მეურნეობით, ბანანის ხეები იზრდებიან ინდივიდუალურად და ერთმანეთისგან კარგად არიან დაშორებულები. თუ ერთი ხე ავადდება ან უჩნდება სოკო, შესაძლებელია მოვჭრათ მარტივად, რათა აღმოვფხვრათ მათი გავრცელება. განსხვავებით სოფლის მეურნეობის სხვა მეთოდებისა, აქ არ გამოიყენება პესტიციდები და სხვა ქიმიკატები. ამრიგად, დაცულია ადამიანების, ცხოველებისა და ფრინველების ბუნებრივი საცხოვრებელი და ბიომრავალფეროვნება. 

შეიძლება დაგაინტერესოთ:

ინტერვიუ, HiPP-ის ორგანულ

ხარისხთან დაკავშირებით

ბოსტნეულის მეურნეობა:

ქიმიკატების გარეშე!